მანჩესტერ სიტიმ ისტორიული რეკორდი დაამყარა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მანჩესტერ სიტიმ ისტორიული რეკორდი დაამყარა


მანჩესტერ სიტიმ ისტორიული რეკორდი დაამყარა

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-17 ტურში "მანჩესტერ სიტი" "სუონსის" ესტუმრა და უელსური გუნდი 0:4 გაანადგურა.

პეპ გვარდიოლას გუნდმა ინგლისის ჩემპიონატში ზედიზედ მე-15 შეხვედრა მოიგო და ისტორიული რეკორდიც დაამყარა.

აქამდე, არასდროს არცერთ გუნდს ინგლისში ზედიზედ 15 მატჩი არ მოუგია. აქამდე ეს რეკორდი "არსენალს" ეკუთვნოდა. ვენგერის გუნდმა ზედიზედ 14 შეხვედრა 2002 წელს მოიგო.

17 ტურის შემდეგ პეპ გვარდიოლას გუნდს 49 ქულა აქვს და უახლოეს მდევრებს მთელი 11 ქულით ასწრებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები