"ზლატან შენ ბევრს ლაპარაკობ", - რის გამო დაიწყო ოლდ ტრაფორდზე ჩხუბი? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

"ზლატან შენ ბევრს ლაპარაკობ", - რის გამო დაიწყო ოლდ ტრაფორდზე ჩხუბი?



"მანჩესტერ იუნაიტედისა" და "მანჩესტერ სიტის" მატჩის შემდეგ "ოლდ ტრაფორდზე" არეულობა იყო.

ჟოზე მოურინიოს არ მოეწონა ის ფაქტი, რომ "ქალაქელები" გამარჯვებას გადაჭარბებულად აღნიშნავდნენ და მათ შენიშვნა მისცა.

ინციდენტში შემდეგ ედერსონი და რომელუ ლუკაკუც ჩაერთვნენ და საბოლოოდ ყველაფერი ჩხუბით დასრულდა, იყო ბოთლების სროლაც.

ცნობილი ესპანური გამოცემა MARCA წერს, რომ ინციდენტი გასახდელში შესვლის დროს დაიწყო.

"სიტის" სამწვრთნელო შტაბის წევრები ზლატან იბრაჰიმოვიჩთან კამათობდნენ, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა შვედს შემდეგი ფრაზა უთხრა: "ზლატან, შენ ძალიან ბევრს ლაპარაკობ და მოედანზე ძალიან ცოტას მოძრაობ."

ამ ეპიზოდის შემდეგ, გუნდებს შორის სიტუაცია დაიძაბა და საბოლოოდ მოურინიოს "სიტის" გასახდელში შესვლით და ხელჩართული ჩხუბით დასრულდა.

ცნობილია, რომ ეპიზოდში ორივე გუნდიდან 20 წევრი იღებდა მონაწილეობას.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები