ჰაინკესმა ბაიერნს ულრაიხთან კონტრაქტის გახანგრძლივება ურჩია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჰაინკესმა ბაიერნს ულრაიხთან კონტრაქტის გახანგრძლივება ურჩია


ჰაინკესმა ბაიერნს ულრაიხთან კონტრაქტის გახანგრძლივება ურჩია

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი, იუპ ჰაინკესი, გუნდის სარეზერვო გოლკიპერის, სვენ ულრაიხის, თამაშით სრულიად კმაყოფილია და მიიჩნევს, რომ კლუბს ახალი მეკარე არ სჭირდება.

"სვენი ჩემი სრული ნდობით სარგებლობს. ის ყოველი მატჩის შემდეგ უფრო კარგად გამოიყურება. შემიძლია ვთქვა, რომ ის კარგ თამაშს აჩვენებს. "ბაიერნს" ვურჩევდი, რომ სვენთან ახალი კონტრაქტის თაობაზე დაიწყონ მოლაპარაკებები.

რაც შეეხება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ახალი მეკარის დამატებას, ეს საკითხი საერთოდ არ განიხილება, ვინაიდან ეს საჭიროდ არ მიმაჩნია", - განაცხადა 72 წლის ლეგენდარულმა სპეციალისტმა.

მანუელ ნოიერის არყოფნაში 29 წლის გერმანელმა თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინა და ქომაგებმა ულრაიხი ნოემბრის საუკეთესო მოთამაშედაც კი აღიარეს. თუმცა მისი ხელშეკრულება სეზონის ბოლოს იწურება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები