სპორტის სამინისტრო გაუქმდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

სპორტის სამინისტრო გაუქმდა


სპორტის სამინისტრო გაუქმდა

სამთავრობო სხდომაზე გადაწყდა, რომ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აღარ იფუნქციონირებს.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სამინისტროს საქმიანობას განათლების სამინისტრო შეიერთებს.

გაცნობებთ, რომ ამ უკანასკნელის მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა იყო, თუმცა ახალი ცვლილებების შემდეგ სამთავრობო შტაბში ისიც აღარ არის.

ახალი განათლების მინისტრი, რომელიც სპორტის კომიტეტსაც უხელმძღვანელებს, მიხეილ ჩხენკელი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ის 2016 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტორი იყო.

რაც შეეხება ყოფილ სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, ჯერ-ჯერობით უცნობია სად გააგრძელებს საქმიანობას ტარიელ ხეჩიკაშვილი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები