ავტორიზაცია

ტოპ 10 ყველა დროის საუკეთესო ფრანგი ფეხბურთელი

ტოპ 10 ყველა დროის საუკეთესო ფრანგი ფეხბურთელი
თარიღი 23 Nov 2017, 16:52
საფრანგეთის ნაკრებში მუდამ იყვნენ მსოფლიო დონის შემსრულებლები, რომლებიც თავის კვალს ათწლეულების მანძილზე ტოვებდნენ. დიახ, "სამფეროვანთა" ეროვნული გუნდი არ არის ისეთი ტიტულოვანი როგორც ბრაზილია, იტალია ან გერმანია, თუმცა ფაქტია, რომ ფეხბურთი საფრანგეთის გარეშე წარმოუდგენელია. დღესდღეობით "მამლებს" ალბათ საუკეთესო თაობა ჰყავთ და ისინი სრულიად დამსახურებულად ითვლებიან მოახლოებული მუნდიალის მთავარ ფავორიტებად. საინტერესოა, შეძლებენ თუ არა გრიზმანი, პოგბა, მბაპე და სხვები ძველი გმირების მიღწევების გამეორებას. გავიხსენოთ ეპოქალური ფრანგი მოთამაშეები, რომლებიც სამუდამოდ დარჩნენ გულშემატკივრების გულში.

10. დიდიე დეშამი

ტოპ 10 ყველა დროის საუკეთესო ფრანგი ფეხბურთელი

წლები: 1985-2001
კლუბები: ნანტი, მარსელი, ბორდო, იუვენტუსი, ჩელსი, ვალენსია (556 მატჩი, 21 გოლი)
ნაკრებში: 103 მატჩი, 4 გოლი
მნიშვნელოვანი მიღწევები: მსოფლიო ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი, 2 ჩემპიონთა ლიგა, 2-ჯერ საფრანგეთის ჩემპიონი, 3 სკუდეტო

9. მარსელ დესაი

ტოპ 10 ყველა დროის საუკეთესო ფრანგი ფეხბურთელი

წლები: 1986-2006
კლუბები: ნანტი, მარსელი, მილანი, ჩელსი, ალ-გარაფა, ყატარ სკ (681 მატჩი, 27 გოლი)
ნაკრებში: 116 მატჩი, 3 გოლი
მნიშვნელოვანი მიღწევები: მსოფლიო ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი, 2 ჩემპიონთა ლიგა, 2 სკუდეტო

8. ლილიან ტურამი

ტოპ 10 ყველა დროის საუკეთესო ფრანგი ფეხბურთელი

წლები: 1991-2008
კლუბები: მონაკო, პარმა, იუვენტუსი, ბარსელონა (683 მატჩი, 13 გოლი)
ნაკრებში: 142 მატჩი, 2 გოლი
მნიშვნელოვანი მიღწევები: მსოფლიო ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი, 2 სკუდეტო, საფრანგეთის ნაკრების რეკორდსმენი ჩატარებული მატჩების რაოდენობით

7. ჟან-პიერ პაპენი

ტოპ 10 ყველა დროის საუკეთესო ფრანგი ფეხბურთელი

წლები: 1984-2001
კლუბები: ვალენსიენი, ბრიუგე, მარსელი, მილანი, ბაიერნი, ბორდო, გინგამი, სენტ-პიეროსი (542 მატჩი, 303 გოლი)
ნაკრებში: 54 მატჩი, 30 გოლი
მნიშვნელოვანი მიღწევები: ოქროს ბურთი, ჩემპიონთა ლიგა, 4-ჯერ საფრანგეთის ჩემპიონი, 2 სკუდეტო

6. ერიკ კანტონა

ტოპ 10 ყველა დროის საუკეთესო ფრანგი ფეხბურთელი

წლები: 1983-1997
კლუბები: ოსერი, მარტიგი, მარსელი, ბორდო, მონპელიე, ნიმი, ლიდსი, მანჩესტერ იუნაიტედი (440 მატჩი, 165 გოლი)
ნაკრებში: 45 მატჩი, 20 გოლი
მნიშვნელოვანი მიღწევები: 2-ჯერ საფრანგეთის ჩემპიონი, 5-ჯერ ინგლისის ჩემპიონი, პრემიერლიგის ათწლეულის საუკეთესო ფეხბურთელი

5. რაიმონდ კოპა

ტოპ 10 ყველა დროის საუკეთესო ფრანგი ფეხბურთელი

წლები: 1949-1967
კლუბები: ანჟერი, რეიმსი, რეალი (541 მატჩი, 123 გოლი)
ნაკრებში: 45 მატჩი, 18 გოლი
მნიშვნელოვანი მიღწევები: ოქროს ბურთი, 3 ჩემპიონთა თასი, 4-ჯერ საფრანგეთის ჩემპიონი, 2 ლა ლიგა

4. ჟიუსტ ფონტენი

ტოპ 10 ყველა დროის საუკეთესო ფრანგი ფეხბურთელი

წლები: 1950-1962
კლუბები: კასაბლანკა, ნიცა, რეიმსი (283 მატჩი, 259 გოლი)
ნაკრებში: 21 მატჩი, 30 გოლი
მნიშვნელოვანი მიღწევები: მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს ბუცი, რეკორდსმენი ერთ მუნდიალზე გატანილი გოლების რაოდენობით, 4-ჯერ საფრანგეთის ჩემპიონი

3. ტიერი ანრი

ტოპ 10 ყველა დროის საუკეთესო ფრანგი ფეხბურთელი

წლები: 1994-2014
კლუბები: მონაკო, იუვენტუსი, არსენალი, ბარსელონა, რედ ბულსი (792 მატჩი, 360 გოლი)
ნაკრებში: 123 მატჩი, 51 გოლი
მნიშვნელოვანი მიღწევები: მსოფლიო ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი, ჩემპიონთა ლიგა, 2 ოქროს ბუცი, ლიგა 1, 2 პრემიერლიგა, 2 ლა ლიგა, საფრანგეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, არსენალის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი

2. მიშელ პლატინი

ტოპ 10 ყველა დროის საუკეთესო ფრანგი ფეხბურთელი

წლები: 1972-1987
კლუბები: ნანსი, სენტ-ეტიენი, იუვენტუსი (580 მატჩი, 312 გოლი)
ნაკრებში: 72 მატჩი, 41 გოლი
მნიშვნელოვანი მიღწევები: 3 ოქროს ბურთი, ევროპის ჩემპიონი, ჩემპიონთა თასი, საფრანგეთის ჩემპიონი, 2 სკუდეტო

მიშელ პლატინის 9-ვე გოლი ევრო 84-ზე


1. ზინედინ ზიდანი

ტოპ 10 ყველა დროის საუკეთესო ფრანგი ფეხბურთელი

წლები: 1989-2006
კლუბები: კანი, ბორდო, იუვენტუსი, რეალი (681 მატჩი, 125 გოლი)
ნაკრებში: 108 მატჩი, 31 გოლი
მნიშვნელოვანი მიღწევები: ოქროს ბურთი, 3-ჯერ ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელი, მსოფლიო ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი, ჩემპიონთა ლიგა, 2 სკუდეტო, ლა ლიგა

1998 წლის მუნდიალის ფინალი. ბრაზილია-საფრანგეთი 0:3