მორატა ჰადერსფილდთან არ ითამაშებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მორატა ჰადერსფილდთან არ ითამაშებს


მორატა ჰადერსფილდთან არ ითამაშებს

"ჩელსის" თავდამსხმელი, ალვარო მორატა ინგლისის ჩემპიონატის ეგიდით "ჰადერსფილდთან" გასამართ მატჩს გამოტოვებს.

როგორც Sky Sports იტყობინება, ესპანელს დაასვენებენ, რადგან კუნთებთან და ზურგთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს.

მიმდინარე სეზონში მორატამ პრემიერ ლიგაში ცხრა გოლი გაიტანა.

ვარაუდობენ, რომ ჩემპიონატის მომდევნო ტურის შეხვედრაში ალვაროს მიში ბატშუაი შეცვლის.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები