ავტორიზაცია

სარი: „ნაპოლის თამაში უნდა მოეკლა“

სარი: „ნაპოლის თამაში უნდა მოეკლა“
თარიღი 26 Oct 2017, 19:26
„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ, „ჯენოასთან“ გუშინდელი თამაში შეაფასა და საკუთარი გუნდი ცოტათი გააკრიტიკა.

„ჩემი აზრით, მაღალი დონის თამაში ვაჩვენეთ, კარგად ვკომბინირებდით, მაგრამ თამაში ვერ მოვკალით, როდესაც სრულიად ვდომინირებდით და მესამე გოლიდან 10 წუთში მეორე ბურთი გავუშვით.

ტექნიკურად ყველაფერი კარგად გავაკეთეთ, მაგრამ მენტალურად უფრო ძლიერად უნდა ვიყოთ მომზადებული და ნაადრევად არ მოვდუნდეთ.

მერტენსი ექსტრაორდინალური მოთამაშეა. როდესაც ის გუნდში მოვიდა, ხალხი ფიქრობდა, რომ დრისი მხოლოდ სათადარიგო სკამის ვინგერი იქნებოდა, მაგრამ მერტენსი მსოფლიო კლასის თავდამსხმელად იქცა“, - განაცხადა სარიმ.

ნეაპოლურმა კლუბმა სერია ა-ს მეათე ტურში „ჯენოა“ სტუმრად 3:2 დაამარცხა და სამივე გოლი დრის მერტენსმა გაიტანა.