დი ნატალე: "ინსინიე ჩემი მემკვიდრეა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

დი ნატალე: "ინსინიე ჩემი მემკვიდრეა"


დი ნატალე:

"უდინეზესა" და იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ანტონიო დი ნატალემ, "ნაპოლის" შემტევი ნახევარმცველი, ლორენცო ინსინიე, შეაქო.

"ის ძალიან კარგი მოთამაშეა, რომელმაც გოლების გატანაც დაიწყო. უდინეში ყოფნისას მას ერთხელ ვუთხარი, რომ უფრო შედეგიანი უნდა იყოს და როგორც ჩანს, ჩემი რჩევა გაითვალისწინა.

იტალიაში ბევრი საინტერესო ფორვარდი და გამტანი მოთამაშეა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩემი მემკვიდრე სწორედ ლორენცო ინსინიე გახლავთ", - აღნიშნა ტოტო დი ნატალემ.

26 წლის იტალიელმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 11 თამაშში 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.

დი ნატალე კი "უდინეზეს" ცოცხალი ლეგენდაა, რომელმაც "ზებრების" მაისურით 2004-2016 წლებში 385 მატჩი ჩაატარა და 191 გოლი გაიტანა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები