ვოლფსბურგის მცველმა ბუნდესლიგის რეკორდი დაამყარა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ვოლფსბურგის მცველმა ბუნდესლიგის რეკორდი დაამყარა


ვოლფსბურგის მცველმა ბუნდესლიგის რეკორდი დაამყარა

"ვოლფსბურგის" მარჯვენა მცველი, პოლ ვერჰაეგი, გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის ისტორიაში შევიდა.

ბუნდესლიგის მე-16 ტურის შეხვედრაში, "ვოლფსბურგსა" და "ლაიფციგს" შორის (1:1), 34 წლის ჰოლანდიელმა პენალტი გაიტანა და რეკორდიც დაამყარა.

პოლ ვერჰაეგი ბუნდესლიგის ისტორიაში პირველი მოთამაშეა, რომელმაც ზედიზედ 16 თერმეტმეტრიანი გაიტანა.

ვეტერანი ჰოლანდიელი აქამდე, 2010-2017 წლებში "აუგსბურგის" ღირსებას იცავდა და 15 პენალტი სწორედ ამ გუნდის მაისურით გამოიყენა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ვოლფსბურგი პოლ ვერჰაეგი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები