ინძაგი: "უკვე 4 მატჩია ქულებს გვართმევენ!" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ინძაგი: "უკვე 4 მატჩია ქულებს გვართმევენ!"


ინძაგი:

რომის "ლაციოს" მთავარი მწვრთნელი, სიმონე ინძაგი, "ტორინოსთან" შეხვედრაში მსაჯობით ძალიან იმეგდაცრუებული დარჩა.

"სურათი მკაფიოა. პირველი ტაიმის გაანალიზება სრულიად შემიძლია, მაგრამ მეორე ნახევარში ყველაფერი მთავარმა მსაჯმა გადაწყვიტა, ვიდეოასისტენტებთან ერთად.

პირველ ტაიმში რამდენიმე მომენტი შევქმენით და "ტორინოსაც" ჰქონდა თავისი მომენტები. გამარჯვების მოპოვება შეგვეძლო, მაგრამ ქულები ზედიზედ მე-4 ტურში წაგვართვეს!

საკამათო ეპიზოდების ასეთი სერია ნამდვილად საგონებელში გვაგდებს. თქვენც ხომ ყველაფერი თავად ნახეთ", - აღნიშნა სიმონე ინძაგიმ.

ამ შეცდომების გამო რომაულმა კლუბმა შესაძლოა იტალიის ეროვნულ ჩემპიონატს ბოიკოტი გამოუცხადოს და სერია ა-ში აღარ ითამაშოს.
ასევე იხილეთ თემაზე:
ლაციო სიმონე ინძაგი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები