ევროპა ლიგის ფლეი-ოფში 2 ქართველი ითამაშებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ევროპა ლიგის ფლეი-ოფში 2 ქართველი ითამაშებს


ევროპა ლიგის ფლეი-ოფში 2 ქართველი ითამაშებს

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა. ცნობილია ყველა იმ 64 გუნდის ვინაობა, რომლებიც ამ ტურნირის ფლეი-ოფში ითამაშებენ.

ჯაბა ჯიღ​აურის "ვარდარი", გურამ კაშიას "ვიტესი" და ვაკო გვილიას "ბატე" ძალიან ცუდად გამოვიდნენ და ჯგუფში ჩარჩნენ.

სამაგიეროდ, კარგი შთაბეჭდილება დატოვა კვერკველიას "ლოკომოტივმა." მათ ბოლო ტურში იმარჯვეს და 1/16 ფინალში გავიდნენ.

კვერკველიასთან ერთად ევროპა ლიგის ფლეი-ოფში კიდევ ერთი ქართველი, ჯანო ანანიძეც ითამაშებს.

ჯანოს "სპარტაკმა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და ევროპა ლიგაზე გადავიდა. ანანიძე ამჟამად ტრავმირებულია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები