სილკებორგი დანიის თასის მერვედფინალში სხირტლაძისა და ვაწაძის დახმარებით გავიდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

სილკებორგი დანიის თასის მერვედფინალში სხირტლაძისა და ვაწაძის დახმარებით გავიდა


სილკებორგი დანიის თასის მერვედფინალში სხირტლაძისა და ვაწაძის დახმარებით გავიდა

დავით სხირტლაძისა და მათე ვაწაძის სილკებორგი დანიის თასის მერვედფინალში გავიდა. ქართველთა გუნდი მესამე წრეში სტუმრად ჰელერუპს დაუპირისპირდა და უხვგოლიანი ძირითადი დროის შემდეგ მეტოქე პენალტების სერიაში დაამარცხა.

ძირითადი დრო ფრედ 3:3 დასრულდა. ორივე ქართველმა ფეხბურთელმა მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და თავისი წვლილიც შეიტანა გამარჯვებაში. 68-ე წუთზე ვაწაძის პასით დავით სხირტლაძემ სილკებორგის პირველი გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა, 76-ე წუთზე კი ვაწაძემ მეორე საგოლე პასი მიითვალა და სილკებორგი დაწინარდა _ 2:1.

ამის შემდეგ ვაწაძე შეცვალეს, ხოლო სხირტლაძემ ბოლომდე ითამაშა და პენალტების სერიაში საკუთარი შანსი ზუსტად გამოიყენა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები