იუვენტუსს ბოლონიასთან შესაძლოა სამი ლიდერი დააკლდეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

იუვენტუსს ბოლონიასთან შესაძლოა სამი ლიდერი დააკლდეს


იუვენტუსს ბოლონიასთან შესაძლოა სამი ლიდერი დააკლდეს

ტურინის "იუვენტუსს" იტალიის ეროვნული ჩემპიონატის მომდევნო ტურში შესაძლოა ჯანლუიჯი ბუფონი, ჯორჯო კიელინი და მირალემ პიანიჩი ვერ დაეხმარონ.

39 წლის ლეგენდარულმა იტალიელმა კიპერმა კუნთის ტრავმის გამო მილანის "ინტერთან" შეხვედრა უკვე გამოტოვა და ის ჯერ მხოლოდ ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს.

მირალემ პიანიჩს მარცხენა ფეხის ბარძაყი აწუხებს და "იუვეს" დღევანდელ ვარჯიშში მხოლოდ ნაწილობრივ მიიღო მონაწილეობა. საერთო ჯგუფს მიღმა მუშაობს კიელინიც, რომელსაც ასევე ბარძაყის პრობლემები აქვს.

ტურინული გრანდი სერია ა-ს მე-17 ტურში სტუმრად "ბოლონიას" შეხვდება. ეს მატჩი 17 დეკემბერს, კვირას, გაიმართება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები