კომპანი სუონსისთან ვერ ითამაშებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კომპანი სუონსისთან ვერ ითამაშებს


კომპანი სუონსისთან ვერ ითამაშებს

"მანჩესტერ სიტის" კაპიტანი, ვენსან კომპანი ინგლისის ჩემპიონატის მე-17 ტურში "სუონსისთან" გასამართ მატჩს ტრავმის გამო გამოტოვებს.

როგორც "ქალაქელთა" მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა აცხადებს, 31 წლის ბელგიელს კუნთის ტრავმა აღენიშნება, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედთან" (2:1) შეხვედრაში მიიღო.

"სუონსისთან" ვერ ითამაშებს. ვიმედოვნებ, მალე დაბრუნდება. კუნთის ტრავმა აქვს", - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს "მანჩესტერ სიტის" ოფიციალური საიტი.

"სუონსი" - "სიტი" დღეს, 13 დეკემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე აიღებს სტარტს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები