» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

ახალი ძალა იტალიაში - სიმონე ინძაგის ბრწყინვალე ლაციო


ახალი ძალა იტალიაში - სიმონე ინძაგის ბრწყინვალე ლაციო

იტალიის ეროვნული ჩემპიონატის ახალი სეზონი საკმაოდ საინტერესოდ, სანახაობრივად და რაც ყველაზე მთავარია, დაძაბულად დაიწყო. ბოლო წლებში გულშემატკივარი მიეჩვია, რომ სერია ა-ში ტურინის „იუვენტუსი“ დომინირებს, მაგრამ 11 სათამაშო კვირის შემდეგ იტალიის ბოლო ხუთგზის ჩემპიონი მხოლოდ მესამე ადგილს იკავებს. წინ ლუჩიანო სპალეტის ორგანიზებული მილანის „ინტერი“ და მაურიციო სარის ბრწყინვალე „ნაპოლი“ არიან, მაგრამ იტალიაში მთავარი აღმოჩენა სიმონე ინძაგის „ლაციოა“ - მიმდინარე სეზონში „არწივებმა“ ფრთები ბოლომდე გაშალეს და შესანიშნავ ფეხბურთთან ერთად ფანტასტიკურ შედეგებსაც დებენ.

იტალიის ეროვნული ჩემპიონატის საწყის 11 ტურში რომაულმა კლუბმა 9 გამარჯვება მოიპოვა, 28 ქულა დააგროვა და 31 გოლი გაიტანა - ეს კლუბის ისტორიაში საუკეთესო სტარტია. „ლაციოს“ სერია ა ასე ომახიანად და ძლიერად საჩემპიონო 1999/00 წლების სეზონშიც კი არ დაუწყია. ამ ყველაფრის უკან კი „არწივების“ ლეგენდარული თავდამსხმელი და ახლა იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მთავარი მწვრთნელი დგას - 41 წლის სიმონე ინძაგი, რომელმაც იტალიურ ფეხბურთში „ლაციოს“ სახით საოცრად ენერგიული, ლაღი და ბრძოლისუნარიანი გუნდი შექმნა.

ახალი ძალა იტალიაში - სიმონე ინძაგის ბრწყინვალე ლაციო

სიმონემ საფეხბურთო კარიერა 2010 წელს დაასრულა და ეგრევე რომის „ლაციოს“ ახალგაზრდული გუნდი ჩაიბარა. ინძაგიმ „არწივების“ ახალგაზრდულ სისტემაში 6 წელი დაჰყო და 2016 წლის აპრილში, როდესაც გუნდი მცირე კრიზისში იმყოფებოდა და ახალი სისხლი, ახალი ძალები სჭირდებოდა, კლუბის ხელმძღვანელობამ სწორედ მას უხმო. რომაული დერბის სამარცხვინოდ წაგების (1:4) შემდეგ მთავარი მწვრთნელის პოსტი სტეფანო პიოლიმ დატოვა და მისი ადგილი სიმონე ინძაგიმ დაიკავა, მაგრამ მხოლოდ დროებით! „ლაციომ“ სიმონე მთავარი მწვრთნელის მოვალეობების შემსრულებლად დანიშნა და გუნდი მხოლოდ სეზონის ბოლომდე ჩააბარა.

ინძაგის ხელმძღვანელობით „არწივებმა“ დარჩენილი 7 მატჩიდან 4 მოიგეს, 3 წააგეს და ივნისში გადაწყდა, რომ გუნდს გამოცდილი არგენტინელი სპეციალისტი, მარსელო ბიელსა, ჩაიბარებდა. ბიელსამ კონტრაქტი გააფორმა და პოსტი ოფიციალურადაც დაიკავა, მაგრამ ყველასათვის მოულოდნელად, დანიშვნიდან 1 კვირაში „ლაციომ“ მასთან კონტრაქტი გაურკვევლი მიზეზებით გაწყვიტა და გადაწყდა, რომ გუნდთან მუშაობას სიმონე ინძაგი გააგრძელებდა. კლუბის ხელმძღვანელობამ სიმონეს მისცა შანსი და ახალგაზრდა, ქარიზმატულმა იტალიელმა ეს შესაძლებლობა იდეალურად გამოიყენა.

ახალი ძალა იტალიაში - სიმონე ინძაგის ბრწყინვალე ლაციო

2016/17 წლების სეზონი რომაული კლუბისთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა - „ლაციომ“ შესანიშნავი ფეხბურთი აჩვენა, საკუთარ გულშემატკივარს ბრწყინვალე სანახაობას სთავაზობდა და ეროვნული ჩემპიონატი მე-5 ადგილზე დაასრულა. გარდა ამისა, ინძაგის გუნდი იტალიის თასის ფინალშიც გავიდა და გზად მთავარი კონკურენტი „რომა“ ჩამოიტოვა. გადამწყვეტ თამაშში კი „არწივებს“ მასიმილიანო ალეგრის დიდებულმა „იუვენტუსმა“ აჯობა. სიმონემ 1 წელიწადში საკმაოდ ორგანიზებული, საოცრად ბრძოლისუნარიანი გუნდის შექმნა მოახერხა, რომელიც საინტერესო ფეხბურთს თამაშობდა, მაგრამ ერთი ნაკლი ჰქონდა - უჭირდა დიდი გუნდებისა და ჩემპიონატის ლიდერების წინააღმდეგ თამაში. სწორედ ამიტომ, მიუხედავად წარმატებული სეზონისა, „ლაციოს“ განსაკუთრებულ წარმატებას არავინ უწინასწარმეტყველებდა და ამის საფუძველი რომაელთა მენტალური მდგომარეობა იყო - ხალხი ფიქრობდა, რომ ეს გუნდი მაღალი მიზნებისთვის საბრძოლველად არ იყო მზად.

„ლაციოს“ ხელმძღვანელობა სიმონეს მონდომებითა და კარგი დასაწყისით ძალიან კმაყოფილი დარჩა, ამიტომაც მასთან ოფიციალური 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 13 აგვისტოს, იტალიის სერია ა-ს დაწყებამდე 1 კვირით ადრე, რომაული კლუბისთვის უმნიშვნელოვანესი მატჩი გაიმართა, რომელმაც გუნდის მენტალური მდგომარეობა და ქომაგების განწყობა შეცვალა. „ლაციომ“ იტალიის სუპერთასზე ტურინის „იუვენტუსი“ საოცრად დრამატულ და საინტერესო მატჩში 3:2 დაამარცხა. გამარჯვების მომტანი გოლი ახალგაზრდა ალესანდრო მურგიამ ბოლო წუთზე გაიტანა და „არწივებს“ ისტორიული გამარჯვება მოუტანა.

რომაულმა კლუბმა 2013 წლის შემდეგ პირველი ტიტული მოიპოვა, მაგრამ ეს არ იყო მთავარი მიღწევა. ამ გამარჯვებამ და იტალიური ფეხბურთის მთავარი ძალის დამარცხებამ „ლაციოს“ მოთამაშეებს საკუთარი ძალების რწმენა, ხოლო ქომაგებს იმედი ჩაუნერგა, გულშემატკივრები კი ამ გუნდს უფრო სერიოზულად მიუდგნენ და შეიძლება ითქვას, რომ „არწივებმა“ უკვე სეზონის დაწყებამდე გააკეთეს სერიოზული განაცხადი. ეროვნული ჩემპიონატის სტარტზე „ლაციომ“ მორიგი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, როდესაც საკუთარ მოედანზე ამბიციური „მილანი“ 4:1 გაანადგურა. „როსონერიმ“, რომელმაც ამ ზაფხულს ტრანსფერებში 200 მილიონზე მეტი დახარჯა, „სტადიო ოლიმპიკოზე“ აბსოლუტურად უშანსოდ წააგო. რამდენიმე კვირის წინ, 14 ოქტომბერს, სიმონე ინძაგის ჩინებულმა გუნდმა „იუვენტუსის“ 41 მატჩიანი საშინაო დაუმარცხებელი სერია შეწყვიტა და „ბებერი ქალბატონი“ ტურინში 2:1 დაამარცხა.

ახალი ძალა იტალიაში - სიმონე ინძაგის ბრწყინვალე ლაციო

სიმონე ინძაგიმ მიმდინარე სეზონში არაერთხელ აღნიშნა, რომ მის გუნდზე საუბარს მხოლოდ მაშინ დაიწყებენ, როდესაც „ლაციო“ რაიმე ღირებულს მიაღწევს და დაამტკიცებს, რომ დიდ გუნდებთან თამაში შეუძლია. 10 ტურში მოპოვებული 25 ქულა, ტურინის „იუვენტუსის“ ორჯერ დამარცხება და „მილანის“ განადგურება - ეს სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ „ლაციოს“ ყველამ სერიოზულად შეხედოს და ახალგაზრდა იტალიელი სპეციალისტის უდიდესი შრომა შესაბამისად დაფასდეს. ჯერ მხოლოდ ოქტომბერია, მაგრამ ამ გუნდს აქვს იმის პოტენციალი, რომ სეზონის ბოლომდე სტაბილურად იასპარეზოს და მინიმუმ ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვოს, რაც ფანტასტიკური შედეგი იქნება, ვინაიდან სერია ა-ში კონკურენცია საკმაოდ მაღალია. „იუვენტუსის“, „ნაპოლის“, „რომასა“ და გაძლიერებული მილანური გრანდების ფონზე რომის „ლაციოს“ ოთხეულში მოხვედრის კანდიდატად არავინ მოიაზრებდა, მაგრამ სიმონე ინძაგის გუნდმა დაამტკიცა, რომ ამის გაკეთება თავისუფლად შეუძლია.

რომაელთა მთავარი ფეხბურთელი მოედანზე 27 წლის იტალიელი თავდამსხმელი ჩირო იმობილეა, რომელმაც ახალი სეზონი ფენომენალურად დაიწყო - ამ ეტაპზე მის ანგარიშზე 18 გატანილი ბურთია, რაც ევროპის 5 წამყვანი ჩემპიონატის მასშტაბით, საუკეთესო შედეგია! გასულ სეზონში ჩირომ 23 გოლის გატანა მოახერხა, მაგრამ ამ შედეგის განმეორება სეზონის პირველ ნახევარშიც შეუძლია. იმობილეს „ტორინოდან“ წასვლის შემდეგ დორტმუნდის „ბორუსიასა“ და „სევილიაში“ რთული პერიოდი ჰქონდა, მაგრამ იტალიაში დაბრუნების შემდეგ ძველი დიდება დაიბრუნა.
ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც სიმონე ინძაგისთან დავიწყე მუშაობა. "ლაციოში" არსებული ატმოსფერო ჩემთვის იდეალური გამოდგა, მწვრთნელმა კი საკუთარი თავის რწმენა დამიბრუნა. ახლა "ლაციო" იტალიაში უმაღლეს დონეზე ასპარეზობს და მე ამ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ვარ, რისთვისაც ინძაგის მადლობელი ცხოვრების ბოლომდე დავრჩები", - ასე აღწერს იმობილე „ლაციოში” გატარებულ საწყის წელიწად-ნახევარს, რომელიც მის კარიერაში უდავოდ საუკეთესო პერიოდია. ჩიროს ახლა ყველაფერი გამოსდის და ამ მომენტისათვის ალბათ სერია ა-ს საუკეთესო ფორვარდია. თავის დროზე ინძაგიც ბრწყინვალე თავდამსხმელი იყო, მაგრამ მისგან ნამდვილი ბომბარდირი ვერ შედგა, სამაგიეროდ მან თავად შექმნა, უფროსწორად, გააღვიძა ნამდვილი ბომბარდირი - ჩირო იმობილე, რომელიც ახლა „ლაციოს“ გმირი და მთავარი მოთამაშეა.

თუმცა იმის თქმა, რომ „ლაციო“ მხოლოდ იმობილეა დიდი შეცდომა იქნება, ვინაიდან ეს არ არის არც ერთი მოთამაშის და არც მაღალი კლასის მქონე ინდივიდუალისტებისგან შექმნილი გუნდი. რომაელთა მთავარი ლიდერი თავად სიმონე ინძაგია, რომელმაც იდეალური გუნდი ჩამოაყალიბა, შექმნა სტრუქტურა, რომელიც თავისთავად ძალიან კარგად მუშაობს და კონკრეტულ შემსრულებლებზე არ არის დამოკიდებული. ზაფხულში გუნდმა ორი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთზელი: ლუკას ბიგლია და ბალდე კეიტა დაკარგა, გარდა ამისა, უკვე დიდი ხანია ტრავმირებულია „ლაციოს“ ყველაზე ტექნიკური მოთამაშე - ბრაზილიელი ვინგერი ფელიპე ანდერსონი, მაგრამ ეს გუნდის თამაშზე საერთოდ არ აისახება. შეტევით ხაზში იმობილესთან ერთა სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი და ლუის ალბერტო ბრწყინავენ, რომლებიც ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებენ.

