რეალის ფანებმა რონალდუ ყველა დროის საუკეთესო ლეგენდად არ აღიარეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რეალის ფანებმა რონალდუ ყველა დროის საუკეთესო ლეგენდად არ აღიარეს


რეალის ფანებმა რონალდუ ყველა დროის საუკეთესო ლეგენდად არ აღიარეს

"მე ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი ვარ", - ეს განცხადება კრიშტიანუ რონალდუმ ოქროს ბურთის მიღების შემდეგ გააკეთა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

პორტუგალიელი "რეალის" ისტორიაში საუკეთესო გოლეადორია და გუნდს ჩემპიონთა ლიგის მოგებაში 3-ჯერ დაეხმარა.

ფლორენტინო პერესმა დაჯილდოვების შემდეგ განაცხადა: "რონალდუ "რეალის" ისტორიაში ალფრედო დი სტეფანოსთან ერთად საუკეთესოა."

კლუბის პრეზიდენტიც მიიჩნევს, რომ "ლოს ბლანკოსის" ისტორიაში კრიშტიანუ ნომერ პირველი არ არის.

ამ ფაქტთან დაკავშირებით AS-მა გამოკითხვა ჩაატარა და დაახლოებით 20 000-მდე მადრიდელმა მიიღო მონაწილეობა.

"სამეფო კლუბის" ქომაგების 62% ფიქრობს, რომ "რეალის" ნომერ პირველი ლეგენდა ალფრედო დი სტეფანოა, რონალდუმ კი ხმების 38% მიიღო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები