სემედუმ ბარსელონას ვარჯიშზე ნეიმართან მომხდარ ჩხუბზე ისაუბრა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

სემედუმ ბარსელონას ვარჯიშზე ნეიმართან მომხდარ ჩხუბზე ისაუბრა


სემედუმ ბარსელონას ვარჯიშზე ნეიმართან მომხდარ ჩხუბზე ისაუბრა

"ბარსელონას" მცველის, ნელსონ სემედუს თქმით, შოკირებული იყო იმით, რომ ნეიმარმა "პსჟ"-ს გამო ესპანური კლუბის დატოვება გადაწყვიტა.

ამასთანავე, 24 წლის პორტუგალიელი ამბობს, რომ გუნდის დიდი ნაწილი ამისთვის მზად იყო.

შეგახსენებთ, სემედუ "ბარსაში" 2017 წლის ზაფხულში გადავიდა. ერთ-ერთ პირველ ვარჯიშზე კი ნეიმართან იჩხუბა.

"ვარჯიშებზე ეს ნორმალურია", - ციტირებს Sport.es სემედუს სიტყვებს.

"ამას ჩემთვის ზიანი არ მოუყენებია, რადგან გუნდმა და მეგობრებმა მხარი დამიჭირეს. თუმცა, მაინც იქონია გავლენა, რადგან ახალი მოსული ვიყავი, გუნდის ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა ფეხბურთელმა კი ჩემთან იჩხუბა".

"მიუხედავად ამისა, გავიგე, რომ რთული პერიოდი ჰქონდა. მაგრამ ნეიმარის წასვლას ვერ წარმოვიდგენდი, დანარჩენები კი ამას ელოდნენ. ვერ წარმოვიდგენდი, რომ "ბარსელონას" "პსჟ"-ში გაცვლიდა. შოკში ჩავვარდი, როგორც გულშემატკივართა უმრავლესობა. გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იგი უყვარდათ", - დასძინა პორტუგალიელმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები