ჩელსიმ აზარის შემცვლელს ლევერკუზენში მიაგნო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჩელსიმ აზარის შემცვლელს ლევერკუზენში მიაგნო


ჩელსიმ აზარის შემცვლელს ლევერკუზენში მიაგნო

"ბაიერის" თავდამსხმელი, ლეონ ბეილი ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე შეიძლება ინგლისში გადაბარგდეს, იტყობინება Daily Mail.

20 წლის თავდამსხმელის შეძენით "ჩელსი", "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ლივერპული" არიან დაინტერესებულები.

ლონდონელებმა "ფარმაცევტებს" ფეხბურთელის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო უკვე შესთავაზეს, თუმცა უარი მიიღეს. "არისტოკრატები" იამაიკელ შემტევს ედენ აზარის შესაძლო შემცვლელად განიხილავენ, რომელიც შეიძლება "რეალში" გადავიდეს.

ბეილის ლევერკუზენელებთან მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურება. ამ სეზონში მან კლუბის მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 13 მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე პასიც ჩაიწერა აქტივში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები