Goal.Ge

ტოპ 10 ნარკომანი ფეხბურთელი


ტოპ 10 ნარკომანი ფეხბურთელი

სპორტი და ნარკოტიკები ორი უკიდურესობაა, თუმცა სამწუხაროდ, არსებობენ სპორტსმენები, რომლებიც უარს არ ამბობენ აკრძალულ პრეპარატებზე. ნარკომანი მოთამაშეები ფეხბურთშიც არსებობდნენ და ახლაც არსებობენ. ამ სტატიაში ჩვენ გავიხსენებთ ყველაზე ცნობილ ნარკომან-ფეხბურთელებს, რომლებსაც აკრძალული პრეპარატის გამო კარიერა დაენგრათ.

10. პაოლო გერერო

ტოპ 10 ნარკომანი ფეხბურთელი

გერერო არ არის კოკაინის მომხმარებელი, თუმცა მის სისხლში აღმოაჩინეს პრეპარატი, რომელიც კოკას ფოთლებისგან მზადდება. პერუს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს, რაც იმას ნიშნავს, "ბაიერნის" ყოფილი ფორვარდი პერუელებისთვის სანატრელ მუნდიალს გამოტოვებს, რომელზეც ისინი 35 წელი არ ყოფილან.

9. რომან ერემენკო

ტოპ 10 ნარკომანი ფეხბურთელი

მოსკოვის "ცსკა"-ს ლიდერს კოკაინი სისხლში გასულ სეზონში აღმოუჩინეს. დოზა იმდენად დიდი იყო, რომ სავარაუდოთ ფინელმა "ლევერკუზენთან" მატჩის დღესვე მოიხმარა ნარკოტიკი. ერემენკოს 2-წლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს. საკითხავია გააგრძელებს თუ არა ფინელი საერთოდ ფეხბურთის თამაშს მომავალში.

8. მარკ ბოსნიჩი

ტოპ 10 ნარკომანი ფეხბურთელი

მე-20 საუკუნის ოკეანეთის საუკეთესო მეკარედ დასახელებული ბოსნიჩი თავის დროზე "მანჩესტერ იუნაიტედის", "ასტონ ვილასა" და "ჩელსის" ღირსებას იცავდა. 31 წლის ასაკში მის სისხლში კოკაინი აღმოაჩინეს, რის შედეგადაც 9-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. მოგვიანებით ავსტრალიელი გამოტყდება, რომ კარიერის საუკეთესო პერიოდში ყოველდღიურად 10 გრამს იყნოსავდა.

7. ანჯელო პერუცი

ტოპ 10 ნარკომანი ფეხბურთელი

პერუცი ნარკო-სკანდალში თანაგუნდელ ანდრეა კარნევალესთან ერთად გაეხვია. იტალიელები 15 თვით დასაჯეს. კარნევალე იმ დროს 29 წლის იყო და დისკვალიფიკაციის გასვლის შემდეგ, მან ვეღარ მოახერხა ჩვეულ დონეზე დაბრუნება. რაც შეეხება პერუცის, ის ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც ნარკოტიკების გამო კარიერა არ დაენგრა. დიდ სპორტში დაბრუნების შემდეგ, ანჯელომ იმდენს მიაღწია, რომ "იუვენტუსისა" და იტალიის ნაკრების ძირითადი კიპერი გახდა და ბევრი მნიშვნელოვანი ტიტულიც მოიგო.

6. მარიო ჟარდელი

ტოპ 10 ნარკომანი ფეხბურთელი

ბრაზილიელ გოლეადორს დოპინგ-შემოწმება არასდროს ჩაუგდია. ჟარდელმა კარიერის ბოლოს თავად გააკეთა სკანდალური განცხადება, რომლის თანახმადაც, მეუღლესთან დაშორების შემდეგ, ის ღრმა დეპრესიაში იყო. მდგომარეობიდან გამოსასვლელად კი "სუპერმარიო" ნებისმიერ ხერხს მიმართავდა, მათ შორის კაზინოში თამაშსა და კოკაინის მოხმარებას.

5. ადრიანო

ტოპ 10 ნარკომანი ფეხბურთელი

ადრიანოს ისტორია ჟარდელისას გავს. ისევ დეპრესია, სასოწარკვეთა და აკრძალული პრეპარატების მოხმარება. "ინტერის" ათიანზე მამის გარდაცვალებამ იმოქმედა უარყოფითად, რის შემდეგაც მან ყველაფერს გაბრუებულ მდგომარეობაში ყოფნა არჩია. ადრიანო ძირითადად ალკოჰოლით იღუპავდა თავს, თუმცა ცნობები ნარკოტიკების მოხმარების შესახებ რეგულარულად ჩნდებოდა.

4. ადრიან მუტუ

ტოპ 10 ნარკომანი ფეხბურთელი

მუტუ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფორვარდად ითვლებოდა. თავიდან ის "ინტერმა" შენიშნა, თუმცა იმ დროს გუნდში ირიცხებოდნენ რონალდო, ვიერი, ბაჯო, რეკობა და ზამორანო. ასე რომ შემადგენლობაში მოხვედრა არარეალური იყო. რუმინელი "პარმაში" გადავიდა, რის შემდეგაც რომან აბრამოვიჩის ერთ-ერთი პირველი შენაძენი გახდა "ჩელსიში". 2004 წელს მის სისხლში კოკაინი აღმოაჩინეს რის შედეგადაც 7 თვით მოკვეთეს ფეხბურთს. "არისტოკრატებმა" რუმინელთან კონტრაქტი გაწყვიტეს, თუმცა მომავალში მუტუმ მეტ-ნაკლებად შეძლო კარიერის რეანიმირება.

3. კლაუდიო კანიჯა

ტოპ 10 ნარკომანი ფეხბურთელი

მარადონას საუკეთესო მეგობარი თავის დროზე ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ შემტევად ითვლებოდა არგენტინაში, თუმცა კოკაინმა მისი კარიერა დაანგრიე. აღსანიშნავია, რომ კანიჯა კოკსზე ორჯერ იყო დაჭერილი, თავიდან ის 11 თვით მოკვეთეს ფეხბურთს, მეორედ კი უკვე 13-ით. ნარკო-სკანდალების შემდეგ მისმა კარიერამ მეორე ხარისხოვან გუნდებში ჩაიარა. აღსანიშნავია, რომ 2000-2001 წლებში კანიჯა გიორგი ნემსაძისა და ზურაბ ხიზანიშვილის თანაგუნდელი იყო შოტლანდიურ "დანდიში".

2. პოლ გასკოინი

ტოპ 10 ნარკომანი ფეხბურთელი

ბრიტანეთის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელად შერაცხული გასკოინი მთელი კარიერის განმავლობაში არღვევდა რეჟიმს. მნიშვნელოვანი მატჩის წინა დღეს დაძაბულობის მოსახსნელად ის რამდენიმე ბილიკს იყნოსავდა და ბრენდის აყოლებდა. ნაბახუსევზე კი მის რაციონში ისევ კოკაინი იყო, მაგრამ ამჯერად ვისკისთან ერთად. ნარკოტიკებმა "გაზას" არა მხოლოდ კარიერა, არამედ ცხოვრებაც დაუნგრია. ახლა ის გაკოტრებულია და 49 წლის ასაკში მინიმუმ 20 წლით უფროსად გამოიყურება.

1. დიეგო მარადონა

ტოპ 10 ნარკომანი ფეხბურთელი

არგენტინელი უგვირგვინო ფეხბურთის მეფე შეგვიძლია "ნარკომანი-ფეხბურთელის" ტენდენციის დამამკვიდრებლად მივიჩნიოთ. დიეგომ კოკაინის მოხმარება ევროპაში გადმოსვლისთანავე დაიწყო, თუმცა დიდი ხნის განმავლობაში დაუსჯელი რჩებოდა. 1991 წელს მან დოპინგ-ტესტი ჩააგდო, რის შედეგადაც არგენტინელს კოკაინი აღმოუჩინეს. მარადონა ფორმის პიკში იყო, თუმცა სასჯელი ხომ ყველაზე ვრცელდება. "ნაპოლის" სიმბოლო ფეხბურთს 15 თვით მოკვეთეს, რის შემდეგაც მარადონას სახელოვანი კარიერის დასასრულის დასაწყისი მოხდა.

მარადონას ყველაზე ცნობილი გოლი ფეხბურთში დაბრუნების შემდეგ


კოკაინმა აგრეთვე მოსპო ფრანჩესკო ფლაკის, მარკ იულიანოსა და დანი ბენიტესის კარიერა. ჭორები დადიოდა აგრეთვე ელ ჰაჯი დიუფის ნარკოტიკებისადმი დამოკიდებულების შესახებ. სხვადასხვა დროს დოპინგ ტესტი ჩაუგდიათ ისეთ ვარვსკვლავებს, როგორებიც არიან ედგარ დავიდსი იაპ სტამი, ფერნანდო კოუტო, აბელ შავიერი და კოლო ტურე. ისინი არ იყვნენ ნარკოტიკების მომხმარებლები, თუმცა იღებდნენ პრეპარატებს, რომლის შემადგენლობაში აკრძალული ნივთიერებები იყო. 2003 წელს ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის დისციპლინარულმა კომიტეტმა დოპინგ-ტესტზე არ გამოცხადების გამო რიო ფერდინანდს 8-თვიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა.

ფეხბურთში ნარკოტიკების მომხმარებელი მთავარი მწვრთნელიც არსებობდა. ეს იყო გერმანელი სპეციალისტი კრისტოფ დაუმი.

ტოპ 10 ნარკომანი ფეხბურთელი

90-იანების მიწურულს დაუმი გერმანიის ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად ითვლებოდა. მან შექმნა ის ლევერკუზენის "ბაიერი", რომელიც მოგვიანებით ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავა ჩვენთვის კარგად ნაცნობი კლაუს ტოპმიულერის მეთაურობით. 2000 წელს კრისტოფი გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად უნდა დანიშნულიყო, თუმცა ყველაფერი დოპინგ-ტესტმა ჩაშალა. დაუმი კოკაინის მომხმარებელი იყო და ეს კარგად იცოდა ფრანც ბეკენბაუერმა, რომელსაც გულზე არ ეხატებოდა ლევერკუზენელი და მისი ეროვნულ გუნდში მოსვლის კატეგორიული წინააღმდეგიც იყო. სწორედ კაიზერ ფრანცის ინიციატივით გაუშვეს დაუმი ნარკო-შემოწმებაზე, რასაც სავალალო შედეგი მოჰყვა.

სახალისო ფაქტი მოხდა 90-იანების შუაში ინგლისში. "ლივერპულის" ოქროს თაობის წარმომადგენლები რობი ფაულერი, პოლ ინსი, სტივ მაკმანამანი, დევიდ ჯეიმსი და ჯეიმი რედნაპი ცნობილი იყვნენ თავისი ღამის ცხოვრებისადმი სიყვარულით. სხვა გუნდის გულშემატკივრები მათ ნარკოტიკების მოხმარებასაც აბრალებდნენ. 1999 წელს ფაულერმა "წითლების" მოსისხლე მეტოქეს "ევერტონს" გაუტანა მორიგი ბურთი. გოლის აღნიშვნის პროცესი საკმაოდ ორიგინალური გამოდგა, ფაულერი საჯარიმო ხაზთან მივიდა და ცხვირით კოკაინის შეყნოსვის იმიტირება გააკეთა, რითაც დასცინა "კამფეტების" გულშემატკივრებს. ინგლისელმა ფორვარდმა ან ინციდენტის გამო 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო და 60 000 ფუნტით დაჯარიმდა.

ფაულერის ორიგინალური გოლის აღნიშნვა. კოკაინის შეყნოსვის იმიტაცია

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ახალგაზრდა დინამოელის საოცარი ფინტი გიორგი ჩაკვეტაძის სტილში [VIDEO]

"ატეიტის თასზე" "დინამო თბილისის" 12 წლამდე გუნდი ასპარეზობს და საკმაოდ წარმატებულადაც.

დღეს, 14:07

"გასაკვირია, რომ ეს მათი პირველი ჩხუბია", - პოლ პირსი რონდოსა და პოლის ინციდენტს ეხმაურება

"ბოსტონის" ექს-ვარსკვლავმა განაცხადა, რომ რეჟონ რონდოსა და კრის პოლის კონფლიქტი დაახლოებით 10 წლის წინ დაიწყო.

დღეს, 13:54

პოლი ირწმუნება, რომ რონდომ მას სახეში შეაფურთხა [VIDEO]

როგორც კრის პოლი ირწმუნება, "ლეიკერსთან" შეხვედრაში ჩხუბი იმის გამო დაიწყო, რომ რეჟონ რონდომ მას სახეში შეაფურთხა.

დღეს, 13:40

პიკე: "მესი - მსოფლიოში საუკეთესოა, მაგრამ..."

"ბარსელონას" მცველმა, ჟერარ პიკემ, "სევილიასთან" მოგებული (4:2) მატჩის შემდეგ, ლეო მესის ტრავმაზე ისაუბრა, რომელიც დაახლოებით 3 კვირას გამოტოვებს.

დღეს, 12:29

ხაბიბი - კონორის შესაძლო დაღესტანში ჩამოსვლაზე: "ჭიდაობის დარბაზს ვაჩვენებთ, მან ჭიდაობა არ იცის"

UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა, კონორ მაკგრეგორის შესაძლო დაღესტანში ჩამოსვლაზე ისაუბრა.

დღეს, 12:19

მარადონა: "არასდროს მითქვამს, რომ მატჩამდე, მესი საპირფარეშოში 20-ჯერ შედის"

არგენტინის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა, დიეგო მარადონამ, გავრცელებული ინფორმაცია უარყო.

დღეს, 12:07

"მატჩის მსგავსი სცენარი ოცნების დებიუტს არ ჰგავს" - ტიერი ანრიმ პირველი შეხვედრა შეაფასა

"მონაკოს" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ტიერი ანრიმ, "სტრასბურგთან" მატჩი შეაფასა, რომელშიც მისი დებიუტი შედგა.

დღეს, 12:03

სიმეონე: "ეს ესპანეთის ყველაზე კონკურენტუნარიანი სეზონია, რაც კი მინახავს"

მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ, "ვილიარეალთან" მატჩის ფრედ დასრულების შემდეგ, პრესასთან ისაუბრა.

დღეს, 11:59

ემერი: "ამ ფეხბურთელის შეძენა პსჟ-ში მისვლისთანავე მსურდა"

"არსენალის" მთვარი მთწვრთნელის აღიარება.

დღეს, 11:55

ლანგლე: "ამის გაკეთება მესის გარეშეც შეგვიძლია!"

კატალონიის "ბარსელონას" მცველმა, კლემან ლანგლემ, "სევილიასთან" განვლილი შეხვედრა შეაფასა და ლეო მესის ტრავმაზე ისაუბრა.

დღეს, 11:51

პოლი, რონდო და ინგრამი პარკეტიდან გააძევეს! - ხელჩართული ჩხუბი სტეიპლს ცენტრში [VIDEO]

"ლეიკერსსა" და "ჰიუსტონს" შორის "სტეიპლს ცენტრში" გამართული შეხვედრის კალათბურთელებმა იჩხუბეს.

დღეს, 11:14

NBA. ფაჩულიას მორიგი გამარჯვება, ლეიკერსი კვლავ დამარცხდა, ბოსტონმა ნიუ იორკს მოუგო [VIDEO]

ღამით NBA-ს 2018/19 წლების სეზონის რეგულარულ ჩემპიონატში 10 შეხვედრა გაიმართა.

დღეს, 09:50

ჩემპიონთა თასი: გოგიჩაშვილის და კაკოვინის რასინგ 92-მა ალსტერი დაამარცხა [VIDEO]

ფრანგულმა კლუბმა შინ ირლანდიური მეტოქე დამაჯერებელი სხვაობით დაამარცხა.

დღეს, 05:19

სიმეონე: "ლა ლიგისთვის კარგია, რომ მესი - რონალდუს დუელი დასრულდა"

"ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე თვლის, რომ მესისა და რონალდუს კონკურენციის დასრულება ლა ლიგისთვის უკეთესია.

დღეს, 03:21

რაკიტიჩმა რეალთან შანსები შეაფასა

მოახლოებული ელ კლასიკოს წინ, კომენტარი კატალონიის "ბარსელონას" ხორვატმა ფეხბურთელმა ივან რაკიტიჩმა გააკეთა.

დღეს, 03:17

მილანური დერბი - ვინ არის იკარდისა და იგუაინის ნაზავი?

დღეს, თბილისის დროით 22:30 საათზე გაიმართება მილანური დერბი, იგივე "დერბი დელა მადონინა".

დღეს, 03:11

ვალვერდე მესის ტრავმაზე და მოახლოებულ ელ კლასიკოზე საუბრობს

"სევილიასთან" მოგებული მატჩის შემდეგ კომენტარი "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ გააკეთა.

დღეს, 03:10

აზარმა თავის მომავალზე ისაუბრა: "რა მოდება, თუ ესპანეთში არ წავალ?"

ლონდონის "ჩელსის" ბელგიელმა ნახევარმცველმა ედენ აზარმა თავის მომავალზე კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა.

დღეს, 03:05

გვარდიოლა: "ამ კომპონენტში ევროპაში საუკეთესოები ვართ"

პრემიერ ლიგის მოქმედი ჩემპიონები წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობენ. "მანჩესტერ სიტიმ" "ბარნლი" 5:0 გაანადგურა.

დღეს, 03:01

ტუხელის რეაქცია, როცა ნეიმარის პსჟ-დან წასვლაზე ჰკითხეს

საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ ტურში "პსჟ" "ამიენსს" დაუპირისპირდა და 5:0 გაანადგურა.

დღეს, 02:48

რამოსი ლოპეტეგის შესაძლო წასვლას გამოეხმაურა

მადრიდის "რეალის" კატასტროფული სერია გრძელდება - ამჯერად, გუნდი ლა ლიგის გასულ ტურში შინ "ლევანტესთან" დამარცხდა.

დღეს, 02:44

სილვა, სტერლინგი, კანკავა - კაპიტნის გასროლა ერთა ლიგის საუკეთესო გოლებს შორის მოხვდა

ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები ლატვიას ესტუმრა და 0:3 დაამარცხა.

დღეს, 02:06

ოფიციალურად: ლეო მესი ვერც ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს და ვერც ელ კლასიკოზე

"სევილიასთან" გამართულ შეხვედრაში, "ბარსელონას" არგენტინელმა ლიდერმა ლეო მესიმ მოედანი ხელის ტრავმის გამო დატოვა.

დღეს, 01:43

მონაკოს ვერც ტიერი ანრი შველის

საფრანგეთის ერთ-ერთ გამორჩეული კლუბი "მონაკო" მიმდინარე სეზონში ძალიან ცუდ ფორმაშია.

დღეს, 01:25

ტერ შტეგენი დაფრინავს - სევილიასთან მატჩში გერმანელმა მეკარემ არარეალური სეივები გააკეთა [VIDEO]

მეორე ტაიმის საუკეთესო მოთამაშე "ბარსელონას" გერმანელი მეკარე მარკ ანდრე ტერ-შტეგენი იყო.

დღეს, 01:22

ატლეტიკოს და ობლაკის სასწაული შედეგი მიმდინარე სეზონში

ლა ლიგის გასული ტურის მატჩი "ვილიარეალსა" და მადრიდის "ატლეტიკოს" შორის, ფრედ 1:1 დასრულდა.

დღეს, 01:06

ლეო მესი რონალდუს გაუთანაბრდა

ლა ლიგაში გამართული მატჩი "ბარსელონასა" და "სევილიას" შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 4:2 დასრულდა.

დღეს, 00:52

ბარსელონამ მოუგებელი სერია სევილიასთან შეწყვიტა - მესის გოლი, ასისტი და ტრავმა [VIDEO]

ესპანეთის ჩემპიონატის ტურის ცენტრალური მატჩი კატალონიის "ბარსელონასა" და "სევილიას" შორის შედგა.

დღეს, 00:44

ჩემპიონთა თასი: ზურაბ ჟვანიას ლელო და სალელოვე გადაცემა ბათთან [VIDEO]

ზურაბ ჟვანიამ ლელო დადო და სალელოვე გადაცემა გააკეთა.

დღეს, 00:23

კაკაბაძე - გვილიას მორიგი მარცხი შვეიცარიაში

"ლიუცერნი", სადაც საქართველოს ნაკრების ორი ფეხბურთელი - ოთარ კაკაბაძე და ვაკო გვილია თამაშობს, მორიგ მარცხს განიცდის.

გუშინ, 23:41

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები