სოკრატისი: "ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

სოკრატისი: "ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა"


სოკრატისი:

დორტმუნდის "ბორუსიას" ცენტრალური მცველი, სოკრატის პაპასტატოპულოსი, მიიჩნევს, რომ მისმა გუნდმა სტუმრად "მაინცის" წინააღმდეგ ძალიან საჭირო გამარჯვება მოიპოვა.

"პირველ რიგში, ვულოცავ გუნდს გამარჯვებას. როგორც იქნა, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, კვლავ ვიმარჯვეთ. ეს გამარჯვება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დაცვაში კომპაქტურად, ხოლო შეტევაში პროდუქტიულად ვმოქმედებდით.

დიახ, ჩვენს მთავარ მწვრთნელს მატჩისათვის მოსამზადებლად ცოტა დრო ჰქონდა, მაგრამ თამაშის წინ ორი-სამი სასარგებლო რჩევა მაინც მოგვცა. ვფიქრობ, ჩვენ მის გამოც მოვიგეთ", - განაცხადა გამოცდილმა ბერძენმა.

დორტმუნდელებმა გერმანიის ეროვნულ ჩემპიონატში 8 მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტეს და სტუმრად "მაინცი" 2:0 დაამარცხეს. ეს პიტერ შტიოგერის სადებიუტო მატჩი იყო.
ასევე იხილეთ თემაზე:
დორტმუნდის ბორუსია სოკრატისი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები