სპალეტი: "ინტერი გამარჯვებას არ იმსახურებდა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

სპალეტი: "ინტერი გამარჯვებას არ იმსახურებდა"


სპალეტი:

მილანის "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ, იტალიის თასის მერვედფინალური შეხვედრა შეაფასა, რომელიც მისი გუნდისთვის ძალიან მძიმე გამოდგა.

"ნერაძური" საკუთარ მოედანზე "პორდენონეს" დაუპირისპირდა და მეტოქე ძირითად დროში ვერ გატეხა (0:0). მილანელებმა, საბოლოოდ, პენალტების სერიაში 5:4 იმარჯვეს და მეოთხედფინალში გააღწიეს.

"მოთამაშეებს, რომლებიც მოედანზე არც ისე ხშირად გადიან, გაუჭირდათ, ვინაიდან მოწინააღმდეგემ მოედნის ცენტრში საკმაოდ ხარისხიანი თამაში შემოგვთავაზა.

ბურთს მუდმივად ვკარგავდით და იმის მაგივრად, რომ საკუთარი თამაში გვეჩვენებინა, ყოველთვის ორთაბრძოლებში ვებმეოდით. მატჩის დასრულებამდე რაც უფრო ნაკლები დრო რჩებოდა, მით უფრო მეტი მოთამაშე ნერვიულობდა და ცდებოდა.

მეოთხედფინალში ძალიან რთულად გავედით. მე კი მინდა, რომ მეტოქეს კარგი თამაში მივულოცო, ვინაიდან ამ ფეხბურთის შედეგად, მომდევნო ეტაპზე გასვლას არა "ინტერი", არამედ "პორდენონე" იმსახურებდა", - აღნიშნა სპალეტიმ.
ასევე იხილეთ თემაზე:
ინტერი ლუჩიანო სპალეტი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები