Goal.Ge

"ღმერთს თავისთან საუკეთესოები მიჰყავს", - დღეს ყიფიანი 66 წლის გახდებოდა



ზუსტად 16 წლის წინ, 2001 წლის 17 სექტემბერს, ავტოკატასტროფაში ტრაგიკულად დაიღუპა გამორჩეული ქართველი ფეხბურთელი დავით ყიფიანი. ლეგენდარულ ათიანს 50-წლიან იუბილემდე მხოლოდ ორი თვე რჩებოდა.

დოსიე

დავით ყიფიანი 1951 წლის 18 ნოემბერს დაიბადა. ქართველი შემტევი ნახევარმცველი, სსრკ-ს დამსახურებული სპორტსმენი. კარიერის განმავლობაში უთამაშია თბილისის "დინამოსა" (246 მატჩი, 79 გოლი) და "ლოკომოტივში" (29 მატჩი, 3 გოლი). სსრკ-ს ჩემპიონი 1978 წელს, ვერცხლის პრიზიორი 1977-ში და ბრინჯაოს მფლობელი 1971, 1972, 1976 და 1981 წლებში. სსრკ-ს თასის 2-გზის გამარჯვებული (1976, 1979 წლებში).

ევროთასებზე ჩაატარა 35 მატჩი და გაიტანა 10 გოლი. თასების მფლობელთა თასის ტრიუმფატორი 1981 წელს. საბჭოთა კავშირის საუკეთესო მოთამაშე 1977-ში. ნაკრებში ჩაატარა 19 მატჩი და გაიტანა 7 გოლი. ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ტრიუმფატორი 1976 წელს.

"ღმერთს თავისთან საუკეთესოები მიჰყავს", - დღეს ყიფიანი 66 წლის გახდებოდა

ტრაგედია, რომელსაც ლეგენდის სიცოცხლე შეეწირა 17 სექტემბერს მოხდა, 18 საათსა და 45 წუთზე. შემთხვევის ადგილი თბილისიდან 30 კილომეტრში მდებარე სოფელ ჩარდახის მახლობლად მდებარე გზა იყო. თვითმლხილველთა თქმით, ყიფიანი 80 კმ/სთ-ზე გადაჭარბებული სიჩქარით მიდიოდა, როდესაც მისმა "მერსედესმა" გზას გადაუხვია და ხეს შეეჯახა. ყველაფერი წამებში მოხდა.

კვამლში გახვეულ მანქანასთან სხვა ავტომობილების მძღოლები მიცვივდნენ, რომლებმაც ძლივს გააღეს დეფორმირებული კარი და დაზარალებულში ეპოქალური ფეხბურთელი ამოიცნეს.

დავით ყიფიანი გახდა თბილისის "დინამოს" მესამე მოთამაშე, რომელიც ავტოკატასტროფაში დაიღუპა

შემთხვევის ადგილიდან ყიფიანი მალევე გადაიყვანეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში. სამწუხაროდ, იუსტინ არველაძემ (ძმები არველაძეების მამამ) და სხვა ექიმებმა ვერაფრით უშველეს მას. დაზარალებული საავადმყოფომდე არ მისული გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი შეჯახების შედეგად მიღებული ინფარქტი იყო.

სამართალდამცავ ორგანოებმა მანქანაში, მძღოლის სავარძლის ქვეშ აღმოაჩინეს მობილური ტელეფონი. ავარიამდე ყიფიანი ბათუმში რეკავდა, სადაც ის რამდენიმე დღე ისვენებდა. საკურორტო ქალაქში დავითი ბათუმის "დინამო"-"კოლხეთის" მატჩს დაესწრო, რის შემდეგაც ყიფიანი ქუთაისის გავლით თბილისში ბრუნდებოდა.

ყიფიანი თბილისის "დინამოს" 70-80-იანი წლების მესამე ფეხბურთელია, რომელიც ავტოკატასტროფაში დაიღუპა. პირველი იყო ახალგაზრდა პერსპექტიული მეკარე თეიმურაზ სტეფანია. 1982 წლის დეკემბერში მთის უღელტეხილზე ტრასამ ვიტალი დარასელია იმსხვერპლა.

თასების თასის ფინალში გადამწყვეტი გოლის ავტორი მხოლოდ 25 წლის იყო. ყიფიანის სიკვდილამდე რამდენიმე წლით ადრე გული გაუჩერდა "დინამოს" ლეგენდარულ მწვრთნელს ნოდარ ახალკაცს, აგრეთვე მანქანაში. დავითი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს, ახალკაცის, მესხის, მეტრეველისა და ჩოხელის გვერდზე.

"ღმერთს თავისთან საუკეთესოები მიჰყავს", - დღეს ყიფიანი 66 წლის გახდებოდა

მოგონებები ყიფიანზე

"დინამოს" ათიანი 2001 წლის 18 ნოემბერს 50 წლის გახდებოდა. მის გარდაცვალებას გამოეხმაურა კიევის "დინამოს" ლეგენდა ლეონიდ ბურიაკი. ყიფიანმა და უკრაინელმა წარსულში არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარეს სსრკ-ს ნაკრების მაისურით.

"ყიფიანის გვერდით თამაში ყოველთვის სასიამოვნო და საინტერესო იყო. შემთხვევითი არ არის, რომ მის სახელს თბილისის "დინამოს" ყველა ხმაურიანი წარმატება უკავშირდება, რადგან ის დიდებული მოთამაშე იყო. ღმერთს საუკეთესოები მიჰყავს თავისთან...

დავითი ბრწყინვალე, პატიოსანი და ინტელიგენტი პიროვნება იყო. მან დასამახსოვრებელი, მაგრამ სამწუხაროდ ხანმოკლე ცხოვრება გაატარა. ნაკრების შეკრებებზე მუდამ მასთან ერთად ვცხოვრობდი ნომერში, ხშირად თბილისშიც ვსტუმრობდი დავითს. ის გახსნილი სულის პატრონი იყო, სამწუხაროა, რომ ესეთ ადამიანებზე წარსულ დროში გვიწევს საუბარი,"


"ღმერთს თავისთან საუკეთესოები მიჰყავს", - დღეს ყიფიანი 66 წლის გახდებოდა

"დინამოში" ყიფიანი "ლოკომოტივიდან" მივიდა 1968 წელს. თავიდან მან ვერ მოახერხა გუნდში დამკვიდრება და ერთი სეზონით კვლავ "რკინიგზელთა" რიგებში მოუწია დაბრუნება. იმ დროს დავითი შენიშნა ცნობილმა საბჭოთა სპეციალისტმა გავრილ კაჩალინმა, რომელმაც ქართველი მოთამაშე მოსკოვის "დინამოში" მოიწვია. ყიფიანმა მის წინადადებაზე კატეგორიული უარი განაცხადა.

მომავალში ქართველი იმით ახსნის ამ გადაწყვეტილებას, რომ მას არ სურდა სხვა რესპუბლიკის გუნდის მაისურის მორგება. ყიფიანის დებიუტი 1971 წელს შედგა. "დინამოს" მეტოქე "ფახთაქორი" იყო. 19 წლის დავითი თავისი კუმირის, სლავა მეტრეველის ნაცვლად შემოვიდა მოედანზე.

"ღმერთს თავისთან საუკეთესოები მიჰყავს", - დღეს ყიფიანი 66 წლის გახდებოდა

1976 წელს ყიფიანი სსრკ-ს ნაკრებთან ერთად მონრეალის ოლიმპიადაზე გაემგზავრა. გუნდის მწვრთნელი ვალერი ლობანოვსკი იყო. სამწუხაროდ, დავითს მოედანზე არცერთი წუთი არ უთამაშია და მოპოვებული ბრინჯაოს მედალი ყველას ერგო მის გარდა. ეს იყო პირველი იმედგაცრუება ქართველი ფეხბურთელის კარიერაში. დავითი იმდენად განიცდიდა ამ ფაქტს, რომ სასტუმროში ცრემლებსაც კი ვერ იკავებდა.

"ღმერთს თავისთან საუკეთესოები მიჰყავს", - დღეს ყიფიანი 66 წლის გახდებოდა

მიუხედავად იმისა, რომ 1977 წელს "დინამო" სსრკ-ს ჩემპიონი ვერ გახდა, ყიფიანი მაინც დაასახელეს წლის საუკეთესო საბჭოთა ფეხბურთელად. დავითის კარიერისა და მთლიანი "დინამოს" ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი მილანის "ინტერის" დამარცხებაა, თანაც თავისივე მოედანზე.

ქართულმა კლუბმა მინიმალური ანგარიშით სძლია სახელოვან მეტოქეს. მატჩის ერთადერთი გოლი ყიფიანის ანგარიშზე იყო. "დინამოს" ათიანი მოქნილად გაუმკლავდა "ნერიაძურის" დიდებულ კაპიტანს, ლეგენდასა და სიმბოლოს ჯიაჩინტო ფაკეტის, რის შემდეგაც ქართელმა ოსტატურად გადაგზავნა ბურთი კარში.

"ინტერი"-"დინამო" 0:1


იმ წელს ყიფიანთან თითქმის ყოველი მატჩის მერე მოდიოდნენ სხვადასხვა წამყვანი ევროპული კლუბების მენჯერები, რომლებიც ქართველს გამზადებულ კონტრაქტს სთავაზობდნენ სოლიდური პირობებით. დავითს უარის თქმა უწევდა, თუმცა ამასაც კი იუმორით აკეთებდა ის. ყიფიანი ცოლის ან დედის არ გაშვებას მოიმიზეზებდა ხოლმე, თუმცა ვერ განხორციელებული ევროპაში ტრანსფერის რეალური მიზეზი ისედაც ყველამ კარგად იცოდა - "ბოროტების იმპერიის ჩაკეტილი საზღვრები".

"ღმერთს თავისთან საუკეთესოები მიჰყავს", - დღეს ყიფიანი 66 წლის გახდებოდა

ყიფიანს მუდამ თან სდევდა სახალისო ისტორიები, რომელსაც შემდეგ, ის მეგობრებს უყვებოდა. ერთხელ დავითი კინაღამ არ დაიხრჩო, ეს ავსტრალიაში მოხდა. "დინამო" თავის მოსკოველ თანაკლუბელებთან ერთად საერთაშორისო ტურნირზე იყო ჩასული.

მოთამაშეებმა აუზში განტვირთვა გადაწყვიტეს. წყალში ყოფნის დროს ყიფიანმა უცნაურად დაიწყო ხელების ქნევა, შემდეგ კი საერთოდ ფსკერისკენ წავიდა. თანაგუნდელებს ეგონათ, რომ დავითი ხუმრობდა, თუმცა ესარ იყო სახალისო სიტუაცია. პირველი ვინც მიხვდა ყველაფერს მანუჩარ მაჩაიძე იყო, ის მომენტალურად ჩახტა წყალში და გადაარჩინა "დინამოს" ფლეიმეიქერი.

"ღმერთს თავისთან საუკეთესოები მიჰყავს", - დღეს ყიფიანი 66 წლის გახდებოდა

ყიფიანის კარიერა ყველასთვის მოულოდნელად თასების თასზე ტრიუმფიდან ერთი წლის შემდეგ დასრულდა. 3 სექტემბერს მადრიდის "რეალთან" მატჩის დროს დავითმა მოიტეხა ფეხი და მოედანს 4 თვით ჩამოშორდა. იმ დროს სსრკ-ს ნაკრები 1982 წლის მუნდიალისთვის ემზადებოდა, ყიფიანი კი დიდ ხნიანი უთამაშებლობის გამო ძალიან ცუდ ფორმაში დაბრუნდა, არადა მოტეხილობამდე ქართველი გამთამაშებელი ევროპის ტოპ-3 საუკეთესო ფეხბურთელს შორის იყო.

საბჭოთა ნაკრების მწვრთნელებს, ბესკოვსა და ლობანოვსკის ყიფიანსა და გავრილოვიდან ერთ-ერთ უნდა აერჩიათ, რადგან ისინი თვლიდნენ, რომ იდენტური სტილის ორი მოთამაშის ერთდროულად მოედანზე ყოფნა გადაჭარბებული იქნებოდა. ნაკრების წევრები დავითს ემხრობოდნენ, თუმცა მწვრთნელებმა საბოლოო არჩევანი გავრილოვზე შეაჩერეს. ბესკოვმა და ლობანოვსკიმ ყიფიანი 40-კაციან გაფართოებულ შემადგენლობაშიც კი არ შეიყვანეს. იმ მომენტში ქართველმა შემტევმა ყველაზე დიდი იმედგაცრუება იგრძნო კარიერაში.

"ღმერთს თავისთან საუკეთესოები მიჰყავს", - დღეს ყიფიანი 66 წლის გახდებოდა

"უკვე 30 წლის ვიყავი, ჩემი ადგილი კი 40 ფეხბურთელს შორისაც კი არ მოიძებნა. ძალიან მინდოდა მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრება, რადგან ეს ნებისმიერი მოთამაშისთვის უმაღლესი მწვერვალია. სამწუხაროდ მუნდიალი აუხდენელ ოცნებად დარჩა, " - ყიფიანი ფეხბურთიდან დამწუხრებული და იმედგაცრუებული მიდიოდა.

"ღმერთს თავისთან საუკეთესოები მიჰყავს", - დღეს ყიფიანი 66 წლის გახდებოდა

ფეხბურთელობის შემდეგ

კარიერის დასრულებიდან ერთი წლის შემდეგ, დავითი "დინამოს" უკვე მწვრთნელის რანგში მოევლინა. თბილისური კლუბი ნელ-ნელა უკვე უფსკრულისკენ მიექანებოდა, ყიფიანის დამრიგებლობით კი "დინამო" მე-3 ადგილამდე ავიდა. სამწუხაროდ, თბილისური გუნდის აღმასვლამ დიდხანს არ გასტანა, რადგან დავითს ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი მოუვიდა, რის შედეგადაც მას კლუბიდან წასვლა მოუწია.

90-იანების დასაწყისში ყიფიანი და გუცაევი ლამის ერის მოღალატეებად გამოაცხადეს. "დინამოს" ლეგენდები მოუწოდებდნენ ქართულ გუნდებს, რომ ისინი არ გამოსულიყვნენ საბჭოთა ჩემპიონატიდან. დავითი და ვლადიმერი თვლიდნენ, რომ ეს გადაწყვეტილება ქართულ ფეხბურთს სავალალო შედეგს მოუტანდა. ამ გარემოების ნიადაგზე ყიფიანს ნოდარ ახალკაცთანაც კი მოუვიდა უთანხმოება და ფაქტიურად მთელ ერთანაც, რომელიც სსრკ-დან გამოყოფის იდეით იყო შეპყრობილი. ავტომატურად ისე მოხდა, რომ ლეგენდარული ფეხბურთელი ქვეყნის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მოწინააღმდეგედაც კი გამოიყვანეს.

"ღმერთს თავისთან საუკეთესოები მიჰყავს", - დღეს ყიფიანი 66 წლის გახდებოდა

"ბევრი თვლიდა, რომ თუ მოქალაქე არ იზიარებდა პრეზიდენტის აზრზს, მაშინ ის ერის მტერი და მოღალატე იყო. არადა მე გამსახურდიაზე არანაკლებად მიყვარდა ჩემი სამშობლო. ზვიადს დიდ პატივს ვცემდი, ჩვენ ერთ უბანში ვიზრდებოდით. გამსახურდია პირველი იყო, ვინც ღიად გამესაუბრა ღმერთზე, მისი სიტყვები ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა, " - გაიხსენებს მოგვიანებით ყიფიანი.

საბჭოთა კავშირიდან საქართველოს გამოყოფის შემდეგ, დავითი სამუშაოდ კვიპროსში გაემგზავრა. მან ჩაიბარა ნიქოზიის "ოლიმპიაკოსი" და პარალელურად ბიზნესსაც მოჰკიდა ხელი. ყიფიანმა კვიპროსში რესტორანი გახსნა სახელწოდებით "რუსული". ყველაფერი ძალიან კარგად მიმდინარეობდა იქამდე, სანამ ერთ-ერთ საღამოს არ იჩხუბა ორმა კლიენტმა, რის შემდეგაც, ერთმა მეორეს პოლიციაში უჩივლა და რუსულ მაფიასთან მოკავშირეობაში დასდო ბრალი.

სამართალდამცავი ორგანოების ცხელ ხელში ყიფიანიც მოჰყვა, რომელმაც ამ ინციდენტის გამო იზოლატორში 3 დღე გაატარა. მოგვიანებით ყველაფერი მოგვარდა, თუმცა დავითს რესტორნის დახურვა მოუწია, რომლის გასახსნელადაც ის ორი წელი აგროვებდა ფულს. ამბავი ყიფიანის რუსულ კრიმინალურ სამყაროსთან კავშირის შესახებ მომენტალურად მოედო პოსტ-საბჭოთა რესპუბლიკების წამყვან გაზეთებს. დავითმა ამის შესახებ ირონიული განცხადება გააკეთა:

"ჩემი მაფიოზობის ფაქტი ყველას აინტერესებდა და ეს ამბავი გაზეთების წინა ფურცლებზე იყო, თუმცა როდესაც მე ყველაფერი ვუარყავი, ყურადღება არავის მიუქცევია,"

"ღმერთს თავისთან საუკეთესოები მიჰყავს", - დღეს ყიფიანი 66 წლის გახდებოდა

კიდევ ერთი ადამიანი, რომელმაც ყიფიანის სიკვდილი მძიმედ განიცადა კოტე მახარაძე იყო. საქართველოს დამსახურებული არტისტი უბედურ შემთხვევამდე ერთი დღით ადრე (16 სექტემბერი) 75 წლის გახდა. სამწუხაროდ, სადღესასწაულო განწყობამ დიდხანს არ გასტანა:

"დათოს სიკვდილი ჩემთვის მძიმე დარტყმა იყო. ავარიამდე ერთი კვირით ადრე მას ვესაუბრე, ჩვენ მეზობლები ვიყავით. ყველაფერი ძალიან კარგად მიმდინარეობდა, ყიფიანი თავის სახლში მესამე სართულის შენებას ახალი მორჩენილი იყო,"

"ხშირად მთხოვდნენ საბჭოთა კავშირის ყველა დროის 3 საუკეთესო ფეხბურთელის დასახელებას. ჩემი პასუხი მუდამ ერთი და იგივე იყო: ბლოხინი, სტრელცოვი, ყიფიანი, "

"ის დიდი ხნის მანძილზე არ მიმხელდა იმ ფაქტს, რომ ჩვენ ნათესავები ვიყავით. მას არ სურდა, რომ რეპორტაჟების დროს მის მიმართ მიკერძოებული ვიყოფილიყავი. სწორედ ამიტომ მამცნო მან ეს ამბავი კარიერის დასრულების შემდეგ. ის მოვიდა და მითხრა, რომ ჩვენი დედები ნათესავები იყვნენ," - გაიხსენებს მოგვიანებით ლეგენდარული კომენტატორი.

ყიფიანის ულამაზესი გოლი "ჰამბურგის" კარში


ყიფიანი გამორჩეული პიროვნება იყო. დიახ, მას ხშირად ვერ უგებდნენ მწვრთნელები, მაგალითად ლობანოვსკი, რადგან დავითი მოედანზე მუდამ იმას აკეთებდა, რასაც საჭიროდ ჩათვლიდა და არა იმას, რასაც დაავალებდნენ. ის ნამდვილი არტისტი იყო მოედანზე, რომლის მოძრაობები იყო ამოუცნობი და დაუვიწყარი. ყიფიანი იყო არა მხოლოდ "დინამოს", არამედ მთელი ეპოქის ლიდერი. მისი წასვლით ფაქტიურად თვითონ ფეხბურთმაც დატოვა საქართველო.

გენიალური დავით ყიფიანი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ლეო მესიმ ხავის რეკორდი გაიმეორა

ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში "ბარსელონა" "ესპანიოლს" დაუპირისპირდა და 4:0 გაანადგურა.

დღეს, 18:45

ვის შეხვდა მესი სანტიაგო ბერნაბეუზე ლიბერტადორესის თასის ფინალის მიმდინარეობისას?

მოგეხსენებათ, ლიონელ მესი გუშინ არგენტინულ სუპერკლასიკოს დაესწრო.

დღეს, 18:18

უეფამ დაასახელა ის 50 ფეხბურთელი, რომლებიც წლის გუნდში მოხვედრის პრეტენდენტები არიან

უეფამ ოფიციალურ საიტზე დაიწყო გამოკითხვა, რომლის შედეგების გათვალისწინებითაც წლის სიმბოლური გუნდი შეირჩევა.

დღეს, 18:00

მესი ბარსელონადან დემბელეს შესაძლო წასვლას ეხმაურება

აქამდე, "ბარსელონას" ფრანგმა ფეხბურთელმა არაერთხელ დაარღვია დისციპლინის წესები.

დღეს, 17:42

კიდევ ერთი აზარი პრემიერ ლიგაში? - ერთ-ერთი ინგლისური გრანდი ედენის ძმას ეპატიჟება

"გლადბახის" თავდამსხმელი, ტორგან აზარი ზამთარში შესაძლოა პრემიერ ლიგაში გადაბარგდეს.

დღეს, 17:31

"კარგი ფეხბურთელებისთვის კარს ვაღებთ", - რონალდუ იუვენტუსში რეალის ფეხბურთელს იწვევს

"იუვენტუსის" თავდამსხმელმა ექს-პარტნიორების იტალიურ კლუბში შესაძლო ტრანსფერებზე გავრცელებულ ჭორებზე ისაუბრა.

დღეს, 17:25

"აქ ყველა ერთ დონეზეა", - რონალდუმ ერთმანეთს იუვენტუსი და რეალი შეადარა

"იუვენტუსის" თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ ტურინულ კლუბში ყოფნის ემოციებზე ისაუბრა.

დღეს, 17:00

დე იონგის მამამ შვილისთვის იდეალური კლუბი დაასახელა

"აიაქსის" ნახევარმცველის მამა დარწმუნებულია, რომ ზაფხულში მისი შვილი ამსტერდამული კლუბიდან წავა.

დღეს, 16:54

რონალდუ: "მართლა ფიქრობთ, რომ სახლში გავიქცევი და ტირილს დავიწყებ?"

"იუვენტუსის" თავდამსხმელმა "ოქროს ბურთის" გამოკითხვაში ლუკა მოდრიჩის გამარჯვებაზე საკუთარი აზრი გამოთქვა.

დღეს, 16:47

"აღარასდროს გაიხსენოთ ის დღე" - რივერი-ბოკას მატჩი, რომელმაც 71 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

"ბუენოს-აირესული დერბის შემდეგ, "სელტიკი"-"რეინჯერსის" მატჩი საბავშვო ბაღად მოგეჩვენებათ." - წერდა ბრიტანული "The Observer"-ი 2004 წელს.

დღეს, 16:36

"ძალიან კარგად ვითარდებოდა", - დე იონგს მორიგი სერიოზული მსურველი ჰყავს

აქამდე არსებული ინფორმაციით, "აიაქსის" ამომავალი ვარსკვლავი ძალიან მალე შესაძლოა "პსჟ"-ში გადავიდეს.

დღეს, 16:35

მოურინიოს მთავარი სატრანსფერო სამიზნე იანვრისთვის

"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ მთავარ მწვრთნელს მწვანე აუნთო.

დღეს, 16:28

ეროვნული ლიგა - 2018 წლის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით

ეროვნული ლიგის 2018 წლის სეზონი დასრულდა და მისი გამარჯვებული "საბურთალო" გახდა.

დღეს, 16:14

ვინ შეცვლის სუარესს? - ბარსელონაში მორიგი კანდიდატი შეარჩიეს

"ბარსელონას" ხელმძღვანელობა 32 წლის ლუის სუარესის შემცვლელს ეძებს.

დღეს, 16:01

ჰარი რედნაპი - ჯუნგლების მეფე! ცნობილმა მწვრთნელმა რეალითი შოუ მოიგო

ცნობილმა ინგლისელმა მწვრთნელმა, ჰარი რედნაპმა რეალითი შოუ მოიგო.

დღეს, 15:56

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ყველა მონაწილე ცნობილია

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ბოლო მონაწილე არგენტინული "რივერ პლეიტი" გახდა.

დღეს, 15:45

იბრაჰიმოვიჩის მომავალი საბოლოოდ გაირკვა

მოგეხსენებათ, აქამდე არაერთხელ დაიწერა ზლატანის "მილანში" შესაძლო დაბრუნებაზე.

დღეს, 15:35

მანჩესტერ სიტი 50-მილიონიან ტრანსფერს ამზადებს

"მანჩესტერ სიტი" "რომას" 21 წლის თავდამსხმელს, ჩენგიზ უნდერს უმიზნებს.

დღეს, 15:29

აზარი სიტის დამარცხების შემდეგ: "ისინი მაინც საუკეთესოები არიან"

პრემიერ ლიგის ტურის ცენტრალური მატჩში, ლონდონის "ჩელსიმ "მანჩესტერ სიტი" 2:0 დაამარცხა.

დღეს, 15:06

სარი: "რატომ არ შევიყვანე მორატა განაცხადში, სიტისთან შეხვედრაში?"

ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო სარიმ ალვარო მორატაზე ისაუბრა.

დღეს, 15:02

მილანში იბრას შესაძლო დამატებაზე კომენტარი გააკეთეს

ბოლო პერიოდში, აქტიურად იწერება, რომ ვეტერანი შვედი ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი "მილანში" გადავა.

დღეს, 14:56

კლოპი: "სალაჰი? მისი თამაშით უკმაყოფილო არასდროს ვყოფილვარ"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ამ გუნდის ეგვიპტელ შემტევზე, მოჰამედ სალაჰზე ისაუბრა.

დღეს, 14:49

დავიდ ლუიზმა თავის მომავალზე ისაუბრა

ლონდონის "ჩელსის" ბრაზილიელმა მცველმა დავიდ ლუიზმა თავის მომავალზე კომენტარი გააკეთა.

დღეს, 14:43

დრაქსლერმა თანაგუნდელი შეაქო: "ასეთი ფეხბურთელი არასდროს მინახავს"

ახალგაზრდა გერმანელმა ფეხბურთელმა იულიან დრაქსლერმა თავისი თანაგუნდელი, კილიან მბაპე შეაქო.

დღეს, 14:39

ლივერპულის ფეხბურთელმა გუნდთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

ოფიციალურად დადასტურდა, რომ "ლივერპულის" ფეხბურთელმა გუნდთან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი.

დღეს, 14:36

რონალდუმ მესი სერია ა-ში დაპატიჟა: "ვფიქრობ, მას მოვენატრე"

ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდუმ ლეო მესი იტალიაში მიიწვია.

დღეს, 14:30

გენტმა მოიგო, ჩაკვეტაძე ნაადრევად შეცვალეს

ბელგიის ჩემპიონატის მე-18 ტურში ერთმანეთს "გენტი" და "ეუპენი" დაუპირისპირდნენ.

დღეს, 14:23

ეროვნული ლიგა - 36-ე ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით

ეროვნული ლიგის 2018 წლის სეზონი დასრულდა და ყველაფერი ცნობილი გახდა.

დღეს, 13:54

ტორპედოში წლის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელეს [VIDEO]

ეროვნული ლიგა დასრულდა, ქუთაისის "ტორპედომ" კი თავისი გუნდის წლის გამორჩეული მოთამაშეები დაასახელა.

დღეს, 13:31

კახა ჩხეტიანი: "ძირითადი ბირთვი შენარჩუნდება, იგეგმება გუნდის გაძლიერებაც"

ქუთაისის "ტორპედოს' მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა გუნდის მომავალ მიზნებზე ისაუბრა.

დღეს, 13:28

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები