ბუფონი: "ნედვედს რჩევების მიცემის უფლება აქვს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბუფონი: "ნედვედს რჩევების მიცემის უფლება აქვს"


ბუფონი:

ტურინის "იუვენტუსის" ლეგენდარულმა გოლკიპერმა, ჯანლუიჯი ბუფონმა, პაულო დიბალაზე გაკეთებული განცხადების შემდეგ პაველ ნედვედი დაიცვა.

"ეს რჩევა იყო და არა კრიტიკა. პაველს ძალიან კარგად ვიცნობ, მას დიდებული კარიერა ჰქონდა და სრული უფლება აქვს, რომ მოთამაშეებს რჩევები მისცეს.

პოტენციალისა და საკუთარი ტალანტის გათვალისწინებით პაულო დიბალა "იუვენტუსის" ამჟამინდელ შემადგენლობაში უდავოდ ნომერ პირველი ფეხბურთელია.

ასე, რომ რაც უფრო მეტ რჩევას მიიღებს და გაითავისებს, მით უფრო დიდი შანსი ექნება, რომ ვარსკვლავური კარიერა მოიწყოს", - აღნიშნა ჯიჯი ბუფონმა.

ტურინული გრანდის ჩეხმა ლეგენდამ, რომელიც ახლა კლუბის სპორტული დირექტორია, უბრალოდ განაცხადა, რომ დიბალა მოედანზე უფრო თავდაჯერებული უნდა იყოს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები