ავტორიზაცია

იმობილე: "ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში იქნება"

იმობილე: "ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში იქნება"
თარიღი 06 Nov 2017, 16:42
იტალიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ჩირო იმობილემ, შვედეთთან მოახლოვებულ შეხვედრაზე ისაუბრა.

"მე მზად ვარ! ჩირო იმობილე სრულიად ჯამპიერო ვენტურას განკარგულებაშია.

ჩვენ ახლა 4 დღე გვაქვს იმისათვის, რომ საუკეთესოდ მოვემზადოთ. ვგრძნობთ, რომ საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს და ვიცით, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია.

ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია, ვინაიდან იტალიის ღირსების მსოფლიო ჩემპიონატზე დაცვა ჩემთვის უდიდესი პატივი იქნება", - განაცხადა "ლაციოს" შემტევმა.

"სკუადრა აძურა" შვედეთს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფში 10 და 13 ნოემბერს შეხვდება. პარასკევის პირველი მატჩი სოლნაში გაიმართება.