ელ შაარავიმ ტრავმა მიიღო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ელ შაარავიმ ტრავმა მიიღო


ელ შაარავიმ ტრავმა მიიღო

იტალიის ეროვნული ნაკრებიდან დაბრუნებულ სტეფან ელ შაარავის ბარძაყის პრობლემები აღმოაჩნდა და შესაძლოა "რომას" უახლოეს თამაშებში დააკლდეს.

ელ შაარავის ანალოგიური პრობლემები სეზონის დასაწყისშიც აწუხებდა და როგორც ჩანს დაზიანების რეციდივი მოხდა, რომლის გამოც გარკვეული პერიოდის გამოტოვება მოუწევს.

შაბათს რომაული კლუბი სერია ა-ში საკუთარ მოედანზე "ნაპოლის" დაუპირისპირდება, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგაზე ლონდონის "ჩელსის" შეხვდება.

24 წლის იტალიელმა მიმდინარე სეზონში სულ 8 მატჩი ჩაატარა, 2 ბურთი გაიტანა და 2 ასისტი გააკეთა.
ასევე იხილეთ თემაზე:
რომა სტეფან ელ შაარავი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები