Goal.Ge

"ბაზარში ვაჭრობის ფულით რონალდოს მსგავსი ბუცები ვიყიდე", - ინსინიეს ისტორია



იტალიის ნაკრები გააკრიტიკა ყველამ, ვისაც არ დაეზარა. რა თქმა უნდა, ეს ნეგატივი უსაფუძვლო არ არის, რადგან მუნდიალზე ვერ მოხვედრა მართლაც იმედგაცრუებაა ქვეყნისთვის, რომელიც ფეხბურთში ერთ-ერთ ფუნდამენტად დგას უკვე ძალიან დიდი ხანია.

გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ "სკუადრა აძურას" წარუმატებლობაში ლომის წილი მწვრთნელმა დაიდო, რომელმაც არ იცოდა თუ როგორ გაერთვა თავი დაკისრებულ მოვალეობას.

სამწუხაროა, რომ ჯამპიერო ვენტურაზე არანაკლები კრიტიკა მოთამაშეებსაც შეხვდათ. თითქოს იტალიაში კარგი ფეხბურთელების დეფიციტია, თაობა არ მოდის და ა.შ. ეს მცდარი მოსაზრებაა. "აძურის" ძალიან კარგი ახალგაზრდა მოთამაშეები ჰყავს.

ვერატი, ბელოტი, დონარუმა, ფლორენცი და კიდევ ბევრი. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი არის ის, რომელიც შვედეთის წინააღმდეგ გამართულ მატჩში სათადარიგოთა სკამზე იჯდა მწვრთნელის უცნაური გადაწყვეტილების გამო, საუბარი ლორენცო ინსინიეზეა.

"ბაზარში ვაჭრობის ფულით რონალდოს მსგავსი ბუცები ვიყიდე", - ინსინიეს ისტორია

"ნაპოლის" შემტევის მოედანზე არ გამოყვანა ნამდვილი დანაშაული იყო. ამ ფაქტს დანიელე დე როსიც ეთანხმება, რომელმაც კინაღამ არ მოკლა ვენტურას ასისტენტი ინსინიეს სკამზე დატოვების გამო.

ალბათ რამდენიმე წლის წინ ლორენცო ვერც კი იოცნებებდა იმაზე, რომ მთელი იტალია მას ამხელა სიყვარულსა და ნდობას გამოუცხადებდა, მოედანზე არ გამოსვლა კი მსგავს აჟიოტაჟს გამოიწვევდა.

დე როსის რეაქცია ინსინიეს არ შემოყვანაზე


ბავშვობაში ინსინიეს სულ ორი რამ აბედნიერებდა, საჭმელი და ფეხბურთი. პატარაობის ფოტოებზე მას სულ უჭირავს ხელში პიცის ნაჭერი ან ბუტერბროდი. მისი მეზობლები ფრატამაჯორეში კი იხსენებენ, რომ პატარა ლორენცო მათ მუდამ საჭმლით გატენილი პირით ელაპარაკებოდა.

"ბაზარში ვაჭრობის ფულით რონალდოს მსგავსი ბუცები ვიყიდე", - ინსინიეს ისტორია

მსგავსი გაუმაძღრობა ინსინიეს ფეხბურთის მიმართაც ჰქონდა. ლორენცოს საშინლად არ უყვარდა წაგება. ის და მისი ძმა ანტონიო საუკეთესო მოთამაშეები იყვნენ იმ მხარეში. ინსინიე ადრეული ასაკიდანვე გამოირჩეოდა შრომისმოყვარეობით, ის 6 წლის ასაკიდან მუშაობდა.

დილით ადრე ძმები ბაზარში მიდიოდნენ, სადაც მშობლებს ეხმარებოდნენ ვაჭრობაში. შეგროვებული ფულით ლორენცომ და ანტონიომ ოცნება აიხდინეს-იყიდეს ზუსტად ისეთი ბუცები, როგორც იმ დროს რონალდოს ჰქონდა. "ესეთი ბუცებით ვთამაშობდით მხოლოდ ჩვენ და რონალდო, ძალიან ბედნიერები ვიყავით,"

ხშირად გვსმენია ისტორიები, რომ ფეხბურთელებს ბავშვობაში დაბალი სიმაღლის, სიგამხდრის ან სიმსუქნის გამო არ იღებდნენ ამა თუ იმ აკადემიაში. ინსინიეც ამ უსამართლობის მსხვერპლი აღმოჩნდა. თავდაპირველად ის დაიწუნა "ტორინომ", შემდეგ კი მის საფეხბურთო აღზრდაზე უარი თქვა "ინტერმაც".

"ინტერში სიმაღლის გამო დამიწუნეს და ფაქტიურად უშანსოდ გამიშვეს. სელექციონერები ხუმრობდნენ, რომ მე ბურთისხელა ვიყავი," - იხსენებს ლორენცო.

"ბაზარში ვაჭრობის ფულით რონალდოს მსგავსი ბუცები ვიყიდე", - ინსინიეს ისტორია

2006 წელს "ნაპოლიმ" ძმები ინსინიეები სულ რაღაც 1500 ევროდ შეიძინა. თავდაპირველად ანტონიოსა და რობერტოს ლორენცოზე ნიჭიერებადაც კი მოიხსენიებდნენ, თუმცა იტალიის ნაკრების მომავალმა ათიანმა ყველას დაუმტკიცა, რომ სწორედ ის იქნებოდა ნეაპოლური კლუბის სიმბოლო.

15-17 წლის ასაკში მოზარდები მხოლოდ გართობასა და დასვენებაზე ფიქრობენ, მაგრამ ლორენცოს იმ მომენტში სულ სხვა აზრები უტრიალებდა თავში. იგი სხვებზე ორმაგად უფრო მეტს ვარჯიშობდა ისე, რომ მეგობრებთან შეხვედრაზე სულ არ რჩებოდა დრო.

მიუხედავად იმისა, რომ ინსინიეს კუმირი დელ პიერო იყო, ლორენცო ოცნებობდა კარიერაში პირველი გოლი სწორედ "იუვენტუსის" კარში ყოფილიყო. ეს ყველა დამწყები ნეაპოლელი ფეხბურთელის ნატვრაა.

ინსინიე ბავშვობიდანვე გულშემატკივრობდა "ნაპოლის", მას იმდენად უყვარდა "ლურჯები", რომ ლორენცო ბურთის მიმწოდებლადაც კი ევლინებოდა "სან-პაოლოს" სტადიონს.

"ბაზარში ვაჭრობის ფულით რონალდოს მსგავსი ბუცები ვიყიდე", - ინსინიეს ისტორია

ინსინიეების ოჯახიდან ოთხივე ძმამ სცადა ბედი ფეხბურთში. ყველაზე უფროსი ანტონიო უკვე 29 წლის არის, თუმცა ის უკვე შეეშვა ბურთის გორებას. მარკო 22-ის არის მაგრამ "ფრატეზეზე" მაღალი დონის გუნდში თამაშის ბედნიერება ჯერ არ ჰქონია. რობერტო "ნაპოლის" საკუთრება კი არის, თუმცა მუდმივად სხვადასხვა კლუბებში ირიცხება იჯარით. მხოლოდ ლორენცომ მიაღწია ვარვსკვლავურ სტატუსამდე.

კარიერის დასაწყისში "ნაპოლიმ" ლორენცო "პესკარაში" გაუშვა პრაქტიკის გაჩენის მიზნით, რადგან იმ დროს "ლურჯებში" ედინსონ კავანი და ეზეკილ ლავეცი თამაშობდნენ, რომლებიც ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრები იყვნენ.

ლორენცომ "დელფინებში" ფანტასტიური სეზონი ჩაატარა. მან 38 მატჩში 20 გოლის გატანა მოახერხა და "პესკარა" სერია ა-ში ააღზევა. ამ წარმატების შემდეგ, "ნაპოლიმ" მალევე დაიბრუნა ნიჭიერი შემტევი. აღსანიშნავია, რომ ინსინიეს თანაგუნდელები "დელფინებში" იყვნენ მარკო ვერატი, ჩირო იმობილე და მატია პერინი.

"ბაზარში ვაჭრობის ფულით რონალდოს მსგავსი ბუცები ვიყიდე", - ინსინიეს ისტორია

ლორენცომ მალე მოინადირა ნეაპოლური პუბლიკის გული. გულშემატკივრები მასში მომავალ კაპიტანსა და ახალ მარადონასაც კი ხედავენ. როცა "სან-პაოლო" მღერის, არც ინსინიე იკავებს თავს.

მატჩის დასრულების შემდეგ ის მუდამ მიდის ყველაზე ხმაურიან ტრიბუნასთან და ულტრასებს ეუბნება: "ერთ მშვენიერ დღეს მე თქვენ შემიყვარდით. გული ამიჩქარდა, მაგრამ არ მკითხოთ რატომ, მიყვარხარ ჩემო ნაპოლი," გოლის გატანის დროს ლორენცო ხელებით გულის იმიტაციას აკეთებს. ეს ჟესტიც ეძღვნება ვის თუ არა ნეაპოლურ პუბლიკას.

"ნაპოლის" გულშემატკივრები ინსინიეს გვარს სკანდირებენ


მოკლედ, რომ ვთქვათ, ინსინიეს გულში სხვა კლუბისთვის ადგილი არ არსებობს. ამ მხრივ ლორენცო მარეკ ჰამშიკის იდეალური შემცვლელია კაპიტნის პოსტზე. სლოვაკმა შემტევმაც ხომ ვერ ამჯობინა ტოპ-კლუბში თამაში და ტიტულების მოგება ნეაპოლელი გულშემატკივრების სიყვარულს.

სამწუხარო იქნება თუ ინსინიეც კარიერის საუკეთესო წლებს უტიტულოდ გაატარებს, მაგრამ ამ ე.წ. თავდადებით ის ორმაგად დასაფაბელი ფეხბურთელია. ერთი რამ არის ნათელი, სანამ ლორენცოსნაირი მოთამაშეები იარსებებენ, ერთგულება ფეხბურთში არ მოკვდება.

ინსინიეს ულამაზესი გოლი რეალის კარში

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ბუფონმა იტალიური და ფრანგული ფეხბურთის მთავარი სხვაობა დაასახელა

„პარი სენ-ჟერმენის“ მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა, იტალიური და ფრანგული ფეხბურთი შეადარა ერთმანეთს.

დღეს, 16:39

ვარსკვლავები, რომლებმაც მანჩესტერსა და იუვენტუსში ითამაშეს

მდიდარი დაპირისპირების ისტორიის გარდა "მანჩესტერსა" და "იუვენტუსს" ისიც აქვთ საერთო,

დღეს, 15:13

გიორგი ფრუიძე და ლაშა მალაღურაძე ნაკრებში გამოიძახეს

"კრასნი იარმა" საკუთარი ლეგიონერების გამოძახება დაადასტურა.

დღეს, 14:27

რონალდუ: "ვიცი, რომ მისაბაძი მაგალითი ვარ, როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ"

ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდის, კრიშტიანუ რონალდუს თქმით, ის ნამდვილად ბედნიერი ადამიანია.

დღეს, 12:30

გვარდიოლა: "გულწრფელი ვიქნები, სიტი ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად მზად ჯერ არ არის"

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, "შახტართან" მატჩის წინ, პრესასთან ისაუბრა.

დღეს, 12:24

პირველად, 2007 წლის შემდეგ - არსენალის შესანიშნავი მიღწევა

პრემიერ ლიგის მეცხრე ტურში "არსენალმა" "ლესტერი" 3:1 დაამარცხა და დიდებული მიღწევაც გაინაღდა.

დღეს, 12:18

იოზილი: "სექსუალური ფეხბურთი ვითამაშეთ'

ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველმა, მესუთ იოზილმა, "ლესტერთან" გამარჯვებაზე ისაუბრა, რომელიც მისმა გუნდმა პრემიერ ლიგის მეცხრე ტურში მოიპოვა (3:1).

დღეს, 12:09

იუნაიტედთან შეხვედრაში იუვენტუსს ერთ-ერთი ლიდერი გამოაკლდება

ტურინული გრანდი "ოლდ ტრაფორდზე" დანაკლისით ითამაშებს.

დღეს, 12:05

პარუნაშვილი დანიაში კვლავ გამოარჩიეს და სპეციალური ჯილდო გადასცეს

"ესბიერგის" ქართველი ნახევარმცველი ლაშა პარუნაშვილი საოცარ ფორმაშია

დღეს, 03:52

ხარაიშვილის გუნდმა 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა

შვედეთის ჩემპიონატის 26-ე ტურში ერთმანეთს "ბრომაპოიკარნა" და "გიოტებორგი" დაუპირისპირდნენ.

დღეს, 03:37

"სიმართლე მალე გაირკვევა", - რონალდუ გაუპატიურების ფაქტზე

კრიშტიანუ რონალდუმ, "მანჩესტერთან" მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ძალადობის ფაქტზეც ისაუბრა.

დღეს, 03:35

მოურინიო: "რონალდუ? ესპანელ ჟურნალისტებს მხოლოდ კრიშტიანუ და რეალი გაინტერესებთ"

შეხვედრის წინ ჟოზე მოურინიომ რონალდუზეც ისაუბრა.

დღეს, 03:29

ბონუჩი: "მანჩესტერს ჩემი დამატება უნდოდა, თუმცა შემდეგ იუვენტუსი გამოჩნდა"

დღეს, ჩემპიონთა ლიგის მატჩში "მანჩესტერი" "იუვენტუსს" უმასპინძლებს.

დღეს, 03:26

მანჩესტერი-იუვენტუსი - რონალდუ ბრუნდება სახლში, სადაც მას უსიამოვნო ნაცნობი დახვდება

ჩემპიონთა ლიგა - დაბრუნდა! სამშაბათის ცენტრალური მატჩი უდავოდ "მანჩესტერისა" და "იუვენტუსის" დაპირისპირებაა,

დღეს, 03:21

დღეს, დავით ხოჭოლავა მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული გრანდის წინააღმდეგ ითამაშებს

დღ​ეს, თბილისის დროით 23:00 საათზე, გაიმართება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩი დონეცკის "შახტარსა" და "მანჩესტერ სიტის" შორის.

დღეს, 03:08

რომელი მატჩები გაიმართება 20:55 საათზე და 23:00 საათზე?

დღეს, ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის შეხვედრები გაიმართება.

დღეს, 03:08

რონალდუ: "ფერგიუსონი საკმაოდ დამეხმარა"

დღეს, ჩემპიონთა ლიგის მატჩში "მანჩესტერი" "იუვენტუსს" მიიღებს.

დღეს, 03:05

იარმოლენკოს მძიმე ტრავმა - ვესტ ჰემმა უკრაინელი 6 თვით დაკარგა

"ტოტენჰემისა" და "ვესტ ჰემის" მატჩში ანდრეი იარმოლენკომ ტრავმა მიიღო და ის ხანგრძლივ პაუზას აიღებს.

დღეს, 03:02

იკარდი: "სამწუხაროა, რომ მესი არ ითამაშებს"

ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგის მატჩში "ბარსელონა" "ინტერს" დაუპირისპირდება.

დღეს, 02:59

ისკო: "პრესა ლოპეტეგის ვერ გააგდებს"

მადრიდის "რეალის" ფეხბურთელმა ისკომ ხულენ ლოპეტეგის მხარდაჭერა გამოუცხადა.

დღეს, 02:56

რონალდუ ისკოს გამოეხმაურა: "ჩემს გამო არ უნდა იტირონ"

"არ შეგვიძლია ვიტიროთ იმის გამო, რომ ფეხბურთელს წასვლა უნდოდა და წავიდა", - ეს განცხადება ისკომ კრიშტიანუ რონალდუზე გააკეთა.

დღეს, 02:45

პიანიჩი: "რონალდუმ სწორედ მისგან ისწავლა ბევრი"

მირალემ პიანიჩი ფიქრობს, რომ პორტუგალიელმა სწორედ მისგან ისწავლა ბევრი რამ.

დღეს, 02:41

ჰიუსტონისა და ლეიკერსის სამმა მოთამაშემ დისკვალიფიკაცია მიიღო

NBA-ის შეხვედრაში "ჰიუსტონმა" "ლეიკერსი" დაამარცხა, სადაც მცირე ინციდენტი მოხდა.

დღეს, 02:25

რონალდუ ოლდ ტრაფორდზე დაბრუნდა [VIDEO]

დღეს, ჩემპიონთა ლიგის მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედი" "იუვენტუსს" უმასპინძლებს.

დღეს, 02:20

ანდრე გომეშის კურიოზული ეპიზოდი სადებიუტო მატჩიდან [VIDEO]

პრემიერ ლიგაში გადასვლის შემდეგ, ანდრე გომეშს ტრავმა ჰქონდა და მისი დებიუტი მხოლოდ გუშინ შედგა.

დღეს, 02:18

ლევან მჭედლიძემ ქართველ ქომაგს PlayStation 4 აჩუქა: "მე გაჩუქებ, თბილისში მაქვს"

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გიორგი ქოქიაშვილმა მეგობრებს PlayStation 4-ის შესაძენად დახმარება სთხოვა.

დღეს, 02:16

ნიკა გვარამია: "ლაშა ტალახაძე ჩემთვის არარაობაა" [VIDEO]

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დირექტორი, ნიკა გვარამია ქართველ ძალოსანს ლაშა ტალახაძეს გამოეხმაურა.

დღეს, 02:11

ოზილის ბენეფისი, ობამეიანგის დუბლი, ულამაზესი გოლი და არსენალის ზედიზედ მე-7 მოგება პრემიერ ლიგაში [VIDEO]

პრემიერ ლიგის მე-9 ტურის მატჩში "არსენალმა" "ლესტერ სიტი" მიიღო და მეტოქე 3:1 დაამარცხა.

დღეს, 02:06

ვაჟა კაპანაძე პრო დ2-ში ითამაშებს

ქართველი მორაგბე საფრანგეთის მეორე დივიზიონში ითამაშებს.

დღეს, 01:22

დიდი 10: ბათუმმა ჩემპიონი დაამარცხა და დამაჯერებლად გალიდერდა

დიდი 10-ის მეშვიდე ტურის ცენტრალური დაპირისპირება ბათუმში შედგა, სადაც ერთმანეთს გათამაშების ლიდერები დაუპირისპირდნენ.

დღეს, 00:03

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები