არსენალი და ტოტენჰემი უკრაინული კლუბის მეკარით ინტერესდებიან » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

არსენალი და ტოტენჰემი უკრაინული კლუბის მეკარით ინტერესდებიან


არსენალი და ტოტენჰემი უკრაინული კლუბის მეკარით ინტერესდებიან

"ზარიას" გენერალურმა დირექტორმა, სერგეი რაფაილოვმა განაცხადა, რომ მეკარე, ანდრეი ლუნინით ორი ინგლისური კლუბი ინტერესდება.

უკრაინული კლუბის ფუნქციონერის თქმით, ფეხბურთელს "არსენალისა" და "ტოტენჰემის" სკაუტები დააკვირდნენ.

"არ გამიგია იმის შესახებ, რომ მისით "რეალი" ინტერესდებოდა", - ციტირებს "ზარიას" პრესსამსახური რაფაილოვის სიტყვებს.

"თუმცა, სხვა კლუბები იჩენენ ინტერესს. ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენს მატჩებს სხვადასხვა კლუბის სკაუტები დაესწრნენ. "არსენალის", "ტოტენჰემის".

"სკაუტები გერმანიიდან, იტალიიდან, ბელგიიდან, ესპანეთიდანაც იყვნენ. ანდრეის კონტრაქტი წელიწადნახევარში ეწურება და არსად არ მიდის".

ამ სეზონში 18 წლის გოლკიპერმა უკრაინის ჩემპიონატში 16 მატჩი ჩაატარა და 22 გოლი გაუშვა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები