ბარსელონასა და ჩელსის 15 ურთიერთშეხვედრა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბარსელონასა და ჩელსის 15 ურთიერთშეხვედრა


ბარსელონასა და ჩელსის 15 ურთიერთშეხვედრა

როგორც ვიცით სულ ცოტა ხნის წინ ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა დასრულდა, სადაც 1/8 ფინალისტები დაწყვილდნენ. პლეი-ოფში ორი ცენტრალური მატჩი გველის, "ჩელსი"-"ბარსელონა" და "რეალი"-"პსჟ". ორივე წყვილის შესახებ დაუსრულებლად შეიძლება საუბარი იქამდე, სანამ გუნდები ერთმანეთს არ დაუპირსპირდებიან. განსაკუთრებით ეს ლონდონურ-კატალონიურ დუელზე ითქმის, რადგან "ჩელსი" და "ბარსა" არც მეტი არც ნაკლები უკვე 15-ჯერ წარსდგნენ ერთმანეთის წინააღმდეგ. გავიხსენოთ მათი დაპირისპირების ისტორია.

სეზონი 1965-1966
საქალაქთაშორისო ბაზრობათა თასი (ყოფილი უეფას თასი/ევროპა ლიგა)
1/2 ფინალი

ბარსელონა-ჩელსი 2:0
ჩელსი-ბარსელონა 2:0
ბარსელონა-ჩელსი 5:0


ბარსელონასა და ჩელსის 15 ურთიერთშეხვედრა

"ბლაუგრანა" და "არისტოკრატები" ერთმანეთს პირველად უეფას თასის/ევროპა ლიგის წინაპარ ტურნირზე შეხვდნენ. გუნდებმა 3-რაუნდიანი 1/2 ფინალი მოაწყვეს, რადგან პირველ ორ დაპირისპირებაში ერთი და იგივე ანგარიშით მოუგეს ერთმანეთს. იმ დროს არ მოქმედებდა დამატებითი დროის დანიშნვის წესი, ამიტომ ყველაფერი მე-3 მატჩში უნდა გადაწყვეტილიყო. "ბარსამ" გაანადგურა ლონდონელი მეტოქე და მოგვიანებით თასსაც დაეუფლა.

სეზონი 1999-2000
ჩემპიონთა ლიგა
1/4 ფინალი

ჩელსი-ბარსელონა 3:1
ბარსელონა-ჩელსი 5:1


ბარსელონასა და ჩელსის 15 ურთიერთშეხვედრა

იმ სეზონში ამ ორი გუნდის დუელი ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი და დრამატული სანახაობა გამოდგა. პირველი მატჩი "არისტოკრატებმა" 3:1 მოიგეს, ანალოგიური ანგარიშით იმარჯვა "ბლაუგრანამაც". დაინიშნა დამატებითი დრო, სადაც თავისი სიტყვა რივალდო-კლუივერტის დუეტმა თქვა. ჯამში "ბარსამ" 5:1 დაამარცხა მეტოქე და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

სეზონი 2004-2005
ჩემპიონთა ლიგა
1/8 ფინალი

ბარსელონა-ჩელსი 2:1
ჩელსი-ბარსელონა 4:2


ბარსელონასა და ჩელსის 15 ურთიერთშეხვედრა

ის სეზონი ორივე გუნდის ახალი ეპოქის დასაწყისად შეგვიძლია მივიჩნიოთ. "ბარსაში" რაიკაარდის მწვრთნელობის ქვეშ ფეხს იკიდებდნენ რონალდინიო, ეტო'ო, დეკუ, ჟიული, ლარსონი, ბელეტი და სხვები. "ჩელსიში" კი სადებიუტო სეზონს მოურინიოს თამადობით ატარებდნენ დროგბა, ჩეხი, კარვალიო, ფერეირა და კეჟმანი. გამარჯვებული მოურინიოს გუნდი გამოვიდა, ორ-რაუნდიანი დუელი კი სანახაობრივი და სკანდალური გამოდგა. სწორედ იმ დაპირისპირებაში იხილა გულშემატკივარმა პირველად მაურო იკარდის ყოფილი მეგობარი მაქსი ლოპესი, რონალდინიოს ეპოქალური გოლი და ძალიან ბევრი საკამათო ეპიზოდი.

რონალდინიოს ლეგენდარული გოლი ჩელსის კარში


სეზონი 2005-2006
ჩემპიონთა ლიგა
1/8 ფინალი


ჩელსი-ბარსელონა 1:2
ბარსელონა-ჩელსი 1:1


ბარსელონასა და ჩელსის 15 ურთიერთშეხვედრა

ერთი წლის შემდეგ ეს გუნდები კვლავ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის იგივე სტადიაზე. შემდეგ ეტაპზე ამჯერად "ბარსელონა" გავიდა, რომელიც იმ სეზონში შეუჩერებელი იყო. გულშემატკივარმა იხილა რონალდინიოს კიდევ ერთი შედევრი და ლიონელ მესის საშინელი ტრავმა, რომელიც არგენტინელ თინეიჯერს ასიერ დელ ორნომ მიაყენა. ეს ეპიზოდი იყო ბასკი განაპირა მცველის პირველი და ერთადერთი თვალშისაცემი მომენტი მის კარიერაში.

11 წლის წინ დელ ორნომ მესის შესაჩერებელი ხერხი იპოვა


რონალდინიოს კიდევ ერთი შედევრი ჩელსის კარში


სეზონი 2006-2007
ჩემპიონთა ლიგა
ჯგუფური ეტაპი


ჩელსი-ბარსელონა 1:0
ბარსელონა-ჩელსი 2:2


ბარსელონასა და ჩელსის 15 ურთიერთშეხვედრა

"ბლაუგრანამ" ლონდონური მეტოქე ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონის სტატუსში მიიღო. გუნდები 3 სეზონში ზედიზედ მესამედ შეხვდნენ ერთმანეთს. ამჯერად უფრო ძლიერი "ჩელსი" აღმოჩნდა, რომელმაც ორი მატჩის ჯამში 4 ქულა აიღო "ბარსასთან" და ჯგუფში პირველი ადგილიც დაიკავა. დაპირისპირების მშვენება-ფრენკ ლამპარდის ულამაზესი გოლი.

ლამპარდის ფენომენალური გოლი ბარსელონას კარში


სეზონი 2008-2009
ჩემპიონთა ლიგა
1/2 ფინალი


ბარსელონა-ჩელსი 0:0
ჩელსი-ბარსელონა 1:1


ბარსელონასა და ჩელსის 15 ურთიერთშეხვედრა

ალბათ ყველაზე სკანდალური დაპირისპირება, რომელიც ამ გუნდებს შორის ყოფილა. ამ ორ-რაუნდიან დუელზე (განსაკუთრებით განმეორებით მატჩზე) დღემდე ძალიან ბევრ საკამათო ვერსიებს ვისმენთ. ყველა ფეხბურთის გულშემატკივარს თავისი მოსაზრება აქვს ამ 1/2 ფინალურ შეხვედრასთან დაკავშირებით. უბრალოდ გაგახსენებთ, რომ ანდრეს ინიესტამ 93-ე წუთზე მოუტანა თავის გუნდს ფინალის საგზური. რა მოხდა იქამდე, ეს უკვე ისტორიის ნაწილია.

ინიესტას გასროლა და დადუმებული სტემფორდ ბრიჯი


სეზონი 2011-2012
ჩემპიონთა ლიგა
1/2 ფინალი


ჩელსი-ბარსელონა 1:0
ბარსელონა-ჩელსი 2:2


ბარსელონასა და ჩელსის 15 ურთიერთშეხვედრა

გვარდიოლას ჯერჯერობით უკანასკნელი სეზონი "ბარსაში" და ვერ შენარჩუნებული ორ-გოლიანი უპირატესობა. პირველ მატჩი მინიმალური ანგარიშით დი მატეოს "ჩელსიმ" მოიგო, თუმცა საპასუხო შეხვედრაში როგორც უკვე ვთქვით "ბლაუგრანა" 2:0-ს იგებდა, თანაც პირველივე ტაიმში. რამირესისა და ტორესის გოლების წყალობით "ლურჯებმა" ქამბექი გააკეთეს და ფინალისკენ გაიკაფეს გზა.

ტორესის გოლი ბარსელონას კარში, რომლითაც ჩელსი ფინალში გავიდა


"ბარსელონასა" და "ჩელსის" შემდგარი 15 შეხვედრიდან 5-ში კატალონიელებმა იმარჯვეს, 5-ში კი ლონდონელებმა, დანარჩენი 5 მატჩი ფრედ დასრულდა. რაც შეეხება ბურთების შეფარდებას, 25-20-ზე "ბლაუგრანას" სასარგებლოდ.

დაპირისპირების მთავარი ბომბარდირები: რონალდინიო, დიდიე დროგბა, ფრენკ ლამპარდი, ტორე ანდრე ფლო (ყველას 3 გოლი)

ფეხბურთელები, რომლებმაც ორივე გუნდის მაისური მოირგეს:

სამუელ ეტო'ო (ბარსელონაში 199 მატჩი, 130 გოლი/ჩელსიში 35 მატჩი, 12 გოლი)
დეკუ დე სოუზა (ბარსელონაში 161 მატჩი, 22 გოლი/ჩელსიში 57 მატჩი, 6 გოლი)
სესკ ფაბრეგასი (ბარსელონაში 151 მატჩი, 42 გოლი/ჩელსიში 157 მატჩი, 20 გოლი)
პედრო როდრიგესი (ბარსელონაში 321 მატჩი, 99 გოლი/ჩელსიში103 მატჩი, 24 გოლი)
რიკარდუ კუარეშმა (ბარსელონაში 28 მატჩი, 1 გოლი/ჩელსიში 5 მატჩი, 0 გოლი)
მარკ ჰიუზი (ბარსელონაში 36 მატჩი, 5 გოლი/ჩელსიში 123 მატჩი, 39 გოლი)
ჟულიანო ბელეტი (ბარსელონაში 91 მატჩი, 1 გოლი/ჩელსიში 93 მატჩი, 5 გოლი)
ეიდურ გუდიონსენი (ჩელსიში 263 მატჩი, 78 გოლი/ბარსელონაში 114 მატჩი, 19 გოლი)
ემანუელ პეტი (ბარსელონაში 38 მატჩი, 1 გოლი/ჩელსიში 76 მატჩი, 3 გოლი)
ბუდევინ ზენდენი (ბარსელონაში 95 მატჩი, 3 გოლი/ჩელსიში 59 მატჩი, 4 გოლი)
ორიოლ რომეუ (ბარსელონაში 2 მატჩი, 0 გოლი/ჩელსიში 33 მატჩი, 1 გოლი)
ვინსტონ ბოგარდი (ბარსელონაში 41 მატჩი, 4 გოლი/ჩელსიში 9 მატჩი, 0 გოლი)
ალბერტ ფერერი (ბარსელონაში 301 მატჩი, 3 გოლი/ჩელსიში 77 მატჩი, 0 გოლი)

20 თებერვალსა და 14 მარტს "ბარსელონა"-"ჩელსის" დაპირისპირებების ახალი ფურცელი დაიწერება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები