» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

სერია ა დიდი თამაშებით ბრუნდება


სერია ა დიდი თამაშებით ბრუნდება

2 კვირიანი სანაკრებო პაუზისა და მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულების შემდეგ საკლუბო ფეხბურთი ბრუნდება, მათ შორის იტალიის ეროვნული ჩემპიონატიც.

დღეს სერია ა-ში ტრადიციულად ორი თამაში გაიმართება და ორივე ძალიან დიდ ინტერესს იწვევს. ერთმანეთს ხუთეულში მყოფი გუნდები უპირისპირდებიან და მერვე ტურის სამი ცენტრალური მატჩიდან ორი სწორედ ამ საღამოს გაიმართება.

იუვენტუსი - ლაციო
დასაწყისი: 20:00 საათი
მთავარი მსაჯი: პაოლო მაცოლენი
პირდაპირი ტრანსლიაცია: Setanta Georgia+


ტურინის "იუვენტუსმა" მიმდინარე სეზონი ცოტათი არადამაჯერებლად დაიწყო - "ბებერი ქალბატონი" მეტოქეებს საკმაოდ ბევრს შანსს აძლევს და დაცვის ხაზი არც ისე ძლიერად გამოიყურება, როგორც ამას ბოლო წლებში "იუვესგან" მივეჩვიეთ. გარდა ამისა გონსალო იგუაინი პირველ თვე-ნახევარში ოპტიმალურ ფორმაში არ იმყოფებოდა და რეალურად თითქმის ყველაფერი 24 წლის არგენტინელ შემტევ პაულო დიბალაზე იყო დამოკიდებული, რომელმაც სერია ა-ს საწყის 7 ტურში 10 გოლის გატანა მოახერხა. სანაკრებო პაუზამდე კი ტურინულ გრანდს ვეღარც დიბალამ უშველა და მასიმილიანო ალეგრის გუნდმა სეზონში პირველი ქულები დაკარგა - ბერგამოს "ატალანტას" ფრედ 2:2 ეთამაშა. დღეს კი "იუვენტუსს" პირველი სერიოზული გამოცდა ელის "ლაციოსთან", რომელმაც სეზონის სტარტზე "იუვეს" იტალიის სუპერთასი წაართვა.

ტურინულმა გრანდმა "ნაპოლი" უკვე ორი ქულით გაუშვა წინ, ამიტომ დღეს მხოლოდ სამი ქულის მოპოვებასა და ქომაგების გულის მოგებას შეეცდება. იგუაინმა მთელი ორი კვირა ვარჯიშში გაატარა და როგორც ალეგრიმ აღნიშნა, გონსალო საოცარ ფიზიკურ ფორმაში შევიდა. ვნახოთ როგორ ამუშავდება არგენტინული თანდემი და როგორ მოახერხებს "იუვენტუსი" ბერგამოში დაკარგული ქულების შემდეგ რეაბილიტაციას.

სიმონე ინძაგი რომში შესანიშნავი გუნდის შენებას აგრძელებს და "ლაციო" მიმდინარე სეზონის სტარტზე კვლავ საკმაოდ მხიარულ და ლამაზ ფეხბურთს აჩვენებს. "არწივებმა" საწყის 7 ტურში 16 ქულა დააგროვეს და მეოთხე პოზიციაზე იმყოფებიან. რომაულ კლუბში დიბალას როლს იტალიელი თავდამსხმელი, ჩირო იმობილე, ასრულებს, რომელმაც ეროვნულ ჩემპიონატში უკვე 9 ბურთი გაიტანა და 3 საგოლე პასიც გააკეთა. წინა ტურში "ლაციომ" საკუთარ ქომაგებს ნამდვილი დღესასწაული მოუწყო და "სასუოლო" საკუთარ კედლებში 6:1 გააცამტვერა. "ლაციომ" ამ სეზონში "მილანი" და "ნაპოლი" უკვე გამოიარა, ახლა კი ქვეყნის უძლიერეს კლუბს უპირისპირდება, რომელიც საოცრად მოტივირებული იქნება.

სიმონე ინძაგი და მისი მებრძოლი გუნდი 5-2-1-2 ტაქტიკით ტურინში "იუვენტუსის" გამწარებას ეცდებიან და საინტერესოა რა გამოუვა "ლაციოს" ამჯერად.

სავარაუდო შემადგენლობები

იუვენტუსი: ბუფონი; ლიხშტაინერი, ბენატია, კიელინი, ალექს სანდრო; ბენტანკური, მატუიდი; დუგლას კოშტა, დიბალა, მანჯუკიჩი; იგუაინი.
საეჭვოა: ხედირა.
ტრავმირებულნი არიან: დე შილიო, ჰიოვედესი, პიანიჩი, პიაცა.

ლაციო: სტრაკოშა; მარუშიჩი, პატრიკი, დე ვრეი, რადუ, ლულიჩი; პაროლო, ლეივა; მილინკოვიჩ-სავიჩი; ლუის ალბერტო, იმობილე.
ტრავმირებულნი არიან: უოლასი, ბასტა, ლუკაკუ, ფელიპე ანდერსონი.

საინტერესო ფაქტები

ეს გუნდები ერთმანეთს 2017 წლის სუპერთასზე, 13 აგვისტოს "სტადიო ოლიმპიკოზე" შეხვდნენ და "ლაციომ" დრამატულ ბრძოლაში, ალესანდრო მურგიას ბოლო წუთზე გატანილი გოლით, 3:2 იმარჯვა.
სერია ა დიდი თამაშებით ბრუნდება

იტალიის ეროვნულ ჩემპიონატში კი "ლაციოს" ტურინული გრანდი 2003 წლის დეკემბრის შემდეგ არ დაუმარცხებია - 6 ფრე და 19 წაგება. მაშინ რომაელებმა შინ 2:0 იმარჯვეს.

"იუვენტუსს" სერია ა-ში "არწივებთან" ზედიზედ ექვსი მატჩი მშრალად აქვს მოგებული.

მასიმილიანო ალეგრის გუნდმა საკუთარ მოედანზე ჩატარებულ 4 თამაშში 12 ქულა დააგროვა, 11 გოლი გაიტანა და საკუთარ კარში არცერთი ბურთი აღ მიუღია.

ტურინის "იუვენტუსის" დაუმარცხებელი საშინაო სერია იტალიის ჩემპიონატში უკვე 41 თამაშს შეადგენს (38 მოგება და 3 ფრე).


ამ მატჩის დასრულების შემდეგ კი იტალიის ჩემპიონატის ქომაგს ძალიან საინტერესო დაპირისპირება ელის, რომელიც "სტადიო ოლიმპიკოზე" გაიმართება.

რომა - ნაპოლი
დასაწყისი: 22:45 საათი
მთავარი მსაჯი: ჯანლუკა როკი
პირდაპირი ტრანსლიაცია: Setanta Georgia+

"რომამ" ეუსებიო დი ფრანჩესკოს ხელმძღვანელობით ომახიანი სტარტი აიღო და პირველი მატჩების არადამაჯერებლად ჩატარების შემდეგ ბოლო ტურებში საგრძნობლად მოუმატა. რომაულმა კლუბმა "სამპდორიასთან" მატჩი უამინდობის გამო გადადო, "ინტერთან" შინ 1:3 დამარცხდა და დანარჩენი 5 შეხვედრა მშვიდად მოიგო. გასულ უქმეებზე "მგლებმა" სტუმრად "მილანი" 2:0 აბსოლუტურად დამსახურებულად დაამარცხეს და ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც კარგი იმპულსი მიიღეს. რომაელთა რიგებში ბოსნიელი ფორვარდი, ედინ ჯეკო, ბრწყინავს, რომელმაც საწყის 6 თამაშში 7 გოლი გაიტანა, მაგრამ მას თანაგუნდელებიც კარგად ეხმარებიან.

რომაული კლუბი დღევანდელ ძალიან მნიშვნელოვან თამაშს სერიოზული საკადრო პრობლემებით ხვდება, მაგრამ დი ფრანჩესკოს სიმპათიური გუნდი მაინც ბოლომდე იბრძოლებს. "რომას" აქვს იმის ამბიციები, რომ "იუვენტუსსა" და "ნაპოლის" ეჭიდაოს, ამიტომაც დღეს ამის დამტკიცება და სეზონის საუკეთესო მატჩის ჩატარება მოუწევს.

შვიდიდან შვიდი მოგება, 25 გატანილი გოლი, 5 გაშვებული და ულამაზესი ფეხბურთი - "ნაპოლი" ამ ეტაპზე იტალიის ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო გუნდი და დამსახურებული ლიდერია. "იუვეს" დიბალა ჰყავს, "ლაციოს" იმობილე, "რომას" ჯეკო, "ნაპოლის" კი - ფანტასტიკური გუნდი, რომლის რეალური ლიდერი მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი გახლავთ. ინსინიე-მერტენსი-კალეხონის ტრიო კვლავ ჩინებულად გამოიყურება, ბოლო თამაშებში ფორმა მარეკ ჰამშიკმაც აკრიფა, მთავარი აღმოჩენა კი 26 წლის ალჟირელი მარცხენა მცველი ფაუზი გოულამია, რომელმაც უკვე ორი გოლი გაიტანა და 4 ასისტი გააკეთა. ნეაპოლურმა კლუბმა ახალწვეული "სპალი" ძალიან რთულ ბრძოლაში სწორედ გოულამის სოლორეიდისა და გოლის წყალობით დაამარცხა. ასე, რომ ეს მართლაც დიდებული გუნდია, რომელიც სკუდეტოსთვის უაცილებლად იბრძოლებს.

ახლა "ნაპოლისთვის" ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი დგება, ვინაიდან ჯერ მეტოქე "რომაა", შემდეგ მოდის "მანჩესტერ სიტი" ჩემპიონთა ლიგაზე და უკვე მომდევნო კვირას მილანის "ინტერი" სერია ა-ში. ნეაპოლელთა რეალური ძალები და ამბიცია სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდება, ამიტომაც სარის გუნდს სრული კონცენტრაცია, მობილიზება და ყურადღება მართებს.

სავარაუდო შემადგენლობები

რომა: ალისონი; ბრუნო პერესი, მანოლასი, ჟეზუსი, კოლაროვი; ნაინგოლანი, დე როსი, პელეგრინი; პეროტი, ჯეკო, ფლორენცი.
საეჭვოა: კარსდორპი, დე როსი, პელეგრინი.
ტრავმირებულნი არიან: ემერსონი, სტროტმანი, დეფრელი, ელ შაარავი, შიკი.

ნაპოლი: რეინა; ჰუსაი, ალბიოლი, კულიბალი, გოულამი; ალანი, ჟორჟინიო, ჰამშიკი; კალეხონი, მერტენსი, ინსინიე.
ტრავმირებულნი არიან: მილიკი.

საინტერესო ფაქტები

"რომასა" და "ნაპოლის" "სტადიო ოლიმპიკოზე" უგოლო ფრე არასოდეს უთამაშიათ და ამ გუნდების დედაქალაქურ ურთიერთშეხვედრებში საშუალოდ 3.11 გოლი გადის.
სერია ა დიდი თამაშებით ბრუნდება

მაურიციო სარის გუნდმა სერია ა-ს საწყის 7 ტურში 25 ბურთი გაიტანა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია და ტურში საშუალოდ 3.6 გოლის ტოლია.

ამ გუნდების ბოლო 10 დაპირისპირებიდან იტალიის ჩემპიონატში 5 "რომამ" მოიგო, 3 "ნაპოლიმ" და 2 მატჩი ფრედ დასრულდა.

გასულ სეზონში გუნდებმა გასვლითი გამარჯვებები გაცვალეს. პირველ წრეში "რომამ" ნეაპოლში 3:1 იმარჯვა, სამაგიეროდ "ცისფრებმა" რომში 2:1 მოიგეს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

"მესი მის შევსებას შეძლებს", - არგენტინის ნაკრების მწვრთნელი ლაუტაროზე საუბრობს

არგენტინის ნაკრების მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ თავდამსხმელ ლაუტარო მარტინესზე ისაუბრა.

დღეს, 14:53

იუვენტუსი პიანიჩს ბარსელონაში მხოლოდ ერთ შემთხვევაში გაუშვებს

მოგეხსენებათ, "ბარსელონას" ხელმძღვანელობას "იუვენტუსის" ნახევარმცველი, მირალემ პიანიჩი სურს.

დღეს, 14:47

დორტმუნდმა მანჩესტერ იუნაიტედს სატრანსფერო ბრძოლა მოუგო

"დორტმუნდმა" "მანჩესტერ იუნაიტედს" 16 წლის ინგლისელი ვუნდერკინდისთვის ბრძოლა მოუგო.

დღეს, 14:38

"არ მესმის, რატომ მისტვენენ გულშემატკივრები", - ბეილის ემოციური განცხადება

"რეალის" უელსელმა თავდამსხმელმა, გარეტ ბეილმა კლუბის გულშემატკივრებზე ისაუბრა.

დღეს, 14:31

კოუტინიოს მორიგი სერიოზული მსურველი გამოუჩნდა

მოგეხსენებათ, ამ ეტაპზე, ფილიპე კოუტინიო იჯარის წესით "ბაიერნის" ღირსებას იცავს.

დღეს, 13:55

ბეილი: "არასოდეს ვგეგმავდი ასეთ დონემდე მიღწევას"

"რეალის" შემტევმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ რა მოტივაციას აძლევდა საკუთარ თავს კარიერის მანძილზე.

დღეს, 13:49

"ლივერპული მანქანაა", - მბაპემ კლოპის გუნდი აქო და ადიდა

"პსჟ"-ს თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ განაცხადა, რომ ამ სეზონში "ლივერპულის" თამაშით მოიხიბლა.

დღეს, 13:36

საქმეში რამდენიმე კლუბია ჩართული, ხამესმა არჩევანი უკვე გააკეთა

დიდი ალბათობით, "რეალის" ნახევარმცველი, ხამეს როდრიგესი ზაფხულში კლუბს დატოვებს.

დღეს, 13:29

მიზეზები, რომელთა გამოც იუვენტუსს პოგბას შეძენაში ეჭვი ეპარება

"მანჩესტერის" ნახევარმცველის, პოლ პოგბას "იუვენტუსში" ტრანსფერი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

დღეს, 12:53

"ორი მისაბაძი მაგალითი მყავს", - მბაპემ თავისი კუმირები დაასახელა

"პსჟ"-სა და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ თავის კუმირებზე ისაუბრა.

დღეს, 12:48

"მისი დიდი გულშემატკივარი ვარ", - რობენმა მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა

"ბაიერნის" ექს-თავდამსხმელმა, არიენ რობენმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 12:37

ვარანი: "რეალს დიდი ხანია არ უთამაშია და ყველაფრის მოგება გვინდა"

"რეალის" ცენტრალურმა მცველმა, რაფაელ ვარანმა სეზონის განახლების მოლოდინებზე ისაუბრა.

დღეს, 12:31

"განადგურებული ვიყავი", - უილშირი ვან პერსის მანჩესტერში გადასვლას იხსენებს

"არსენალის" ექს-ნახევარმცველმა რობინ ვან პერსის "მანჩესტერ იუნაიტედში" წასვლა გაიხსენა.

დღეს, 11:50

ტიაგო სილვას კონტრაქტი იწურება, პსჟ-მ გადაწყვეტილება მიიღო

"პსჟ"-ს ცენტრალურ მცველს, ტიაგო სილვას ივნისის ბოლოს კონტრაქტის ვადა ეწურება.

დღეს, 11:40

რეალი ფეხბურთელებთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ოფიციალურად აღარ დაადასტურებს

"რეალის" ხელმძღვანელობამ საკმაოდ საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო, იუწყება MARCA.

დღეს, 11:20

კაბალიერომ კორონავირუსის გამო კანტეს შიშებზე ისაუბრა

"ჩელსის" გოლკიპერი, ვილი კაბალიერო თანაგუნდელ ნ'გოლო კანტეს მხარს უჭერს.

დღეს, 11:00

სოლსკიაერმა იგალოს მომავალზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა

"მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელი, ოლე გუნარ სოლსკიაერი ოდიონ იგალოს მომავალზე ალაპარაკდა.

დღეს, 10:50

"დე ბრუინი შეიძლება წავიდეს", - მანჩესტერ სიტის ექს-ფეხბურთელი

"მანჩესტერ სიტის" ექს-მცველი, ჯოლეონ ლესკოტი კევინ დე ბრუინის მომავალზე საუბრობს.

დღეს, 10:40

აგენტი ტიაგო სილვას მომავალზე ალაპარაკდა

"პსჟ"-ს მცველის, ტიაგო სილვას აგენტი მიიჩნევს, რომ ბრაზილიელს შეუძლია კიდევ 5 წელიწადი ითამაშოს.

დღეს, 10:20

MARCA: კაზემიროს მომავალი გაირკვა

გავრცელებული ინფორმაციით, "რეალის" ნახევარმცველის, კაზემიროს მომავალი გადაწყდა.

დღეს, 10:00

დამოუკიდებლობის დღეს, ბათუმის ახალ სტადიონზე საქართველოს ჰიმნი აჟღერდა [VIDEO]

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

დღეს, 05:11

არც მბაპე, არც ნეიმარი, არც კავანი - ვეტერანმა ბრაზილიელმა პსჟ-ს საუკეთესო მოთამაშე დაასახელა

ვეტერანმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პაულო ცეზარმა "პსჟ"-ს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.

დღეს, 05:09

მბაპე: "ლივერპული მანქანაა"

თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი კილიან მბაპე "ლივერპულს" აქებს.

დღეს, 05:01

ფლიკმა გვარდიოლას რეკორდი გაიმეორა

მიუნხელელთა მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ამ შეხვედრაში რეკორდიც დაამყარა.

დღეს, 04:58

მბაპე: "კარიერაში 2 რამის მოგება მსურს"

"პსჟ"-ს ფრანგი ლიდერი კილიან მბაპე თავის მიზნებზე საუბრობს და საინტერესო კომენტარს აკეთებს.

დღეს, 04:56

როგორი იყო მონაკოს შემადგენლობა, როცა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა?

ზუსტად 16 წლის წინ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს "მონაკო" და "პორტო" დაუპირისპირდნენ.

დღეს, 04:44

ფლიკი: "კარგია, რომ უკვე ჩემპიონობაზე საუბრობთ"

გუშინდელი მატჩის შემდეგ კომენტარი "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა გააკეთა.

დღეს, 03:42

დორტმუნდის მწვრთნელი: "ფრეს მაინც ვიმსახურებდით, ტიტულის მოგება გაჭირდება"

ტურის ცენტრალურ მატჩში მიუნხენის "ბაიერნმა" ზუსტად "დორტმუნდი" 0:1 დაამარცხა.

დღეს, 03:30

სერია ა-მ ჩემპიონატის განახლების თარიღი და მატჩები დაამტკიცა

სერია ა-მ სეზონის განახლებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გააკეთა.

გუშინ, 23:49

ზიდანმა რეინიერი უპრაქტიკობისგან იხსნა

„კასტილიას“ ახალგაზრდა შემტევი, რეინიერ ჟესუსი, მადრიდის „რეალის“ პირველ გუნდთან ერთად ივარჯიშებს.

გუშინ, 23:45
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10