ახალი ძალა იტალიაში - სიმონე ინძაგის ბრწყინვალე ლაციო

ინძაგიმ 5-2-3 ტაქტიკური განლაგება შესანიშნავად აამუშავა და „ლაციო“ ძალიან ორგანიზებულ, კომპაქტურ და სწორ ფეხბურთს თამაშობს. ამ გუნდის თამაშები ყოველთვის ძალიან სასიამოვნო საცქერია და „არწივებმა“ უკვე დაამტკიცეს, რომ მზად არიან ნებისმიერ მეტოქეს გაუმკლავდნენ. სიმონე ინძაგიმ, რომელიც მოედანზე ძალიან ემოციური ადამიანია, იტალიურ ფეხბურთს ბრწყინვალე გუნდი აჩუქა, რომელიც მხოლოდ განვითარების საწყის ეტაპზე იმყოფება და ეცდება, რომ მორიგ წარმატებას მიაღწიოს.

სიმონე ინძაგის „ლაციო“ იმის დასტურია, რომ ძლიერი და ორგანიზებული გუნდის შესაქმნელად დიდი ფული სულაც არ არის საჭირო. რომაელებმა, 41 წლის იტალიელის ხელმძღვანელობით, ამ შედეგს მხოლოდ თავდაუზოგავი შრომით, ბრძოლისუნარიანობითა და მონდომებით მიაღწიეს. „ლაციო“ იტალიურ ფეხბურთს სიმონე ინძაგისთან ერთად ძალიან უხდება და „არწივებისგან“ სიურპრიზებს ყოველთვის უნდა ველოდეთ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

რამოსის მეუღლის სექსუალური ფოტო: ის ქმარზე 8 წლით უფროსია

პილარ რუბიომ, "რეალის" მცველის, სერხიო რამოსის მეუღლემ, სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა.

დღეს, 15:46

მანჩესტერ სიტის სანეს პოტენციური შემცვლელის ფასი შეუთვალეს

მოგეხსენებათ, არ არის გამორიცხული, უახლოეს პერიოდში ლეროი სანე "ბაიერნში" გადავიდეს.

დღეს, 15:39

ვილიანისთვის ზაფხულში ორი კლუბი იბრძოლებს

მოგეხსენებათ, "ჩელსის" შემტევ ნახევარმცველს, ვილიანს კონტრაქტის ვადა ზაფხულში ეწურება.

დღეს, 15:30

"წარმოუდგენლად კარგი ფეხბურთელია", - კანი სანჩოს შესაძლო ტრანსფერზე

"ბაიერნის" საბჭოს წევრმა, ოლივერ კანმა "დორტმუნდის" გარემარბ ჯეიდონ სანჩოზე ისაუბრა.

დღეს, 15:27

თარიღი და ცვლილება ფორმატში - საქართველოს ჩეპიონატის განახლების დეტალები

კორონავირუსის გამო, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი უკვე 2 თვეზე მეტია შეჩერებულია.

დღეს, 15:17

"მესი მის შევსებას შეძლებს", - არგენტინის ნაკრების მწვრთნელი ლაუტაროზე საუბრობს

არგენტინის ნაკრების მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ თავდამსხმელ ლაუტარო მარტინესზე ისაუბრა.

დღეს, 14:53

იუვენტუსი პიანიჩს ბარსელონაში მხოლოდ ერთ შემთხვევაში გაუშვებს

მოგეხსენებათ, "ბარსელონას" ხელმძღვანელობას "იუვენტუსის" ნახევარმცველი, მირალემ პიანიჩი სურს.

დღეს, 14:47

დორტმუნდმა მანჩესტერ იუნაიტედს სატრანსფერო ბრძოლა მოუგო

"დორტმუნდმა" "მანჩესტერ იუნაიტედს" 16 წლის ინგლისელი ვუნდერკინდისთვის ბრძოლა მოუგო.

დღეს, 14:38

"არ მესმის, რატომ მისტვენენ რეალის გულშემატკივრები", - ბეილის ემოციური განცხადება

"რეალის" უელსელმა თავდამსხმელმა, გარეტ ბეილმა კლუბის გულშემატკივრებზე ისაუბრა.

დღეს, 14:31

კოუტინიოს მორიგი სერიოზული მსურველი გამოუჩნდა

მოგეხსენებათ, ამ ეტაპზე, ფილიპე კოუტინიო იჯარის წესით "ბაიერნის" ღირსებას იცავს.

დღეს, 13:55

ბეილი: "არასოდეს ვგეგმავდი ასეთ დონემდე მიღწევას"

"რეალის" შემტევმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ რა მოტივაციას აძლევდა საკუთარ თავს კარიერის მანძილზე.

დღეს, 13:49

"ლივერპული მანქანაა", - მბაპემ კლოპის გუნდი აქო და ადიდა

"პსჟ"-ს თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ განაცხადა, რომ ამ სეზონში "ლივერპულის" თამაშით მოიხიბლა.

დღეს, 13:36

საქმეში რამდენიმე კლუბია ჩართული, ხამესმა არჩევანი უკვე გააკეთა

დიდი ალბათობით, "რეალის" ნახევარმცველი, ხამეს როდრიგესი ზაფხულში კლუბს დატოვებს.

დღეს, 13:29

მიზეზები, რომელთა გამოც იუვენტუსს პოგბას შეძენაში ეჭვი ეპარება

"მანჩესტერის" ნახევარმცველის, პოლ პოგბას "იუვენტუსში" ტრანსფერი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

დღეს, 12:53

"ორი მისაბაძი მაგალითი მყავს", - მბაპემ თავისი კუმირები დაასახელა

"პსჟ"-სა და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ თავის კუმირებზე ისაუბრა.

დღეს, 12:48

"მისი დიდი გულშემატკივარი ვარ", - რობენმა მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა

"ბაიერნის" ექს-თავდამსხმელმა, არიენ რობენმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 12:37

ვარანი: "რეალს დიდი ხანია არ უთამაშია და ყველაფრის მოგება გვინდა"

"რეალის" ცენტრალურმა მცველმა, რაფაელ ვარანმა სეზონის განახლების მოლოდინებზე ისაუბრა.

დღეს, 12:31

"განადგურებული ვიყავი", - უილშირი ვან პერსის მანჩესტერში გადასვლას იხსენებს

"არსენალის" ექს-ნახევარმცველმა რობინ ვან პერსის "მანჩესტერ იუნაიტედში" წასვლა გაიხსენა.

დღეს, 11:50

ტიაგო სილვას კონტრაქტი იწურება, პსჟ-მ გადაწყვეტილება მიიღო

"პსჟ"-ს ცენტრალურ მცველს, ტიაგო სილვას ივნისის ბოლოს კონტრაქტის ვადა ეწურება.

დღეს, 11:40

რეალი ფეხბურთელებთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ოფიციალურად აღარ დაადასტურებს

"რეალის" ხელმძღვანელობამ საკმაოდ საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო, იუწყება MARCA.

დღეს, 11:20

კაბალიერომ კორონავირუსის გამო კანტეს შიშებზე ისაუბრა

"ჩელსის" გოლკიპერი, ვილი კაბალიერო თანაგუნდელ ნ'გოლო კანტეს მხარს უჭერს.

დღეს, 11:00

სოლსკიაერმა იგალოს მომავალზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა

"მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელი, ოლე გუნარ სოლსკიაერი ოდიონ იგალოს მომავალზე ალაპარაკდა.

დღეს, 10:50

"დე ბრუინი შეიძლება წავიდეს", - მანჩესტერ სიტის ექს-ფეხბურთელი

"მანჩესტერ სიტის" ექს-მცველი, ჯოლეონ ლესკოტი კევინ დე ბრუინის მომავალზე საუბრობს.

დღეს, 10:40

აგენტი ტიაგო სილვას მომავალზე ალაპარაკდა

"პსჟ"-ს მცველის, ტიაგო სილვას აგენტი მიიჩნევს, რომ ბრაზილიელს შეუძლია კიდევ 5 წელიწადი ითამაშოს.

დღეს, 10:20

MARCA: კაზემიროს მომავალი გაირკვა

გავრცელებული ინფორმაციით, "რეალის" ნახევარმცველის, კაზემიროს მომავალი გადაწყდა.

დღეს, 10:00

დამოუკიდებლობის დღეს, ბათუმის ახალ სტადიონზე საქართველოს ჰიმნი აჟღერდა [VIDEO]

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

დღეს, 05:11

არც მბაპე, არც ნეიმარი, არც კავანი - ვეტერანმა ბრაზილიელმა პსჟ-ს საუკეთესო მოთამაშე დაასახელა

ვეტერანმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პაულო ცეზარმა "პსჟ"-ს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.

დღეს, 05:09

მბაპე: "ლივერპული მანქანაა"

თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი კილიან მბაპე "ლივერპულს" აქებს.

დღეს, 05:01

ფლიკმა გვარდიოლას რეკორდი გაიმეორა

მიუნხელელთა მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ამ შეხვედრაში რეკორდიც დაამყარა.

დღეს, 04:58

მბაპე: "კარიერაში 2 რამის მოგება მსურს"

"პსჟ"-ს ფრანგი ლიდერი კილიან მბაპე თავის მიზნებზე საუბრობს და საინტერესო კომენტარს აკეთებს.

დღეს, 04:56
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10