ბობიჩი: "ბაიერნს სავარაუდოდ უცხოელი სპეციალისტი ჩაიბარებს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბობიჩი: "ბაიერნს სავარაუდოდ უცხოელი სპეციალისტი ჩაიბარებს"


ბობიჩი:

გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ცენტრალური თავდამსხმელი, ფრედი ბობიჩი, რომელიც ახლა ფრანკფურტის "აინტრახტის" სპორტული დირექტორია, მიიჩნევს, რომ მიუნხენურ გრანდს მომდევნო სეზონიდან უცხოელი სპეციალისტი უხელმძღვანელებს.

ლეგენდარული იუპ ჰაინკესი "რეკორდმაისტერს" მიმდინარე სეზონის შემდეგ დატოვებს და 2018 წლის ზაფხულში "ბაიერნს" მისი შეცვლა მოუწევს.

"ბაიერნს" სავარაუდოდ უცხოელი სპეციალისტი ჩაიბარებს. ვფიქრობ, მათ მართლაც ძლიერ და ცნობილ მთავარ მწვრთნელზე უნდა გააკეთონ აქცენტი. ეს გლობალური საკითხია", – აღნიშნა ბობიჩმა "Goal.com"–თან საუბრისას.

ამჟამად მიუნხენური გრანდი რამდენიმე ალტერნატივას განიხილავს, მაგრამ მათი უმრავლესობა გერმანელია: იულიან ნაგელსმანი, თომას ტუხელი, იურგენ კლოპი და იოახიმ ლიოვი.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნი ფრედი ბობიჩი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები