Goal.Ge

LA ROSSA E IL RISORGIMENTO DI ROBERTO BAGGIO



ერთ სუსხიან დილას, როდესაც მანქანა გამოვიდა "მილანელოდან" უკან მჯდომი კაცი ფიქრებში იყო ჩაძირული და აანალიზებდა თავისი გადაწყვეტილების სისწორეს. რის გაკეთებასაც ის აპირებდა, იყო სარისკო, მაგრამ მისი ნაბიჯი უკვე გადწყვეტილი იყო. როგორც კი, ადრე, შუადღის მზემ, გარემოება გაათბო, მან გულში ლოცვა ჩაიკითხა და ღრმად ამოისუნთქა. 90-იანი წლების იტალიის ჩემპიონატი იყო ყველაზე ყურებადი და პოპულარული. იმ დროისთვის ერთად თამაშობდნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებზეც "პრემიერ ლიგას" და "ბუნდესლიგას" მხოლოდ ოცნება თუ შეეძლოთ. მარკო ვან ბასტენი, რუდ გულიტი, გაბრიელ ბატისტუტა და მათი კალიბრის სხვა ფეხბურთელები იზიდავდნენ ფეხბურთის მოყვარულთა ყურადღებას მთელი მსოფლიოდან. მაგრამ მათ შორის ყველაზე გამორჩეული, იტალიელი რობერტო ბაჯო იყო. ბაჯო მოგზაურობდა ტოპ კლუბებში, ერთიდან-მეორეში: ფიორენტინა, მილანი, იუვენტუსი.. პირველად ის მოკრძალებულ ვიჩენცაში, 1982 წელს გამოჩნდა. თუმცა, მის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პერიოდი მაშინ დადგა, როდესაც მან შოკისმომგვრელი გადაწყვეტილება მიიღო და საშუალო გაქანების ბოლონიაში გადავიდა 1997 წელს. თან ეს იმ პერიოდში, როდესაც იტალია იყო საუკეთესო ადგილი რომ თავი წარმოგეჩინა, თუ აქ გაიბრწყინებდი, მთელი მსოფლიო ერთხმად გაღიარებდა. ამ ფაქტს ხელი მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებამაც შეუწყო ხელი. ამ წლებში ბოლონიას მიზანი წლიდან-წლამდე უძლიერესთა შორის დარჩენა იყო. გუნდს სხვა რაიმე მიზანი არ გააჩნდა. ნებისმიერი საფეხური გასავრდნი ზონის ზემოთ გუნდისთვის წარმატებად ითვლებოდა. თავის მხრივ, ბაჯოს არიგო საკისთან პრობლემები ჰქონდა, ის ვეღარ ხვდებოდა გუნდის ძირითად შემადგენლობაში. მისი 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრება საფრთხის ქვეშ იყო, რაც ჩეზარე მალდინიმ ღიად დაადასტურა. ამის გამო, ბაჯო ვალდებული იყო კლუბის შეცვლაზე დაფიქრებულიყო. ეს ამბავი მთელ იტალიას მოედო. ამ ამბის გაგების შემდეგ ბოლონიას მთავარი მწვრთნელი, რენცო ულივიერი, კლუბის მფლობელთან იმ იმედით მივიდა, რომ მათ ბაჯოს გადმობირება გამოუვიდოდათ. მან დადებითი პასუხი მიიღო პრეზიდენტისგან და მილანისგანაც, რომლებმაც ბაჯოსთან მოლაპარაკებებზე თანხმობა მისცეს. ზუსტად 24 საათში ბაჯო ბოლონიის ფორმით ხელში წარსდგა ტელევიზიების წინაშე. ბევრმა ეს ტრანსფერი ბაჯოს კარიერის დასასრულად შერაცხა. 30 წლის ბაჯოსგან ბევრს აღარ ელოდნენ. თუმცა, დანარჩენი ნაწილი ბაჯოს ხელახლა დაბადებად აღიქვამდა ამ ტრანსფერს, თავად ბაჯოც ოპტიმისტურად იყო განწყობილი და იმედი ჰქონდა, რომ ეს რისკი გაამართლებდა. ბოლონიამ სეზონი მძიმედ დაიწყო და ჟურნალისტებსაც სალაპარაკო მიეცათ. პირველ თამაშში ბოლონია ატალანტასთან დამარცხდა, 4:2, სადაც ბაჯოს სადებიუტო გოლი გავიდა. შემდეგი თამაშიც 4:2, ამჯერად ინტერთან, აქ ბაჯომ უკვე დუბლის შესრულება მოახერხა. ამას მოყვა 4 უგოლო მატჩი ბოლონიას შესრულებით, 3 ფრე და მარცხი პარმასთან, 2:0. ნაპოლის განადგურება ანგარიშით 5:1 მხოლოდ მოჩვენებითი წარმატება იყო, შემდეგი 4 თამასიდან მხოლოდ 2 ქულა დააგროვეს. მიუხედავად იმისა, რომ ბაჯომ ნაპოლისთან ჰეთ-თრიკი შეასრულა, შემდეგ თამაშებში კი კიდევ ორჯერ გამოიჩინა თავი, მისი და ულივიერის ურთიერთობა მაინც დაიძაბა. შემდეგი თამაში იყო ბაჯოს ყოფილ გუნთან, იუვენტუსთან, სადაც ის განაცხადს მიღმა დარჩა. ამის მიზეზი, მასსა და ულივიერის შორის ბოლო მომენტს წარმოქმნილი კონფლიქტი იყო, რომელიც გუნდის სათამასო ტაქტიკას ეხებოდა. მატჩის შემდგომი ინტერვიუს დროს კი, ულივიერიმ დიპლომატიურად აარიდა თავი ბაჯოზე კითხვას და თქვა, რომ ის ძალიან ნიჭიერი და კარგი ფეხბურთელია. ნელ-ნელა ბოლონია ფორმაში შევიდა, კარგი ფორმა აკრიფა კენეტ ანდერსონმაც. სწორედ მისმა ჰეთ-თრიკმა და ბაჯოს სამმა ასისტმა განაპირობა გამარჯვება სამპდორიასთან. ამას მოყვა გამარჯვებები ვიჩენსასა და უდინეზესთან. შემდეგი იყო მატჩი მილანთან, სადაც ბაჯო გაათმაგებული მოტივაციით გამოვიდა, რათა კარგად დაენახა ყველას თუ რა მიქარეს, როდესაც ის გაუშვეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ დროს მილანის მწვრთნელი არა საკი, არამედ თვით ფაბიო კაპელო იყო, მაგრამ ბაჯოსთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონია. მან თავისი პირველი გოლი მატჩის საწყის წუთებშივე გაიტანა, მეორე კი მატჩის მიწურულს 11 მეტრიანი დარტყმით. ეს პენალტიც თავად მოიპოვა, როდესაც მის წინააღმდეგ პაოლი მალდინიმ იუხეშა. სეზონის მიწურული ბოლონიამ გამარჯვებების ფონზე ჩაატარა, ბოლო 5 მატჩიდან მათ 4 მოიგეს. ეს ერთი მარცხიც მათ სტუმრად იწვნიეს, იუვენტუსთან. თუმცა, ბაჯომ აქაც მოახერხა თავის გამოჩენა. გოლი კი მან ემოციურად აღნიშნა, შემოირბინა მთელი მოედანი ყურთან მიტანილი თითით. "დელა ალპი" კი ამ დროს დადუმებული იყო. ბაჯომ 1997/98 წლების სეზონი 22 გოლით და 6 საგოლე გადაცემით დაასრულა. ბოლონიამ კი, თავისთვის, საკმაოდ მაღალ საფეხურზე დაამთავრა ჩემპიონატი, 8 ადგილი და ინტერტოტოს თასზე თამაშის უფლება. ბაჯოს შედეგიანობამ გამოიწვია ის, რომ ჩეზარე მალდინის სხვა გზა არ ქონდა, გარდა ბაჯოს გამოძახებისა. მიუხედავად იმისა, რომ მისი კონკურენტი თვით ალექს დელ პიერო იქნებოდა, რომელმაც 32 გოლი გაიტანა 47 მატჩში, ბაჯოს არ გამოძახებას მალდინის არავინ აპატიებდა. 1998 წლის მსოფლიოზე იტალია ჯგუფსი ავსტრიასთან, კამერუნთან და ჩილესთან ერთად მოხვდა. ეს ის ჩილეა, რომელშიც სამორანო და სალასი ბრწყინავდნენ. თამაშში იტალიელები დაწინარუდნენ, ბაჯოს პასით ვიერიმ გახსნა ანგარიში. ჩილელებმა მალევე იტალია ორი გოლით დაამწუხრეს. თამაშამდე 5 წუთით ადრე კი დაინისნა 11 მეტრიანი, რომელიც ბაჯომ გამოიმუშავა. ბურთთან თავად მივიდა, მისი სახე კვლავ მშვიდი იყო როგორც 4 წლის წინ, ბაჯომ დაარტყა და... გაიტანა! ამის შემდეგ ის გახდა ფეხბურთელი, რომელმაც ზედიზედ სამ მსოფლიო ჩემპიონატზე გაიტანა გოლი. მატჩის შემდეგ ბაჯომ განაცხადა:" მე დღემდე მეფიქრება იმ მომენტზე, კარგი იქნებოდა მისი ამოშლა, რომ შემეძლოს მეხსიერებიდან." ბაჯომ მერვედ-ფინალის მატჩი ნორვეგიასთან გამოტოვა, დაბრუნდა ის საფრანგეთთან სადაც ის სათადარიგოთა სკამზე იჯდა. მალდინიმ ძირითადში დელ პიეროს დაყენება ამჯობინა, რომელსაც ტრავმა ბოლომდე მოშუშებული არ ჰქონდა, რის გამოც კრიტიკა დაიმსახურა. მან ეს თამაში ჩააგდო და მატჩის გმირის მოპოვების შანსი სწორედ ბაჯოს ქონდა, შეეძლო რა გაეტანა ოქროს ბურთი, თუმცა მან ეს შანსი ხელიდან გაუშვა და მატჩის ბედი 11 მეტრიანი დარტყმებით წყდებოდა. ამჯერად ბაჯომ თავისი შანსი არ გაუშვა და ბარტეზი დაამწუხრა, თუმცა ამჯერად სრულიად იტალიას გული ლუიჯი დი ბიაჯომ დაწყვიტა. მისი გაცუდებული პენალტის წყალობით საფრანგეთმა იტალია გამოთიშა გათამაშებას. მსოფლიოს ჩემპიონობაზე ოცნება დასრულდა! მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ბაჯომ ბევრისთვის კვლავ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო და მილანის ინტერში გადაბარგდა, მისი უფლებები მილანურ გუნდს 2.2 მილიონი ევრო დაუჯდა. ინტერში ბაჯომ კვლავ სცადა გაბრწყინება და სამუდამოდ დაიმკვირდა თავი "დიდი ბიჭების" გვერდით. ავტორი: ლექსო თედელური

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მანჩესტერ იუნაიტედმა ორი მთავარი სატრანსფერო სამიზნე ამოირჩია

მანკუნიანელებმა მთავარი სატრანსფერო სამიზნეები დაისახეს.

დღეს, 01:29

მისი უდიდებულესობა ჩემპიონთა ლიგა ასპარეზზე ბრწყინვალე მატჩებით ბრუნდება

სამთვიანი პაუზის შემდეგ, ასპარეზზე ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ბრწყინვალე მატჩებით ბრუნდება.

დღეს, 01:17

დე იონგი: "რა ვისწავლე ბარსელონაში? სამ კვირაში ცხრიანში ყუმბარისებული დარტყმების შესწავლა რთულია"

„ბარსელონას“ ახალწვეულმა, ფრენკი დე იონგმა, კატალონიელთა საჩემპიონთალიგო მეტოქეებზე ისაუბრა.

დღეს, 00:54

ოფიციალურად: პსჟ-ს რეალთან სამივე ლიდერი გამოაკლდება

„პარი სენ-ჟერმენმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდი „რეალს“ ლიდერების გარეშე დაუპირისპირდება.

დღეს, 00:48

"ევროპაში საუკეთესოები ვერანაირად ვერ ვიქნებით", - კლოპმა მსოფლიოს საუკეთესო გუნდი დაასახელა

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა საკუთარ გუნდის წოდება კონკურენტს მიაკუთვნა.

დღეს, 00:45

კასილასმა ისაუბრა, თუ როგორ მიმდინარეობს მისი გამოჯანმრთელების პროცესი

ლეგენდარულმა ესპანელმა გოლკიპერმა, იკერ კასილასმა, გაუზიარა პრესას, თუ როგორ მიმდინარეობს მისი გამოჯანმრთელების პერიოდი ინფარქტის შემდეგ.

დღეს, 00:41

ლიორენტე: "ძალიან გაბრაზებული ვარ და შურისძიება მინდა"

„ნაპოლის“ ახალწვეულმა, ფერნანდო ლიორენტემ, „ლივერპულზე“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში წაგების გამო შურისძიებას აპირებს.

დღეს, 00:39

მბაპე: "ძალიან იმედგაცრუებული ვარ"

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი, კილიან მბაპე, იმედგაცრუებულია იმით, რომ თავის გუნდს „რეალთან“ მატჩში ტრავმის გამო ვერ დაეხმარება.

დღეს, 00:35

კლოპმა ლივერპული შესაძლოა ძალიან უცნაური მიზეზით დატოვოს - აგენტიც ალაპარაკდა

გერმანელმა სპეციალისტმა მერსისაიდულ გუნდში მეხუთე სეზონი დაიწყო და სასტარტო 5 შეხვედრაში 15 ქულა დააგროვა.

დღეს, 00:27

ფატი კიდევ ორ რეკორდთან არის ახლოს

"ბარსელონას" ვუნდერკინდი ანსუმანე ფატი კიდევ ორ რეკორდს უახლოვდება.

გუშინ, 23:24

კოუტინიო: "ბაიერნი ბარსელონასა და ლივერპულზე მეტად ჰგავს ერთ ოჯახს"

მიუნხენის "ბაიერნის" ახალწვეულმა ფელიპე კოუტინიომ თავის გუნდზე ისაუბრა:

გუშინ, 23:09

კასილასმა ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი დაასახელა

ლეგენდარულმა იკერ კასილასმა ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი დაასახელა:

გუშინ, 23:00

ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი: "ფირმინოს გაყიდვა მესისა და რონალდუს ფასადაც არ ღირს"

ყოფილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ჯერმეინ ჯენასმა რობერტო ფირმინოზე ისაუბრა:

გუშინ, 22:47

როისმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

დორტმუნდის "ბორუსიას" ლიდერმა მარკო როისმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა:

გუშინ, 22:36

ნეიმარი: "პსჟ-ს ქომაგებისთვის სათქმელი არაფერი მაქვს"

"პარი სენ-ჟერმენის" შემტევმა ნეიმარმა საინტერესო განცხადება გააკეთა:

გუშინ, 22:11

ნავასი: "რეალი უკვე წარსულშია"

"პარი სენ-ჟერმენის" ახალწვეულმა კეილორ ნავასმა საინტერესო განცხადება გააკეთა:

გუშინ, 21:59

დე ხეა: "მანჩესტერში თამაში ჩემთვის დიდი პატივია"

"მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ, დავიდ დე ხეამ პირველი კომენტარი გააკეთა:

გუშინ, 21:18

ანჩელოტიმ ევროპის საუკეთესო გუნდი დაასახელა

"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ევროპის საუკეთესო გუნდი დაასახელა:

გუშინ, 21:03

კლოპის აგენტი: "იურგენი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს"

იურგენ კლოპის აგენტმა მარკ კორიცკემ თავისი კლიენტის მომავალზე ისაუბრა:

გუშინ, 20:51

ნევილი: "რაიოლა ევროპული ფეხბურთის სირცხვილია"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ნევილმა მინო რაიოლა მკაცრად გააკრიტიკა:

გუშინ, 20:38

ფატი ბარსელონას შესაძლოა 7 მატჩით დაემშვიდობოს

ანსუ ფატიმ შესაძლოა "ბარსელონას" უახლოესი შვიდი შეხვედრა გამოტოვოს.

გუშინ, 20:16

დე ბრუინი: "5-ქულიანი ჩამორჩენა არაფერს ნიშნავს"

"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა თავისი გუნდის საჩემპიონო შანსებზე ისაუბრა:

გუშინ, 20:00

სენ-პიერი: "ფერგიუსონმა სატიტულო ბრძოლა დაიმსახურა"

UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა ჟორჟ სენ-პიერმა ტონი ფერგიუსონზე ისაუბრა:

გუშინ, 19:49

ჰესკი: "ჯერარდმა და ლამპარდმა სამსახური კანის ფერის გამო მიიღეს"

ყოფილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ემილ ჰესკიმ საკმაოდ პროვოკაციული განცხადება გააკეთა:

გუშინ, 19:38

ითამაშებს თუ არა მესი დორტმუნდთან? - ბარსას განაცხადი ცნობილია

"ბარსელონას" განაცხადი დორტმუნდის "ბორუსიასთან" შეხვედრისთვის ცნობილია.

გუშინ, 19:27

ოფიციალურად: დავიდ დე ხეას მომავალი გადაწყვეტილია

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ოფიციალურ საიტზე დავიდ დე ხეასთან კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ გამოაცხადა.

გუშინ, 18:18

"14 დეკემბერი, დუბლინი", - მაკგრეგორმა დაბრუნება დააანონსა?

UFC-ს ნახევარმსუბუქი და მსუბუქი წონების ირლანდიელმა ექს-ჩემპიონმა, კონორ მაკგრეგორმა, სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა.

გუშინ, 18:03

კოუტინიომ იმის შესახებ ისაუბრა, თუ ვინ დაეხმარა ბაიერნში ადაპტაციის გავლაში

"ბაიერნის" ნახევარმცველმა, ფილიპე კოუტინიომ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 17:12

1 მილიარდი ევრო! - მილანი შესაძლოა Louis Vuitton-მა იყიდოს

კომპანია Louis Vuitton Mo?t Hennessy-ის ჯგუფის პრეზიდენტი, ბერნარ არნო შესაძლოა "მილანის" ახალი მფლობელი გახდეს.

გუშინ, 17:06

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10