ჩხუბი ოლდ ტრაფორდზე, არტეტას თავი აქვს გატეხილი, მოურინიოს ბოთლები ესროლეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჩხუბი ოლდ ტრაფორდზე, არტეტას თავი აქვს გატეხილი, მოურინიოს ბოთლები ესროლეს


ჩხუბი ოლდ ტრაფორდზე, არტეტას თავი აქვს გატეხილი, მოურინიოს ბოთლები ესროლეს

"მანჩესტერ იუნაიტედისა" და "მანჩესტერ სიტის" მატჩის შემდეგ "ოლდ ტრაფორდზე" არეულობა იყო.

კერძოდ კი, გვარდიოლას გუნდი გასახდელში გამარჯვებას აღნიშნავდა. ისინი მღეროდნენ, ცეკვავდნენ და მუსიკები მაღალ ხმაზე ჰქონდათ ჩართული.

ეს ფაქტი, საპრესკონფერენციო დარბაზისკენ მიმავალ მოურინიოს არ მოეწონა და მოწინააღმდეგე გუნდის წევრებს შენიშვნა მისცა.

პორტუგალიელის უხეშობა "სიტის" წევრებმა ცუდად მიიღეს, რასაც არეულობა მოჰყვა. გასახდელში იყო ბოთლების სროლაც.

Sky Sports და GOAL.COM-ი წერს, რომ ჟოზე მოურინიოს რძის ბოთლი მოხვდა, მიკელ არტეტას კი საერთოდ თავი აქვს გატეხილი.

პირველი, ვინც მოურინიოს გამოეხმაურა ბრაზილიელი კიპერი ედერსონი იყო, შემდეგ კი ინციდენტში რომელუ ლუკაკუ ჩაერთო. ამის შემდეგ იყო სიტყვიერი შეურაცხყოფები, ბოლოს კი ბოთლების სროლა.

ცნობილია, რომ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ამ ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. სავარაუდოდ, იქნებიან დასჯილებიც.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები