» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

მეთევზე ბასკეთიდან - ვინ იქნება რეალის ახალი მეკარე?


მეთევზე ბასკეთიდან - ვინ იქნება რეალის ახალი მეკარე?

სეზონის ნახევარიც არ არის ამოწურული, თუმცა "რეალის" ხელმძღვანელობა უკვე სატრანსფერო გეგმებს აწყობს. კლუბში გადაწყვიტეს, რომ იანვარში ხმაურიანი შენაძენები არ იქნება, მთელი კონცენტრირება ზაფხულზეა, რომელიც სავარაუდოთ ერთ-ერთი ყველაზე ცხელი გამოდგება "ბლანკოსის" ისტორიაში.

ბევრი მითქმა მოთქმაა იმასთან დაკავშირებით თუ ვინ იქნება ახალი ვარვსკვლავი "რეალის" შეტევაში. პრესაში ლევანდოვსკის, კეინის, ალისა და ნეიმარის სახელიც კი ფიგურირებს. მეკარის საკითხი კი შეიძლება ითქვას, რომ მოგვარებულია და ეს არ არის დე ხეა.

მეთევზე ბასკეთიდან - ვინ იქნება რეალის ახალი მეკარე?

ერთ-ერთი უკანასკნელი ამხანაგური მატჩისას, რომელშიც ესპანეთს დაუპირისპირდა კოსტა-რიკა, "ფურია როხას" კარს 23 წლის ბასკი კეპა არისაბალაგა იცავდა. კიპერი ბილბაოს "ატლეტიკის" მე-100 ფეხბურთელი გამოდგა, რომელიც ნაკრებში მიიწვიეს. კეპამ ყველა ასაკობრივი გუნდი გაიარა და როგორც იქნა მთავარ ნაკრებამდეც მივიდა.

ბოლო პერიოდში მას რამდენიმე გრანდი აკვირდებოდა, თუმცა ყველაზე ოპერატიული "რეალი" გამოდგა. ესპანურ პრესაში რეგულარულად და დარწმუნებით წერენ, რომ გაისად "ბლანკოსის" პირველი ნომერი სწორედ არისაბალაგა იქნება.

მეთევზე ბასკეთიდან - ვინ იქნება რეალის ახალი მეკარე?

მადრიდელები 2012 წლიდან აკვირდებიან ბასკს. კეპამ 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე გაიბრწყინა. 1/2 ფინალში მან უმტიტისა და კონდოგბიას პენალტები მოიგერია, ფინალში საბერძნეთთან კი კარი მშრალად შეინახა. გასულ წელს არისაბალაგა 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზეც იყო ესპანეთის პირველი ნომერი.

მეთევზე ბასკეთიდან - ვინ იქნება რეალის ახალი მეკარე?

მართალია "ფურია როხა" ფინალში გერმანიასთან დამარცხდა, თუმცა იმ ტურნირზე "რეალის" სკაუტებისთვის მნიშვნელოვანი იყო 1/2 ფინალური დაპირისპირება იტალიასთან. "სკუადრა აძურას" კარში ჯიჯი დონარუმა იდგა, რომელიც "ბლანკოსის" კიდევ ერთ პოტენციურ შენაძენად გვევლინებოდა. "მილანის" კიპერმა 3 გოლი გაუშვა, ბასკმა კი 1. მადრიდელთა არჩევანი კიდევ ერთხელ გადაიწონა არისაბალაგას სასარგებლოდ.

კეპა მეთევზეთა პატარა ქალაქის ონდაროას მკვიდრია. "ბილბაოს" აკადემიაში ის 10 წლის ასაკში მივიდა, რის შემდეგაც გაიარა ყველა ასაკობრივი გუნდი და მარსელო ბიელსას მე-3 მეკარე გახდა. სათამაშო პრაქტიკის შეძენისთვის ის ჯერ "ვალიადოლიდში", მოგვიანებით კი "პონფერადინში" წავიდა იჯარით. გორკე ირაიოსის "ჟირონაში" გადასვლის შემდეგ კი დაბრუნდა მშობლიურ კლუბში და ძირითადი კიპერის სტატუსი მოიპოვა.

კეპა არისაბალაგას სასწაული სეივი ვალენსიასთან


არისაბალაგა ბრწყინვალეთ თამაშობს კარის ხაზზე და გააჩნია შესაშური რეაქცია. მისი ერთადერთი სუსტი წერტილი გამოსვლებია, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად აუცილებლად აღმოიფხვრება. მიმდინარე სეზონში მან 3 მატჩში შეინახა კარი მშრალად. ბასკი საშუალოდ 3,5 სეივს აკეთებს ერთ თამაშში. ოქტომბერში ესპანურ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია თითქოს "ბილბაო" თავის აღზრდილს 3 მილიონ ევრომდე უზრდიდა ხელფასს, კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად კი 70 მილიონი სახელდებოდა. არისაბალაგამ ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე უარი თქვა, რითაც კიდევ უფრო მიაახლოვა თავისთან "რეალი".

მეთევზე ბასკეთიდან - ვინ იქნება რეალის ახალი მეკარე?

"ბლანკოსის" გარდა, ბასკი კიპერით "იუვენტუსი" და "არსენალიც" ინტერესდება, თუმცა ყველაფერი იმისკენ მიდის, რომ კეპა მაინც "სამეფო კლუბში" ამოყოფს თავს. მადრიდულ კლუბში მეკარეების მწვრთნელად მუშაობს ლუის ლოპისი, სწორედ მისი მეცადინეობის ქვეშ განიცადა პროგრესი არისაბალაგამ თავის დროზე "ბილბაოში".

მეთევზე ბასკეთიდან - ვინ იქნება რეალის ახალი მეკარე?

კეილორ ნავასს უმძიმესი კონკურენციის ატანა მოუწევს, კიკო კასილია კი სავარაუდოდ "ნიუკასლში" გადავა, სადაც მას მოუთმენლად ელის რაფაელ ბენიტესი. კეპას წასვლა უკვე ფაქტიურად დაადასტურა "ატლეტიკის" პრეზიდენტმა ხოსუ ურუტიამ: "არისაბალაგა ძალიან კარგი მეკარეა, თუმცა ის, რასაც ჩვენ ბოლო წლებში მივაღწიეთ, ისედაც მის გარეშე იყო გაკეთებული,"

იკერ კასილასის მემკვიდრე-კეპა არისაბალაგა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

"ხასიათის გამოსწორებას მანჩესტერთან ვეცდებით", - ჯაკა

ლონდონის "არსენალის" საყრდენმა ნახევარმცველმა, გრანიტ ჯაკამ "ლესტერ სიტის" წინააღმდეგ შეხვედრა შეაფასა:

დღეს, 10:26

"ვარდი მსოფლიო კლასის ფეხბურთელია", - როჯერსი

"ლესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ბრენდან როჯერსმა ლონდონის "არსენალთან" გამარჯვების მოპოვების შესახებ ისაუბრა:

დღეს, 10:17

პირლო: "ვერონა ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქეა"

ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა პირლომ "ვერონასთან" დაკარგული ქულების შესახებ ისაუბრა:

დღეს, 10:11

კორონავირუსის გამო, ეროვნული ლიგის კიდევ ერთი მატჩი გადაიდო

მოგეხსენებათ, გასულ კვირას კორონავირუსის გამო "ლოკომოტივისა" და "დინამო თბილისის" მატჩი გადაიდო.

დღეს, 02:34

დავიდ სილვა ლა ლიგის ისტორიაში შევიდა

ლა ლიგის გასულ ტურში "სოსიედადი" "უესკას" დაუპირისპირდა და 4:1 გაანადგურა.

დღეს, 02:30

27 მატჩიანი სერია შეწყდა - პირველად 1973 წლის შემდეგ

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "არსენალი" "ლესტერს" დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა.

დღეს, 02:25

"ბარსელონადან ასე წასვლა არ მსურს" - უმტიტი თავის მომავალზე

კატალონიის "ბარსელონას" მცველი სამუელ უმტიტი თავის მომავალზე კომენტარს აკეთებს.

დღეს, 02:23

არტეტა: "არ ვიცი, რა მოხდა"

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "არსენალი" "ლესტერს" დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა.

დღეს, 02:19

როგორია პსჟ-ს გეგმები მბაპესთან მიმართებაში? - კლუბში კომენტარს აკეთებენ

საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონის ლიდერის კილიან მბაპეს მომავალზე იური ჯორკაეფი საუბრობს.

დღეს, 02:16

რა მოხდა რეალურად ქეცბაიასა და ოქრიაშვილს შორის?

"აპოელთან" მოგებული 2:0 მატჩის შემდეგ, ერთმანეთს თემურ ქეცბაია და თორნიკე ოქრიაშვილი დაუპირისპირდნენ.

დღეს, 02:12

"რატომ ვლაპარაკობ ახლა?" - ქეცბაია ჟურნალისტებს კვლავ დაუპირისპირდა

"ანორთოსისის" ქართველი მწვრთნელი თემურ ქეცბაია ჟურნალისტებს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა.

დღეს, 02:08

ქვილითაია: "რისთვისაც აქ ჩამოვედი, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის"

კვიპროსის ჩემპიონატის გასულ ტურში "ანორთოსისი" "აპოელს" დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.

დღეს, 02:06

ბარსელონასთან მატჩის წინ, პირლოს იუვენტუსმა ჩემპიონატში კვლავ ვერ მოიგო [VIDEO]

სერია ა-ს მე-5 ტურში „იუვენტუსმა“ საკუთარ კედლებში „ვერონას“ ვერ მოუგო - 1:1

დღეს, 01:53

ვარდის გოლით, ლესტერმა ემირეითსიდან სამი ქულა წამოიღო [VIDEO]

პრემიერ ლიგის მე-6 ტურში „არსენალმა“ „ლესტერს“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.

დღეს, 01:47

დაინტერესება ლა ლიგიდან - კვარაცხელიას პირველი ტოპ მსურველი გამოუჩნდა

მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელია ბრწყინვალე ფორმაშია და გასაკვირი არაა, რომ მას ბევრი მსურველი ჰყავს.

დღეს, 00:54

"ვირჯილ, გამაგრდი ჩემო ძმაო!", - მემფისმა ვან დეიკს მხარდაჭერა გამოუცხადა [ფოტო]

საფრანგეთის ლიგა 1-ს მერვე ტურში, „მონაკოსთან“ მატჩში, მემფის დეპაიმ თავი გოლით გამოიჩინა.

დღეს, 00:38

ადამა ტრაორე: "არ ვფიქრობ, რომ სისწრაფეს კანის ფერთან რაიმე კავშირი აქვს"

"ვულვერჰემპტონის" გარემარბმა სისწრაფესა და ადამიანების კანის ფერს შორის კავშირზე კომენტარი გააკეთა.

გუშინ, 23:50

"კონტაქტი მქონდა", - უმტიტიმ დაასახელა კლუბი, რომელსაც გასულ ზაფხულს მისი შეძენა უნდოდა

"ბარსელონას" მცველმა, სამუელ უმტიტიმ განმარტა, თუ რატომ არ წავიდა კატალონიური გრანდიდან.

გუშინ, 23:43

"ტოტენჰემში დაბრუნებისთვის ძალიან ბებერი ვარ", - მოდრიჩი საკუთარ მომავალზე ალაპარაკდა

მადრიდის "რეალის" ხორვატი ნახევარმცველი, ლუკა მოდრიჩი საკუთარ მომავალზე ალაპარაკდა.

გუშინ, 23:39

"გადაწყვიტეს, რომ საკმარისად კარგი არ ვიყავი", - მაჰრეზმა 2014 წელს ჩაშლილი ტრანსფერი გაიხსენა

"მანჩესტერ სიტის" შემტევმა ნახევარმცველმა, რიად მაჰრეზმა საკმაოდ საინტერესო ისტორია გაიხსენა.

გუშინ, 23:34

სპორტის სახეობა, რომელზეც ბავშვობაში ადამა ტრაორემ ფეხბურთის გამო უარი თქვა

"ვულვზის" გარემარბმა, ადამა ტრაორემ განაცხადა, რომ ბავშვობაში ამერიკული ფეხბურთის თამაშს სთავაზობდნენ.

გუშინ, 23:29

"პასუხი დადებითი აღმოჩნდა", - რონალდინიოს კორონავირუსი დაუდასტურდა

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, რონალდინიომ განაცხადა, რომ კორონავირუსით დაინფიცირდა.

გუშინ, 23:23

"უკვე აღარ იცის, როგორ ითამაშოს ბარსას მაისურით", - ლიზარაზუმ გრიზმანს წასვლა ურჩია

საფრანგეთის ნაკრების ექს-მცველმა "ბარსელონას" რიგებში ფორვარდ ანტუან გრიზმანის ასპარეზობაზე ისაუბრა.

გუშინ, 23:18

"ეს უბრალოდ სასაცილოა", - ანჩელოტი არბიტრის გადაწყვეტილებით აღშფოთებულია

"ევერტონის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ დღევანდელი მარცხის შემდეგ განცხადება გააკეთა.

გუშინ, 23:10

"ახლა შემიძლია მოწინააღმდეგეებს თავი დავაღწიო", - ტრაორემ საიდუმლო გაამხილა

"ვულვერჰემპტონის" ესპანელმა გარემარბმა, ადამა ტრაორემ საკმაოდ საინტერესო საიდუმლო გაამხილა.

გუშინ, 23:01

"არბიტრმა დარღვევა დაინახა", - ზიდანმა კლასიკოში დანიშნული პენალტის ეპიზოდი შეაფასა

"რეალის" მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა "ელ კლასიკოში" დანიშნული პენალტის ეპიზოდზე ისაუბრა.

გუშინ, 22:35

"80 წლის ასაკში ყველაზე მეტად ერთადერთ რამეს ვნანობ", - პელე

ბრაზილიის ნაკრების რიგებში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, პელემ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 22:25

კუმანს 12-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და ფულადი ჯარიმა ემუქრება!

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი შესაძლოა ხანგრძლივი დისკვალიფიკაციით დაისაჯოს.

გუშინ, 22:17

სკანდალური დასასრული: ჩხუბი ქეცბაიასა და ოქრიაშვილს შორის - ქართველები ძლივს დააკავეს [VIDEO]

სკანდალი დღევანდელი მატჩის შემდეგკვიპროსის ჩემპიონატში "ანორთოსისი" "აპოელს" დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.

გუშინ, 22:12

ბერბატოვი: "ფერგიუსონის ბოდიშის წაკითხვის შემდეგ, არაერთგვაროვანი ემოცია დამეუფლა"

"მანჩესტერის" ექს-თავდამსხმელმა ლეგენდარულ სპეციალისტს, ალექს ფერგიუსონს მადლობა გადაუხადა.

გუშინ, 22:11
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10