ფერდინანდმა რეშფორდი დემბელესა და მბაპეს შეადარა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ფერდინანდმა რეშფორდი დემბელესა და მბაპეს შეადარა


ფერდინანდმა რეშფორდი დემბელესა და მბაპეს შეადარა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა, რიო ფერდინანდმა თავდამსხმელი, მარკუს რეშფორდი კილიან მბაპესა და უსმან დემბელეს შეადარა.

ინგლისელის თქმით, "წითელი ეშმაკუნების" შემტევი არ უნდა გაჩერდეს და განვითარება განაგრძოს.

"მოდით დემბელე გავიხსენოთ, რომელიც "ბარსელონაში" გადავიდა, ასევე მბაპე "პსჟ"-დან. ვფიქრობ, რეშფორდიც ისეთივე პერსპექტიულია, როგორი პერსპექტიულებიც ეს ბიჭები არიან", - ციტირებს ფერინანდის სიტყვებს Goal.

"თუმცა, მათ ჩემპიონთა ლიგაზე თავიანთი შესაძლებლობები უკვე დაამტკიცეს, მარკუსს კი ყველაფერი ჯერ კიდევ წინ აქვს".

"საკუთარ თავზე უნდა იმუშავოს, ყურადღება დაბრკოლებებზე არ გაამახვილოს. საერთოდაც, ახალგაზრდა ფეხბურთელებზე ვსაუბრობთ. ამიტომაც სიჩქარე და მათ შესაძლებლობებზე საუბარი არ ღირს".

"იმ შემთხვევაში, თუ რეშფორდი განვითარდება, წარმატებებს მიაღწევს და ვარსკვლავი გახდება", - დაამატა რიომ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები