ჰოფენჰაიმს ნაგელსმანის ბაიერნში წასვლის არ ეშინია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჰოფენჰაიმს ნაგელსმანის ბაიერნში წასვლის არ ეშინია


ჰოფენჰაიმს ნაგელსმანის ბაიერნში წასვლის არ ეშინია

"ჰოფენჰაიმის" სპორტულმა დირექტორმა, ალექსანდრ როზენმა, " მიუნხენის "ბაიერნის" იულიან ნაგელსმანისადმი ინტერესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მისი გუნდისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

"ბოლო თვეების განმავლობაში ამ თემაზე სხვადასხვა სახის სპეკულაციები გავრცელდა, მაგრამ ამას ჩვენი გუნდისთვის არანაირი პრობლემა არ შუექმნია და არც ნაგელსმანზე ჰქონია უარყოფითი გავლენა.

თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ანჩელოტის გათავისუფლების შემდეგ ამ საკითხს უფრო ფართო მასშტაბით განიხილავენ", - განაცხადა როზენმა.

"სოფლელების" 30 წლის გერმანელმა თავკაცმა "რეკორდმაისტერის" ხელმძღვანელობის ყურადღება დაიმსახურა და ის "ბაიერნის" მომავალ მთავარ მწვრთნელად განიხილება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები