ავტორიზაცია

იმობილე: "მოდუნება არ შეიძლება!"

იმობილე: "მოდუნება არ შეიძლება!"
თარიღი 29 Oct 2017, 19:39
რომის "ლაციოს" თავდამსხმელმა, ჩირო იმობილემ, "ბენევენტოსთან" დღევანდელი თამაშის შემდეგ საკუთარი გუნდის მთავარ მინუსზე ისაუბრა.

იტალიის ეროვნული ჩემპიონატის მე-11 ტურში "არწივებმა" სტუმრად აუტსაიდერი "ბენევენტო" 5:1 გაანადგურეს. იმობილემ კი 1 ბურთი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.

"ყოველთვის პრობლემები გვექმნება, როდესაც არაშესაფერისი განწყობით ვართ. პირველი ტაიმის გამო მოხარულნი ვართ, მაგრამ მეორე ნახევარში მოვდუნდით. თუმცა, საბოოლოო ჯამში, სახლში სამი ქულა დამაჯერებლად წამოვიღეთ.

ვფიქრობ, ეს ფსიქოლოგიის საკითხია - როდესაც 2:0 ან 3:0 მიგყავს მოედანზე იგივე განწყობით ვერ გახვალ, როგორც დასაწყისში, მაგრამ ამაზე უნდა ვიმუშავოთ, რადგან მოდუნება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.

ჩემი სამი ასისტის გამო ძალიან ბედნიერი ვარ, ვინაიდან თანაგუნდელები ყოველთვის ჩივიან, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობ და მათ პასებს არ ვაძლევ. ახლა კი საწუწუნო არაფერი აქვთ", - განაცხადა ჩირომ.