რეალი საკლუბო მუნდიალის ფინალში გავიდა [VIDEO] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რეალი საკლუბო მუნდიალის ფინალში გავიდა [VIDEO]


რეალი საკლუბო მუნდიალის ფინალში გავიდა [VIDEO]

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში ერთმანეთს "ალ ჯაზირა" და მადრიდის "რეალი" დაუპირისპირდნენ.

რა თქმა უნდა, ამ წყვილში უპირობო ფავორიტი სამეფო კლუბი იყო, თუმცა მატჩი მოულოდნელად დაიწყო.

პირველ ტაიმში "ალ ჯაზირამ" გოლი გაიტანა და პირველი ნახევარი 1:0 მოიგო. მიუხედავად უამრავი მცდელობისა, "რეალი" გოლს მაინც ვერ იტანდა.

"რეალმა" მეტოქეზე ზეწოლა მეორე ტაიმის სტარტზე გააძლიერა, რის შედეგადაც 53-ე წუთზე ანგარიში კრიშტიანო რონალდუმ გაათანაბრა.

შეცვლაზე შემოსვლიდან რამდენიმე წამში კი შეხვედრას საბოლოო წერტილი გარეთ ბეილმა დაუსვა და გუნდს 2:1 მოაგებინა.

საკლუბო მუნდიალის ფინალში ზიდანის გუნდის მეტოქე ბრაზილიური "გრემიო" იქნება.

ვიდეო მიმოხილვა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები