ინსინიე: "კარში ჩასადგომადაც მზად ვიყავი" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ინსინიე: "კარში ჩასადგომადაც მზად ვიყავი"


ინსინიე:

იტალიის ეროვნული ნაკრების შემტევმა, ლორენცო ინსინიემ, შვედეთთან მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი გაიხსენა და დანიელე დე როსის შეცვლის ეპიზოდზე ისაუბრა.

"ეროვნული ნაკრების წესები პირველივე დღიდან ვიცოდი და მესმის, რომ შემადგენლობის თაობაზე გადაწყვეტილებას სამწვრთნელო შტაბი იღებს და ამ არჩევანს ყველამ პატავი უნდა სცეს.

ეროვნული გუნდის გამო მზად ვიყავი, რომ კარშიც ჩავმგდგარიყავი, ვინაიდან შენ ვალდებული ხარ გააკეთო ის, რასაც ნაკრებში გეტყვიან. თუმცა მწვრთნელს სხვა გეგმები ჰქონდა და ფიქრობდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად მოედანზე შესაბამისი მოთამაშეები ჰყავდა.

ვფიქრობ, დანიელემ დიდებულად იმოქმედა. ის ნამდვილი ლიდერია, რომელიც ყოველთვის გუნდზე ფიქრობს", - განაცხადა ლორენცომ.

"სკუადრა აძურა" შვედების წინააღმდეგობას ვერაფრით ტეხავდა და როდესაც მეორე ტაიმში სათადარიგო სკამზე მყოფ დანიელე დე როსის გახურება თხოვეს მან გაიკვირვა და მთავარი მწვრთნელის ასისტენტს უთხრა, რომ მის მაგივრად ინსინიე შეეშვათ მოედანზე.
ასევე იხილეთ თემაზე:
იტალიის ნაკრები ლორენცო ინსინიე

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები