რობენი: "ახალ კონტრაქტზე ჩემთან ჯერ არავინ მოსულა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რობენი: "ახალ კონტრაქტზე ჩემთან ჯერ არავინ მოსულა"


რობენი:

მიუნხენის "ბაიერნის" გამოცდილმა ვინგერმა, არიენ რობენმა, გუნდში თავის მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები ჯერ კიდევ არ გაუმართავს.

"კლუბთან მოლაპარაკებები ჯერ არ მქონია. "ბაიერნიდან" ჩემთან კონტრაქტის გასახანგრძლივებლად ჯერ არავინ მოსულა. სწორედ ამიტომ, მოვლენების განვითარებას მშვიდად ველოდები.

"ბაიერნთან" დადებული ხელშეკრულება საკმაოდ ბევრ ფაქტორს ითვალისწინებს. ეს იმაზეც იქნება დამოკიდებული თუ ვინ ჩაიბარებს გუნდს მომდევნო სეზონიდან", - განაცხადა 33 წლის ჰოლანდიელმა.

ლეგენდარული არიენ რობენის მოქმედი ხელშეკრულება მიუნხენურ კლუბთან მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნი არიენ რობენი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები