ბოატენგმა კარიერის ყველაზე რთული პერიოდი დაასახელა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბოატენგმა კარიერის ყველაზე რთული პერიოდი დაასახელა


ბოატენგმა კარიერის ყველაზე რთული პერიოდი დაასახელა

მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალურმა მცველმა, ჟერომ ბოატენგმა, კარიერის ბოლო წლებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მისთვის საკმაოდ მძიმე პერიოდი იყო.

"ბოლო ორი წელიწადი ჩემს კარიერაში ყველაზე რთული გამოდგა. საერთო ჯამში, მე ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც ძალიან გამოვიფიტე", - განაცხადა ბოატენგმა.

2016/17 წლების სეზონში ჟერომმა სულ 21 თამაშში მიიღო მონაწილეობა (16 ძირითადში), მიმდინარე კამპანიაში კი უკვე 6 მატჩი ჩაატარა და 2 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

28 წლის გერმანელი 2016 წელს გერმანიაში საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე მიღებული ტრავმის გამო მას რამდენიმე თვე გაუცდა და ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნი ჟერომ ბოატენგი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები