Goal.Ge

საფეხბურთო სკანდალები 2013: გატუზო, სუარესი, იაია ტურე და სხვები



გატუზო თამაშებს ყიდდა? "მილანის" ექს-ნახევარმცველი სერიოზულ სკანდალში გაება. გატუზოს წარსულში გარიგებულ მატჩებში მონაწილეობას აბრალებენ. დეკემბრის ერთ საღამოს სამართალდამცავები მის სახლშიც შევიდნენ და ყველაფერი გადაჩხრიკეს. პოლიციელები რაიმე დამადასტურებელ საბუთს ეძებდნენ, რომ 2009-2012 წლებში გატუზო მართლაც ეწეოდა უსამართლობას. ჯერჯერობით უცნობია, მიაგნეს თუ არა რამეს, მაგრამ საქმე არ დამთავრებულა. თუ ფეხბურთელს დანაშაული დაუმტკიცდა, ეს მორიგ უდიდეს ზიანს მიაყენებს ფეხბურთს. გატუზო საფეხბურთო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ვაჟკაცი მოთამაშე გახლდათ. "რეალმა" და "ბარსელონამ" საზოგადოების ფული მიითვისა? მორიგი მკაცრი გამოიძიება, რომელიც კარგა ხანია დაწყებულია, ესპანეთის გრანდებს ეხება. ევროკომისია გადაამოწმებს, თუ საიდან შოულობს და ხარჯავს ამდენ ფულს "რეალი", "ბარსელონა", "ვალენსია", "ატლეტიკი" და კიდევ სამი გუნდი. ევროფარაონები ეჭვობენ, რომ კლუბები დაფინანსებას სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ხაზინებიდან იღებენ. "სწორად უნდა მართოთ საფეხბურთო კლუბები და უნდა გასუქდეთ გადასახადების გადამხდელების წყალობით", - ზუსტად ასეთი განცხადება გააკეთა ერთ-ერთმა კომისარმა ამ საქმესთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში, თუ მართლა დადგინდა, რომ "რეალი" "ბარსელონასთან" ერთად სახელმწიფოს მიერაა სუბსიდირებული, სირცხვილი მათ. მკბენარა ძაღლი, სახელად ლუისი რამდენი გოლიც არ უნდა გაიტანოს ლუის სუარესმა, საფეხბურთო სამყარო (ვაკონკრეტებ, რომ საფეხბურთო სამყარო და არა ფეხბურთის გულშემატკივრები) არასდროს სცემს პატივს მას, როგორც ადამიანს. ბევრი სულელური რამ ჩაიდინა ურუგვაელმა სპორტსმენმა გასულ წელს. ადამიანური თვალსაზრისით, ის საზიზღარი პიროვნებაა. ბრანისლავ ივანოვიჩმა ეს საკუთარ თავზე გამოსცადა. აპრილში სერბს ლუისმა ხელზე უკბინა. ბევრი ითქვა და დაიწერა ამის შესახებ. სუარესს 10-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს, თუმცა ინციდენტი დღემდე ძალიან პოპულარულია. გოლი, რომელიც არ გასულა ოქტომბერში "ლევერკუზენმა" "ჰოფენჰაიმი" არგატანილი გოლით დაამარცხა. პრინციპში, გოლები ფეხბურთში ზოგჯერ 11-მეტრიანიდანაც არ გადის. არც 100 %-იანი მომენტიდან, მაგრამ ეს რაღაც სხვა იყო, რაღაც განსაკუთრებული, რომელმაც უდიდესს სკანდალს დაუდო სათავე. ბურთი კარის ბადეს გარედან მოხვდა, თუმცა ბადე გახეული აღმოჩნდა, და კარში შევარდა. მსაჯმა ფიზიკურად ვერ შეძლო მომენტის ბოლომდე აღქმა. მან ლევერკუზენელებს დაუჯერა, რომლებიც გოლს სიხარულით აღნიშნავდნენ, და "ჰოფენჰაიმის" ფეხბურთელთა პრეტენზიები არ მიიღო. ბრიხი დამნაშავე სულაც არაა. მას არც დამხმარეები ჰყავდა კარის უკან, რომლებიც ეტყოდნენ, რომ გოლი არ იყო. არც ვიდეოგამეორება არსებობდა, რათა ეპიზოდი გადაემოწმებინა. საერთოდაც, არავინ იყო დამნაშავე. არც "ბაიერის" ფეხბურთელები, რომლებსაც გოლი, შეიძლება, მართლაც ეგონათ. დამნაშავე ფეხბურთის წესებია მხოლოდ. ზოგისთვის მოძველებული, ზოგისთვისაც ხელით საგოგმანები. მაგრა, მსაჯები ხომ თამაშის დაწყების წინ გულმოდგინედ ათვალიერებენ კარის ბადეს? როგორ გამოეპარათ ეს "ბრაკი"?! მესის მამა ნარკომაფიასთანაა კავშირში? ჯერ საგადასახადო დარღვევების თემა არ იყო ნორმალურად გაცვითული, რომ ახლა ლეოს მამას ხორხეს ნარკომაფიასთან ურთიერთობაში სდებენ ბრალს. როგორც ჟურნალისტები იუწყებიან ერთ-ერთი მატჩის ორგანიზების დროს (მესის მეგობრები მსოფლიოს ნაკრების წინააღმდეგ)მესის მამამ ნარკოგამყიდველებისგან სერიოზული თანხა მიიღო. აი, ია, ია, ია რასიზმის მსხვერპლი ამჯერად იაია ტურე გახდა. "მან სიტის" ფეხბურთელმა "ცსკა"-სთან მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ გულშემატკივრები მის მიმართ რასისტულ გამონათქვამებს არ იშურებდნენ. შედეგად, ლიგის მომდევნო მატჩზე მოსკოველთა ფან-სექტორი დახურეს! ფეხბურთელმა ვერც ერთი დამადასტურებელი საბუთი (სურათი, აუდიო ჩანაწერი, ვიდეო) ვერ წარმოადგინა, რომლითაც დაამტკიცებდა, რომ ფანებმა მის მიმართ მართლაც გამოიჩინეს "არასწორი" დამოკიდებულება, მაგრამ ეს საჭირო არც ყოფილა. დღეს, იმისთვის, რომ ვინმე რასიზმში დაადანაშაულო, საკმარისია უბრალოდ დაიჩივლო, დამიყვირესო. ცოტა ხანში ისე მოხდება, ყველა დაიწყებს ამაზე საუბარს. შეიძლება მალე "თეთრებმა" თქვან მათ მე თეთრი მიწოდესო. ფაშისტები და ანტისემიტები მხოლოდ რასიზმის თემა როდი გამომზეურდა გასულ წელს. თავი ანტისემიტებმა და ფაშისტებმაც გამოყვეს. ხორვატი იოსიპ შიმუნიჩის, რომელიც სამუდამოდ შევიდა ფეხბურთის ისტორიაში მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთ მატჩში მიღებული 3 ყვითელი ბარათით, ირგვლივ დიდი ხმაური ატყდა. ისლანდიასთან საპასუხო მატჩის მოგების შემდეგ მან ხელში მიკროფონი აიღო, სტადიონის ცენტრში დადგა და იმ ტრიბუნის მისამართით, რომელზეც ნაცისტური ორგანიზაციის "უსტაშის" წევრები ისხდნენ დაიყვირა: "სამშობლოსთვის", ტრიბუნიდან კი პასუხი წამოვიდა: "მზად ვართ". ხორვატიაში ეს აკრძალულია! არადა ფეხბურთელმა შემდეგ განაცხადა: "ვთქვი, რომ ჩემი სამშობლო მიყვარს, ცუდი არაფერი გამიკეთებიაო". სერიოზულ სასჯელს მაინც ვერ ასცდება. რასისტული ზიზღის სახალხოდ წარმოჩენის გამო შიმუნიჩი 3200 ევროთი დააჯარიმეს, თუმცა ფიფა ჯერ კიდევ განიხილავს აღნიშნულ საქმეს, ასე რომ, მორიგი სასჯელიც ახლოვდება. ეს კიდე არაფერი. ცოტა ხნის წინ "ვეტ ბრომვიჩელმა" ნიკოლა ანელკამ "ვესტ ჰემთან" გოლის გატანის შემდეგ ცნობილი ნაცისტური ჟესტი გააკეთა, რითაც დაგვანახა, რომ ებრაელები სძულს. ნიკოლას ისტორიას ძალიან ცუდი სუნი ასდის. პოკერის წინაისტორია ამ წერილში შემეძლო ფეხბურთზე მხოლოდ გარედან მესაუბრა, თუმცა ეს ისტორია ნამდვილად იმსახურებს ყურადღების მიქცევას. საქმე ეხება ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში "მალაგას" კარში "დორტმუნდელთა" გოლს, რომელიც ცალსახა "ოფსაიდი" იყო. დორტმუნდელებმა კომპენსირებულ დროში მოახერხეს მსაჯის უგუნურობისა თუ დახმარების წყალობით წაგებული მატჩის შემოტრიალება. ძალიან ხმაურიანი სკანდალი გამოვიდა, მაგრამ რაც იყო, იყო. რომ არა "მალაგას საცოდაობა", ვერ ვიხილავდით "რეალის" განადგურებას, ვერც ლევანდოვსკის გიჟურ საღამოს და მითუმეტეს ვერც გერმანულ ფინალს, ამაღელვებელს, საინტერესოს და განმაცვიფრებელს. სპეციალურად GOAL.GE-სთვის!

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

კურტუას საშინელი სერია გრძელდება

მადრიდის "რეალმა" ლა ლიგის გასულ ტურში სენსაცია დააფიქსირა და სტუმრად "მალიორკასთან" წააგო.

დღეს, 02:53

სტერლინგის საოცარი სტატისტიკა მიმდინარე სეზონში

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "მანჩესტერ სიტი" "კრისტალ პალასს" დაუპირისპირდა და 0:2 დაამარცხა.

დღეს, 02:50

რეალმა ლა ლიგაში სეზონის პირველი მატჩი წააგო [VIDEO]

ლა ლიგის მე-9 ტურის მატჩი "მალიორკასა" და მადრიდის "რეალს" შორის, მოულოდნელად დასრულდა.

დღეს, 01:02

იუვენტუსის მორიგი გამარჯვება, რონალდუმ კვლავ გაიტანა [VIDEO]

იტალიის ჩემპიონატში გაიმართა დაძაბული მატჩი ტურინის "იუვენტუსსა" და "ბოლონიას" შორის.

დღეს, 00:56

დინამომ შინ წააგო, საბურთალოს გამარჯვება 16 წლის ბავშვებთან

ეროვნული ლიგის 30-ე ტურში საკმაოდ საინტერესო და მოულოდნელი მატჩები გაიმართა.

დღეს, 00:40

ახალზელანდიელი მორაგბის საოცარი თამაში ირლანდიასთან მატჩში [VIDEO]

ახალი ზელანდია - ირლანდიის მატჩის დროს ზელანდიელთა მგეზავმა რიჩი მოუნგამ საოცარი ბურთი გადაარჩინა აუტში გადასვლისგან.

გუშინ, 23:17

ლეგენდარული რორი ბესტის კარიერის ემოციური დასასრული [VIDEO]

ირლანდიელთა ლეგენდარულმა კაპიტანმა, 38 წლის რორი ბესტმა დღეს ახალ ზელანდიასთან მარცხის შემდეგ თავისი 15 წლიანი კარიერა დაასრულა.

გუშინ, 23:09

ახალი ზელანდია - ირლანდია 46:14 [VIDEO]

ახალი ზელანდიის ნაკრებმა მსოფლიო თასის მეოთხედფინალში ირლანდია 46:14 დაამარცხა.

გუშინ, 23:04

იაპონიამ მსოფლიო რეიტინგში ახალი რეკორდი დაამყარა

იაპონიის ისტორიული მაქსიმუმი.

გუშინ, 22:54

წარუმატებელი სერია შეწყდა - დორტმუნდმა შინ გლადბახს სძლია [VIDEO]

გერმანიის ჩემპიონატის მე-8 ტურის ეგიდით, "დორტმუნდმა" "გლადბახს" უმასპინძლა.

გუშინ, 22:38

სიტიმ კრისტალ პალასს მოუგო და ლივერპულთან ჩამორჩენა შეამცირა [VIDEO]

ინგლისის ჩემპიონატის მე-9 ტურის ეგიდით, "მანჩესტერ სიტი" "კრისტალ პალასს" ესტუმრა.

გუშინ, 22:31

ნაპოლიმ შინაურ კედლებში ვერონა უპრობლემოდ დაამარცხა [VIDEO]

იტალიის ჩემპიონატის მე-8 ტურის ეგიდით, "ნაპოლიმ" "ვერონას" უმასპინძლა.

გუშინ, 22:18

დიბალას და იგუაინის მომავალი პრაქტიკულად გადაწყვეტილია

"იუვენტუსის" თავდამსხმელების, პაულო დიბალასა და გონსალო იგუაინის მომავალი გარკვეულია.

გუშინ, 21:57

მანჩესტერ სიტიმ სტერლინგის მომავალზე ფიქრი დაიწყო

"მანჩესტერ სიტის" ხელმძღვანელობა თავდამსხმელ რაჰიმ სტერლინგის მომავალზე ფიქრობს.

გუშინ, 21:45

იბრაჰიმოვიჩი: "ამჟამინდელი მილანი კატასტროფაა"

"ლოს ანჯელეს გელექსის" თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ამჟამინდელ "მილანზე" ისაუბრა.

გუშინ, 21:06

"MSG-ს მეტის ჩვენება შეუძლია", - გრიზმანი ეიბართან მატჩის შემდეგ

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა "ეიბარის" (3:0) განადგურების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

გუშინ, 21:00

იბრაჰიმოვიჩი: "რაღაც მომენტში ვფიქრობ, რომ ამ კლუბში თამაში მსურს"

"ლოს ანჯელეს გელექსის" თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 20:50

ტოტენჰემი ბოლოადგილოსან კრისტალ პალასთან მარცხს გადაურჩა [VIDEO]

ინგლისის ჩემპიონატის მე-9 ტურის ეგიდით, "ტოტენჰემ ჰოთსპურმა" "უოტფორდს" უმასპინძლა.

გუშინ, 20:12

ბოლო წუთებზე დაკარგული ქულები - ატლეტიკომ ვალენსიას ვერ მოუგო [VIDEO]

ლა ლიგის მე-9 ტურის ეგიდით, მადრიდის "ატლეტიკომ" "ვალენსიას" უმასპინძლა.

გუშინ, 20:08

ჩელსიმ ნიუკასლი მინიმალურად დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ზონამდე აიწია [VIDEO]

პრემიერ ლიგის მეცხრე ტურში ლონდონის „ჩელსიმ“ საკუთარ მოედანზე „ნიუკასლს“ უმასპინძლა და მინიმალურად, 1-0 იმარჯვა.

გუშინ, 19:50

ბარსელონამ კლუბის ამომავალი ვარსკვლავის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო

გავლენიანი ესპანური გამოცემა El Mundo Deportivo საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

გუშინ, 19:30

ბოლო წუთზე ხელიდან გაშვებული გამარჯვება! ბაიერნს გნაბრის გოლი და საგოლე არ ეყო [VIDEO]

ბუნდესლიგის მერვე ტურში მიუნხენის „ბაიერნი“ სტუმრად „აუგსბურგს“ ეწვია და გამარჯვება ხელიდან ბოლო წუთზე გაუშვა.

გუშინ, 19:25

"ერთმანეთს რომ ვეყრებოდით, მემალებოდა", - იბრაჰიმოვიჩი გვარდიოლაზე

"ლოს ანჯელეს გელექსის" თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 19:23

ბრწყინვალე თრილერი სერია ა-ში! ლაციომ მატჩი 0:3-დან გადაარჩინა [VIDEO]

იტალიის ჩემპიონატის მე-8 ტურში დიდებული სანახაობა ვიხილეთ.

გუშინ, 19:16

ალეგრის კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა

ტურინის "იუვენტუსის" ექს-მწვრთნელ მასიმილიანო ალეგრით კიდევ ერთი კლუბი დაინტერესდა.

გუშინ, 19:12

რონალდუ ინსტაგრამში უფრო მეტს გამოიმუშავებს, ვიდრე იუვენტუსში

"იუვენტუსის" თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ ინსტაგრამში უფრო მეტს გამოიმუშავებს, ვიდრე თავის კლუბში.

გუშინ, 19:06

ბარსელონას აპელაცია უარყოფილია - AS

მოგეხსენებათ, "ბარსელონას" შემტევი, უსმან დემბელე "სევილიასთან" (4:0) მატჩში მოედნიდან გააძევეს.

გუშინ, 19:01

სატრანსფერო ომი ბარსელონას, სევილიას და მანჩესტერ სიტის შორის

„ბარსელონა“, „სევილია“ და „მანჩესტერ სიტი“ სატრანსფერო ბაზარზე ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელისთვის იბრძვიან.

გუშინ, 17:18

ის, რაც აქამდე არ მომხდარა - ბარსელონას ღირსშესანიშნავი მომენტი ეიბართან მატჩში

როგორც იცით, „ბარსელონამ“ „ეიბარს“ სტუმრად 0:3 მოუგო და სატურნირო ცხრილის სათავეშიც მოექცა.

გუშინ, 17:09

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10