ცნობილი ძმები საფეხბურთო ისტორიიდან » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ცნობილი ძმები საფეხბურთო ისტორიიდან


ცნობილი ძმები საფეხბურთო ისტორიიდან

ფეხბურთში ხშირია, როდესაც ოჯახს არა ერთი, არამედ ორი ან რამდენიმე გამოჩენილი მოთამაშე ჰყავს. ზოგჯერ ერთი ძმის კარიერა რადიკალურად განსხვავდება მეორე ძმის საფეხბურთო გზისგან. იყო შემთხვევები, როდესაც ძმები სხვადასხვა ეროვნულ ნაკრებებში აღმოჩენილან ერთმანეთის წინააღმდეგ. გავიხსენოთ ტოპ 10 ძმები-ფეხბურთელები.

10. შოთა, არჩილ და რევაზ არველაძეები

ცნობილი ძმები საფეხბურთო ისტორიიდან

შოთა: 1990-2008; ერედივიზია, 2 შოტლანდიის პრემიერლიგა, უეფას თასის/ევროპა ლიგის ყველა დროის მე-5 საუკეთესო ბომბარდირი; 610 მატჩი-347 გოლი
არჩილი: 1991-2005, 253 მატჩი-97 გოლი
რევაზი: 1988-2000, 191 მატჩი-71 გოლი

ძმები არველაძეები თურქულ რეკლამაში


9. ჟერომ და კევინ-პრინს ბოატენგი

ცნობილი ძმები საფეხბურთო ისტორიიდან

ჟერომი: 2007-დღემდე; მსოფლიო ჩემპიონი, ჩემპიონთა ლიგა, 5 ბუნდესლიგა; 478 მატჩი-9 გოლი
კევინ-პრინსი: 2005-დღემდე; სკუდეტო; 362 მატჩი-52 მატჩი

8. იაია და კოლო ტურე

ცნობილი ძმები საფეხბურთო ისტორიიდან

იაია: 2001-დღემდე; ჩემპიონთა ლიგა, 2 ლა ლიგა, 2 პრემიერლიგა, აფრიკის თასი; 690 მატჩი-123 გოლი
კოლო: 1999-2017; 2 პრემიერლიგა, ჩემპიონთა ლიგის ვიცე-ჩემპიონი, შოტლანდიის პრემიერლიგა, აფრიკის თასი; 636 მატჩი-25 გოლი

7. დიეგო და გაბრიელ მილიტო

ცნობილი ძმები საფეხბურთო ისტორიიდან

დიეგო: 1999-2016; ჩემპიონთა ლიგა, სკუდეტო, უეფას წლის ფეხბურთელი, უეფას წლის თავდამსხმელი; 622 მატჩი-258 გოლი
გაბრიელი: 1997-2012; ჩემპიონთა ლიგა, 2 ლა ლიგა; 391 მატჩი-11 გოლი

6. გარი და ფილ ნევილი

ცნობილი ძმები საფეხბურთო ისტორიიდან

გარი: 1992-2011; 2 ჩემპიონთა ლიგა, 8 პრემიერლიგა; 687 მატჩი-7 გოლი
ფილი: 1994-2013; ჩემპიონთა ლიგა, 6 პრემიერლიგა; 748 მატჩი-13 გოლი

5. ფილიპო და სიმონე ინძაგი

ცნობილი ძმები საფეხბურთო ისტორიიდან

ფილიპო: 1991-2012; მსოფლიო ჩემპიონი, 2 ჩემპიონთა ლიგა, 3 სკუდეტო; ევროთასებზე ყველაზე მეტი გოლი იტალიელებს შორის; 680 მატჩი-313 გოლი
სიმონე: 1994-2008; სკუდეტო; 330 მატჩი-90 გოლი

4. ფრანკ და რონალდ დე ბური

ცნობილი ძმები საფეხბურთო ისტორიიდან

ფრანკი: 1988-2006; ჩემპიონთა ლიგა, ლა ლიგა, 5 ერედივიზია; 800 მატჩი-79 გოლი
რონალდი: 1988-2008; ჩემპიონთა ლიგა, ლა ლიგა, 5 ერედივიზია, შოტლანდიის პრემიერლიგა; 590 მატჩი-141 გოლი

3. მიქაელ და ბრაიან ლაუდრუპი

ცნობილი ძმები საფეხბურთო ისტორიიდან

მიქაელი: 1981-1998; ჩემპიონთა თასი, 5 ლა ლიგა, სკუდეტო, ერედივიზია; 718 მატჩი-201 მატჩი
ბრაიანი: 1986-2000; ევროპის ჩემპიონი, ჩემპიონთა ლიგა, სკუდეტო, 3 შოტლანდიის პრემიერლიგა; 494 მატჩი-121 გოლი

2. ფრანკო და ჯუზეპე ბარეზი

ცნობილი ძმები საფეხბურთო ისტორიიდან

ფრანკო: 1977-1997; მსოფლიო ჩემპიონი, 3 ჩემპიონთა თასი, 6 სკუდეტო, ოქროს ბურთის ნომინანტი (მე-2 ადგილი), "მილანის" საუკუნის ფეხბურთელი; 800 მატჩი-34 გოლი
ჯუზეპე: 1976-2014; 2 სკუდეტო; 483 მატჩი-10 გოლი

1. სოკრატეს და რაი ოლივეირა

ცნობილი ძმები საფეხბურთო ისტორიიდან

სოკრატესი: 1974-1989; მსოფლიო ნაკრების წევრი, 3-ჯერ ბრაზილიის ჩემპიონი; 222 მატჩი-136 გოლი
რაი: 1984-1999; მსოფლიო ჩემპიონი, ბრაზილიის ჩემპიონი, ლიგა 1; 263 მატჩი-91 გოლი

აგრეთვე გამოსარჩევია: ბობი და ჯეკ ჩარლტონი, ფაბიო და პაოლო კანავარო, რიო და ენტონი ფერდინანდი, ედენ და ტორგან აზარი, ტიაგო და რაფინია ალკანტარა, პოლ და ფლორან პოგბა, რაფაელ და ფაბიო და სილვა, ვასილი და ალეკსეი ბერეზუცკი, ემილ და მბო მპენზა, ჰაკან და მურატ იაკინი, კაკა და დიგაო, ლარს და სვენ ბენდერი, ჯანლუიჯი და ანტონიო დონარუმა, ჰამიტ და ჰალილ ალტინტოპი, რომელუ და ჯორდან ლუკაკუ, გრანიტ და ტოლან ჯაკა, ჯორდან და ანდრე აიუ, ლიუკ და სემ დე იონგი

ძმები-ფეხბურთელები, რომლებსაც ერთმანეთის წინააღმდეგ მოუწიათ თამაში

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები