პსჟ ზამთარში კიდევ ერთ ხმაურიან ტრანსფერს გეგმავს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

პსჟ ზამთარში კიდევ ერთ ხმაურიან ტრანსფერს გეგმავს


პსჟ ზამთარში კიდევ ერთ ხმაურიან ტრანსფერს გეგმავს

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "პსჟ"-მ ხმაურიანი ტრანსფერები განახორციელა და კილიან მბაპე და ნეიმარი დაიმატა.

პარიზელები გაჩერებას არ აპირებენ და ზამთარშიც შეეცდებიან რამდენიმე ტოპ მოთამაშის დამატებას.

იტალიური პრესის ცნობით, იუნაი ემერი "მილანის" ტალანტის, ჯანლუიჯი დონარუმას გადაბირებას შეეცდება.

Sky Sport-ის ცნობით, დონარუმას აგენტი, მინო რაიოლა "პსჟ"-სთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ჯერჯერობით, დეტალები უცნობია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები