8 ფეხბურთელი რომელიც ზაფხულში მანჩესტერ სიტის დატოვებს

"მანჩესტერ სიტი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს არაერთი ფეხბურთელის გაშვებას გეგმავს.
Daily Star-ის ცნობით, "ქალაქელების" რიგებს შემდეგი ფეხბურთელები დატოვებენ: ედერსონი, ჯონ სტოუნსი, მატეო კოვაჩიჩი, ილქაი გიუნდოგანი, კევინ დე ბრუინი, ბერნარდო სილვა და ჯეკ გრილიში.
ზაფხულში გუნდს დატოვებს კაილ უოკერიც, რომელიც "მილანს" იჯარის წესით სეზონის ბოლომდე შეუერთდა.