იმობილეს დისკვალიფიკაცია ძალაში დარჩა

იტალიური ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა რომის "ლაციოს" სარჩელი არ გაითვალისწინა და ჩირო იმობილეს დისკვალიფიკაცია არ მოუხსნა.
"არწივების" საუკეთესო ბომბარდირმა იტალიის ჩემპიონატის წინა ტურში, შინ "ტორინოს" წინააღმდეგ (1:3), ნიკოლა ბურდისოსთან შეჯახებისა და კამათის შედეგად წითელი ბარათი მიიღო.
რომაულმა კლუბმა კი ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა და განაცხადა, რომ იმობილე ტურინული კლუბის მცველს არ შეხებია. თუმცა ბურდისომ აღნიშნა, რომ ჩირომ თავი მართლაც ჩაარტყა და საბოლოოდ, აპელაციამ შედეგი ვერ გამოიღო.
ჩირო იმობილე "ატალანტასთან" მომდევნო შეხვედრას გამოტოვებს და პლიუს ამას, ჯარიმის სახით 10 ათას ევროს გადაიხდის.