ბაიერნის ზედიზედ მესამე გამარჯვება ბუნდესლიგაში [VIDEO] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბაიერნის ზედიზედ მესამე გამარჯვება ბუნდესლიგაში [VIDEO]


ბაიერნის ზედიზედ მესამე გამარჯვება ბუნდესლიგაში [VIDEO]

გერმანიის ბუნდესლიგის მე-16 ტურში ერთმანეთს გათამაშების ლიდერი "ბაიერნი" და აუტსაიდერი "კიოლნი" დაუპირისპირდნენ.

მიუნხენელებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და პირველ ტაიმში მეტოქის კართან ბევრი მომენტი შექმნეს, თუმცა პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმის სტარტზე ჰაინკესმა ერთბაშად ორი ცვლილება განახორციელა, "ბაიერნმა" შეტევა გაააქტიურა. მე-60 წუთზე ლევანდოვსკიმ მატჩის პირველი და ბოლო გოლი გაიტანა.

პოლონელ ფორვარდს ამის შემდეგაც ჰქონდა რამდენიმე მომენტი, თუმცა დუბლი ვერ შეასრულა. 1:0 - "ბაიერნმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო.

სატურნირო ცხრილი
ბაიერნის ზედიზედ მესამე გამარჯვება ბუნდესლიგაში [VIDEO]

ვიდეო მიმოხილვა


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები