"გოლფი, ხერხემალი თუ არასწორი პოზიცია", - რა იწვევს ბეილის ტრავმას? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

"გოლფი, ხერხემალი თუ არასწორი პოზიცია", - რა იწვევს ბეილის ტრავმას?



ბრიტანული ფეხბურთის მთავარი ვარვსკვლავი გარეტ ბეილი თავის მეხუთე სეზონს ატარებს "რეალში".

მადრიდში უელსელმა მოიგო ყველაფერი, რაზეც შეიძლება იოცნებოს ფეხბურთელმა, მაგრამ ექს-"ტოტენჰემელმა" ვერ შეასრულა მთავარი მისია, მან ვერ დაჩრდილა კრიშტიანუ რონალდუ.

დღესდღეობით ბეილი აღარ ითვლება პორტუგალიელი ვარვსკვლავის საქმის გამგრძელებლად, მეტიც, მომავალ ზაფხულს უელსელს მადრიდიდან აბარგებას უწინასწარმეტყველებენ.

"გოლფი, ხერხემალი თუ არასწორი პოზიცია", - რა იწვევს ბეილის ტრავმას?

2013 წელს "ტოტენჰემის" ლიდერი "რეალს" 101 მილიონი ევრო დაუჯდა.

ეს იყო ფურორი და სატრანსფერო რეკორდი. მართალია ბეილი უკვე დიდი ხანია, რაც აღარ არის მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი, თუმცა უელსის მუნდიალზე ვერ მოხვედრამ კიდევ ერთხელ ააგორა საუბრების ტალღა იმასთან დაკავშირებით, კანონზომიერი იყო თუ არა მსგავსი ინვესტიცია მოთამაშეში, რომელმაც არც თუ ისეთი რთული ჯგუფიდან ვერ გაიყვანა თავისი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე.

"გოლფი, ხერხემალი თუ არასწორი პოზიცია", - რა იწვევს ბეილის ტრავმას?

სექტემბრის შუა რიცხვებში ბეილმა კიდევ ერთი ტრავმა მიიღო. "რეალში" ამ ფაქტს მორალური მზადყოფნით შეხვდნენ (რიგით მე-20 დაზიანება იმ დროდან მოყოლებული, რაც გარეტი "ბლანკოსშია").

უელსის ნაკრებს კი თავისი ლიდერის არყოფნა ძალიან ძვირად დაუჯდა. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასკვნით ჯგუფურ მატჩში "დრაკონები" შინ დამარცხდნენ ირლანდიასთან (0:1) და რუსეთის მუნდიალის მიღმა დარჩნენ. უელსელებისთვის ეს მარცხი საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთადერთი იყო, მაგრამ ამავდროულად ფატალური.

დრო როდესაც ბეილი შეუჩერებელი იყო


ყველაფერს დაემატა კიდევ ერთი წარუმატებლობა, ბეილი პირველად ოთხ წელიწადში ვერ გახდა წლის საუკეთესო ფეხბურთელი სამშობლოში. ამის მიუხედავად, ის კვლავ არის "დრაკონების" მთავარი ვარვსკვლავი, "სამეფო კლუბის" კი აღარ.

უელსელმა ჯამში "რეალის" შემადგენლობაში 160 მატჩი ჩაატარა და გაიტანა 70 გოლი. მშვენიერი სტატისტიკაა, რომ არა ერთი ფაქტი, ტრავმების გამო ბეილს 50-ზე მეტი შეხვედრა გაუცდა, ანუ უელსელი დაახლოებით ყოველ მე-4 თამაშს ტოვებს. უკანასკნელი ორი სეზონის მანძილზე, ბეილი 200 დღე იმყოფებოდა მოედნის მიღმა, რაც 40 მატჩის ტოლფასია.

"გოლფი, ხერხემალი თუ არასწორი პოზიცია", - რა იწვევს ბეილის ტრავმას?

შედარებისთვის უნდა მოვიყვანოთ ვინ თუ არა კრიშტიანუ რონალდუ. ევრო 2016-ზე მიღებული ტრავმის შემდეგ, პორტუგალიელმა ვარვსკვლავმა კიდევ რამდენიმე დაზიანება მიიღო, თუმცა 4 დღეზე მეტს ის არასდროს ტოვებდა. ორი სეზონის განმავლობაში კი "რეალის" შვიდიანი მხოლოდ რამდენჯერმე იყო ლაზარეთში, ისიც ხანმოკლე დროით.

ამის გარდა, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ბეილს გოლის გასატანად ორ მატჩზე მეტი სჭირდება.

"გოლფი, ხერხემალი თუ არასწორი პოზიცია", - რა იწვევს ბეილის ტრავმას?

ტრავმების ეპიდემიამ ჯერ კიდევ სადებიუტო სეზონში იჩინა თავი. უელსელი ვარვსკვლავი 6-ჯერ გახდა შეუძლოდ, თუმცა დაზიანებები არც თუ ისე სერიოზული იყო. რამდენიმე მატჩი გარეტმა უბრალო გაციების გამოც გამოტოვა, ეს ნორმალურია.

ამის შემდეგ კი დაიწყო ბიულეტენების ნამდვილი მარათონი. ზურგთან დაკავშირებული პრობლემები, თიაქარი, მუხლისა და კუნთის სხვადასხვა დაზიანებები და ყველაზე მთავარი-მუდმივი რეციდივები.

ბეილის "აქილევსის ქუსლი" მუხლქვეშა უკანა კუნთია, რომელზეც მძიმე დატვირთვა ხდება მაშინ, როდესაც ფეხბურთელი ხტება ან აჩქარებას ცდილობს. არადა სწორედ ამ კომპონენტებზეა აგებული უელსელი შემტევის მთლიანი თამაში.

"გოლფი, ხერხემალი თუ არასწორი პოზიცია", - რა იწვევს ბეილის ტრავმას?

ბრიტანელი ვინგერის ტრავმიანობის მიზეზების შესახებ თავს იმტვრევენ ექიმები, გულშემატკივრები და ჟურნალისტები. ჯერ კიდევ მოზარდობისას, ბეილს აწუხებდა ტკივილები ზურგში.

სწორედ აქედან არის მისი მუდმივი კუნთების დაზიანებების ე.წ. "ფესვები". საქმე იმაშია, რომ ხერხემალთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემა პირდაპირ კავშირში იმყოფება ნერვულ-კუნთოვანი აპარატის განვითარებასთან. "რეალისა" და უელსის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ჯონ ტოშაკმა ბეილის ტრავმიანობასთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება გამოთქვა:

"გარეტი მთელი კარიერის განმავლობაში თამაშობდა მარცხენა ფლანგზე, "რეალში" კი მას მარჯვნივ უწევს ყოფნა. აქედან გამომდინარე უფრო მეტი დატვირთვა ენიჭება მარჯვენა ფეხს, რომელიც ბეილისთვის ძლიერი კომპონენტი ნამდვილად არ არის. როდესაც ადრე გარეტი ამ ფეხით ბურთს ურტყამდა, ის მუდამ გრძნობდა ტკივილებს,"

"გოლფი, ხერხემალი თუ არასწორი პოზიცია", - რა იწვევს ბეილის ტრავმას?

ესპანური პრესა კი თვლის, რომ რეციდივების მიზეზი გოლფის თამაშია. უელსელის სწორედ ეს გატაცება იწვევს ტკივილებს ზურგში. ბეილს ძალიან უყვარს სპორტის ეს სახეობა. მისი მადრიდული სახლის უკანა ეზოში ნამდვილი სათამაშო მინდორია გაშენებული.

"გოლფი, ხერხემალი თუ არასწორი პოზიცია", - რა იწვევს ბეილის ტრავმას?

სულ უფრო და უფრო ხშირად ისმის მოსაზრება, რომ პერესისა და ზიდანის თვალში უელსელმა ვერ შეძლო იმედების გამართლება. ამის გარდა, სტვენა ისმის მადრიდელი გულშემატკივრებისგანაც.

სამწუხაროა, რომ მსგავსი უნიჭიერესი და უდიდესი პოტენციალის მქონე ფეხბურთელი ზედმეტ ტვირთად აწვება გუნდს. მდგომარეობის გამოსასწორებლად ბეილს ძალიან ცოტა დრო რჩება.

დღე როდესაც მსოფლიომ გარეტ ბეილის შესახებ გაიგო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები