ნოიერი დარწმუნებულია, რომ მეორე წრეში დაბრუნდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ნოიერი დარწმუნებულია, რომ მეორე წრეში დაბრუნდება


ნოიერი დარწმუნებულია, რომ მეორე წრეში დაბრუნდება

მიუნხენის "ბაიერნის" გოლკიპერი, მანუელ ნოიერი, თავს კარგად გრძნობს და სჯერა, რომ მიმდინარე სეზონის მეორე წრეში თავის მატჩებს ჩაატარებს.

"დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება და მეორე წრეში ჩემს წილ თამაშებს ჩავატარებ", - განაცხადა ნოიერმა.

2017 წელს 31 წლის გერმანელმა ტერფი ორჯერ მოიტეხა და ორი ოპერაციის გაკეთება მოუწია. ახლა ნოიერი გამოჯანმრთელების პროცესს გადის და მისი დაბრუნება 2018 წლის თებერვალშია მოსალოდნელი.

"რეკორდმაისტერი" ნოიერის დაბრუნებას აღარ ჩქარობს, ვინაიდან ერთხელ ეს უკვე ძვირად დაუჯდა, თანაც წინ რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატია, რომლის გამოტოვებაც მანუსთვის ნამდვილი ტრაგედია იქნება.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნი მანუელ ნოიერი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები