არსენალი მზადაა ოზილი ბარსელონაში გაუშვას » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

არსენალი მზადაა ოზილი ბარსელონაში გაუშვას


არსენალი მზადაა ოზილი ბარსელონაში გაუშვას

"არსენალის" ნახევარმცველი, მესუთ ოზილი კარიერის "ბარსელონაში" გაგრძელებას აპირებს, იტყობინება Diario Sport.

აღინიშნება, რომ ფეხბურთელის აგენტი ესპანური გუნდის წარმომადგენლებს უკვე შეხვდა და მოლაპარაკებები გამართა.

"მეთოფეები" მზად არიან გერმანელს შეელიონ, თუ "ბარსა" ფეხბურთელის სანაცვლოდ შესაბამის თანხას გადაიხდის.

აქამდე არსებული ინფორმაციით, "ბარსელონას" მთავარი სამიზნე "ლივერპულის" ნახევარმცველი, ფილიპე კოუტინიოა.

ამ სეზონში ოზილმა ინგლისის ჩემპიონატში 13 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები