ფოტო - თავგატეხილი არტეტა კამერების წინ პირველად გამოჩნდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ფოტო - თავგატეხილი არტეტა კამერების წინ პირველად გამოჩნდა


ფოტო - თავგატეხილი არტეტა კამერების წინ პირველად გამოჩნდა

"მანჩესტერ იუნაიტედისა" და "მანჩესტერ სიტის" მატჩის შემდეგ "ოლდ ტრაფორდზე" არეულობა იყო.

ჟოზე მოურინიოს არ მოეწონა ის ფაქტი, რომ "ქალაქელები" გამარჯვებას გადაჭარბებულად აღნიშნავდნენ და მათ შენიშვნა მისცა.

ინციდენტში შემდეგ ედერსონი და რომელუ ლუკაკუც ჩაერთვნენ და საბოლოოდ ყველაფერი ჩხუბით დასრულდა, იყო ბოთლების სროლაც.

ერთ-ერთი ბოთლი გვარდიოლას თანაშემწეს მიკელ არტეტას მოხვდა და მას წარბი დაუზიანდა.

ინციდენტის შემდეგ, ესპანელი კამერებმა პირველად დააფიქსირეს, თუმცა ის სახეზე ხელს იფარებდა და დაზიანებული ადგილიც დამალა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები